ღამის მატარებელი სწრაფად მიჰქროდა. ისე ბნელოდა როგორც უმთვარო ღამეს ზანგის უკანალში. კუპეში სამნი ისხდნენ.არ ეძინათ.სვამდნენ და საუბრობდნენ. --აი, მაგალითად მე,--დაიწყო ერთმა. --მთელი ცხოვრება სიკეთეს ვაკეთებდი, ვეხმარებოდი, მიყვარდა, მჯეროდა, ვპატიობდი...და რა გამოვიდა?...აბა რა?...არაფერი... --მე კი, --გააგრძელა მეორემ---ბოროტებებს ვჩადიოდი, მეზიზღებოდა ყველა და ყველაფერი, ადამიანებს ტკივილს ვაყენებდი,დავცინოდი....ვძარცვავდი, ვიპარავდი...... ერთხელ უზნეო საქციელისთვისაც კი გამასამართლეს. ოპერის თეატრში ხმამაღლა ვაკუებდი და ჰაერს ვაფუჭებდი....პრემიერა ჩავშალე!... ---ხოლო მე, --ამოიოხრა მესამემ---მე უბრალოდ ვცხოვრობდი, არც ვფიქრობდი იმაზე სიკეთე იყო ჩემი ქმედებები თუ ბოროტება.... მატარებელმა სვლა შეანელა....გაირბინა პატარა სადგურმა...სინათლეებმა , ახმაურდა რელსები....მერე მოუხვია და სვლას უმატა... კუპეში კი ისევ სვამდნენ, აბოლებდნენ ,ოხრავდნენ და ხმადაბლა საუბრობდნენ... --მე ცოლი მიყვარდა ძალიან, --ყვებოდა დაბალი ხმით მესამე ---ერთხელაც მთელი კვირა არ მოსულა სახლში....წარმოგიდგენიათ?... ---მე კი ისევ სიკეთე გავაკეთე..ერთხელაც , ღამე, საქველმოქმედო საღამოდან სახლში ვბრუნდებოდი, ჰო და.... ---იცით რა, --ჩაერია მეორე---ვიცი ეგ ისტორია!...მე რომ ბოროტება არ ჩამედინა, შენი სიკეთე არ შედგებოდა...მე რომ ის ქალი არ გამეძარცვა და თავი არ გამეტეხა, შენ მას ვერ იპოვნიდი ქუჩაში გულწასულს და სახლში ვერ წაიყვანდი.... ----აჰ...ეს შენ ჩაიდინე?..გასაგებია....---თავი ჩაღუნა პირველმა და სიგარას მოუკიდა....--ოჰოოო.... ---დიახაც , ვერ დაეხმარებოდი, ვერ დარჩებოდა შენთან მთელი კვირა ....მერე კი... ---ის ხომ ჩემი ცოლი იყო...------ჩუმად ჩაილაპარაკა მესამემ .---ესე იგი მართალი ყოფილა, ქუჩაში გაგიძარცვავს..---მერე მოტრიალდა და თითი გაიშვირა პირველისკენ......---და მან შენთან მიღალატა....შენთან!...მე კი ვაპატიე...მართლაც...რა საშინელებაა!...
კარზე კაკუნი გაისმა... გაუღეს. კუპეში საშუალო ასაკის მამაკაცი შემოვიდა. სახეზე ცინიკური ღიმილი შეჰყინვოდა, ეგრევე ჩამოჯდა და დაიწყო: ---ეჰ...რთულია ცხოვრება. აბა რას ყვებოდით სანამ გასული ვიყავი?...არავინ იცის რაა ბოროტება და რა სიკეთე?...ჰო, არაა?... --დიახაც,--- დაეთანხმა მესამე. პირველმა სცადა შეკამათებოდა. მეორე ბოროტად იღიმებოდა....მოსულმა კი სევდიანად გააგრძელა.. --ჰო და...ყველა თქვენგანზე მეტი ბოროტება მე მაქვს ჩადენილი........უფრო სწორად კი....სიკეთე?...ეჰ...რა ვიცი , რა ვიცი...მგონი დროა სიმართლე გითხრათ ---მოგვიყევი,---- სთხოვეს დანარჩენებმა. --მე სინამდვილეში მატარებლის მემანქანე გახლავართ, მანამდე გატყუებდით .ასე უფრო საინტერესოა...----ამაყად თქვა მოსულმა. --მერე რა? -----გაიკვირვა პირველმა--ამაში ხომ არაფერია განსაკუთრებული. --ჰოოო?,---- ჩაიღიმა მოსულმა---, მაგრამ გააჩნია რომელი მატარებლის...დამისხამთ კიდევ? .... ----აჰააა...---თქვა მეორემ.--- მე მგონი ეს ცუდი ხუმრობაა.....არაა?..მაინც ვინ ხართ?..აკი ოპერის მომღერალიო?--და ჭიქა მიაწოდა ---იცით რა...-- თავი ასწია მოსულმა,--- არავითარი ხუმრობა. მე ამ მატარებლის მემანქანე გახლავართ...ათიოდე წუთში ხიდზე გადავალთ..ხიდი აღარაა....ჰო და ..რა აზრი აქვს მატარებლის მართვას და თქვენს მოტყუებას?..... დავანებე თავი და მოვედი....აბა კიდევ დამისხით...სიგარა?...ბარემ მომიკიდეთ....ჰა-ჰა-ჰა....აი , ასე....გმადლობთ...იმედია ერთმანეთს ყველაფერი ვაპატიეთ უკვე... მატარებელი მიჰქროდა....ისინი კი სვამდნენ , იცინოდნენ და დარჩენილი სიცოცხლით ტკბებოდნენ. ყველაფერი ჯერ კარგად იყო. ყველაფერი.......
ეს ნაწარმოები გაცილებით ადრე დაიწერა, დაახლოებით 5 წლის წინ და რადგან ორიგინალი დაკარგულია, მხოლოდ ასეთი ვერსიაა, რომელიც აღვადგინე. სამწუხაროდ, შემოკლებული, რემიქსის სახით. თუმცა იდეა და არსი გასაგებია.:)))

სერეი---ბრავო!ძალინ მაგარია!5+++ ..მე რომ ბოროტება არ ჩამედინა, შენი სიკეთე არ შედგებოდა--აი ეს სიტყვები მომხვდა გულში!ჩემი სიკეთეც ბოროტების მსხვერპლია! ყველაფერი ჯერ კარგად იყო. ყველაფერი.......+++
სერეი---ბრავო!ძალინ მაგარია!5+++ ..მე რომ ბოროტება არ ჩამედინა, შენი სიკეთე არ შედგებოდა--აი ეს სიტყვები მომხვდა გულში!ჩემი სიკეთეც ბოროტების მსხვერპლია! ყველაფერი ჯერ კარგად იყო. ყველაფერი.......+++
ახლა და მერეც, მორიგი პოტენციური , არაკორექტული შეკითხვის მსურველებს, გაითვალისწინეთ რომ მე არ მინახავს როგორო ბნელა უმთვარო ღამეს ზანგის, მულატის და მით უმეტეს ტეთრკანიანის უკანალში....ასევე არ მინახავს თუ როგორ გამოიყურება ბეჰემოთი, როცა მას სწორი ნაწლავი აქვს ამოჭრილი....არც ის მინახავს თუ რა ხდება პლანეტა განიმედზე......ეს უბრალოდ შედარებებია...მე კი სრული უფლება მაქვს ( ჟენევის კონვენცია, პუნქტი არ მახსოვს) დავწერო რაიმე და არ მენახოს .....:))))))))

ზანგის უკანალში უმთვარო ღამეს ??ზედმეტი იყო ძალიან აქ ასეთი შედარება,რაღაც კითხვა გამიჩნდა ეს რო წავიკითხე,არაკორექტური :)) არადა კარგი ნაწერია სერგეი და ნუ აფუჭებ ასეთი რაღაცეებით
ზანგის უკანალში უმთვარო ღამეს ??ზედმეტი იყო ძალიან აქ ასეთი შედარება,რაღაც კითხვა გამიჩნდა ეს რო წავიკითხე,არაკორექტური :)) არადა კარგი ნაწერია სერგეი და ნუ აფუჭებ ასეთი რაღაცეებით
.ისინი კი სვამდნენ , იცინოდნენ და დარჩენილი სიცოცხლით ტკბებოდნენ.'' არა ისინი სვამდნენ,იცინოდნენ და არა არ ტკბებოდნენ...უბრალოდ ცხოვრობდნენ იმ დარჩენილ წუთებს
.ისინი კი სვამდნენ , იცინოდნენ და დარჩენილი სიცოცხლით ტკბებოდნენ.`` არა ისინი სვამდნენ,იცინოდნენ და არა არ ტკბებოდნენ...უბრალოდ ცხოვრობდნენ იმ დარჩენილ წუთებს