 | ავტორი: ლეგატო ჟანრი: პროზა 8 თებერვალი, 2014 |
ის ჟამი იდგა,იასამანი მეორედ რომ ჰყვავის,ადრე შემოდგომის მიწურულს.სურნელით გაჟღენთილი ჰაერი კი საამოდ გიღიტინებს ნესტოებში,აღწევს მთელს შენს არსებაში და გაბრუებულს დაგატარებს აღმა-დაღმა.რაც შეიძლება უფრო და უფრო გჟღენთავს და გთანგავს,საამო არომატით. შუა სექტამბრის მზეს,ჯერ კიდევ სკმაოდ შერჩენოდა ძალა,ზაფხულის მცხუნვარებისათვის კეკლუცად გაეწია მეტოქეობა,ურცხვად გამოეწვია დუელში და მზეს სიკაშკაშეში შესცილებოდა,აქაოდა - გეყო, რაც იპარპაშე,იგიჟე მცხუნვარე სხივთა ციალით,ხალისიანი სიცოცხლის მჩქეფარე ძალითაო! ავლაბარში საცხოვრებლად სულ ახალი გადმოსული გახლდით.ახალდაზრდა, მარტოხელა მამაკაცის ჩვეული წესით მცხოვრები,რომელიც ეთაყვანებოდა ხელოვანთ და ხელოვნებას,რომელსაც სასხლსა და ხორცში გასჯდომია ფერწერის სიყვარული. იმ ხანად ის ის აყო, დავასრულე სამხატვრო აკადემია.გამოფენები....რომი.... პარიზი..... და ახლა აქ,მოლბერტით.პალიტრიტით,ფუნჯების მთელი არსენალითა და ზეთისსაღებავებით სავსე ყუთით,ერთი პატარა,ძველთაძველი სახლის დროებითი ბინადარი შევიქენი,რომელსაც ფერწერის მოყვარული უცხოელისათვის რამოდენიმე ტილო უნდა შემექმნა,ძველი თბილისის ხედებით. აივნიდან სწორედ ისეთი ხედი იშლებოდა,მთელი თბილისი ხელისგულზე მედო თავის დიდებულებით.გავშლიდი მოლბერტს,გადავჭიმავდი ტილლის და სადღაც სულ სხვა სამყაროში ვმოგზაურობდი.ვტკბებოდი იმ ჯადოსნური ხიბლით,რაც ძველი თბილისის ხილვისას ეუფლება ყოველ მის მნახველს და მიკვირდა როგორ შეიძლება ეარსება ადამიანს ამ მშვენიერების გარეშე. ერთ დღეს, კი ჩემი ყურადღება დღიდან მოყოლებული,რაც დასკდნენ იასამანის ნაზი ყვავილები კერტმტევნებად, ჯოხის კაკუნით მომავალმა,თეთრწვერულვაშიანმა მოხუცმა მიიპყრო. მუდამ ერთსადაიმავე დროს გამოჩნდებოდა,ტაატით მომავალი,ქვაფენილით მოკირწყლულ ქუჩას სამების ტაძრის გავლით მეტეხისაკენ თავდაღმართით მიმყოლი..თმაჭაღარას თეთრი წვერულვაში მოკლედ შეეკრიჭა,ისე რომ ბაგეებს ვეღარ უფარავდა. თვალთა უპეები ნაოჭებს დაეღარათ,გაღიმებისას კი მეტად გამოკვეთილნი,კეთილად მომღიმარნი, ნათელცისკროვნებას ასხივებდნენ. თეთრი გახამებული ტილოს პერანგი ყელთან ოდვავ შეეხსნა,ტილოსავე მუქი შარვალი და ტყავის სანდლები, თითქმის საგანგებოდ ძველი თბილისისათვის შეეხამებინა.ნელი ნაბიჯებით მოჰყვებოდა ქუჩას.ჩემი აივნის წინ შუშებიან პატარა საყვავილესთან შეჩერდებოდა,იასამანის სამიოდე ტოტს შეარჩევდა,დაყნოსავდა, აკანკალებული ხელით ჩაუთვლიდა ხურდა ფულს თვალებცქრიალა გოგოს,ტოტებს გულთან მიიხუტებდა და დაბლა მტკვარისაკენ გადაუხვევდა.არ ვიცი რა მემართებოდა ამ დროს,ვწყვეტდი მუშაობას,აივნის მოაჯირს გადავეკიდებოდი და გავჰყურებდი გაშტერებული,მანამ სანამ მეტეხს არ შეეზრდებოდა აჩრდილივით მისი ხატება.რატომღაც სწორედ ასეთად წარმომედგინა ჩემი თავი მის ასაკში. ცნობისმოყვარეობა და ინტერესი კიდევ მეტად გამიცხოველდა,როცა ერთ ღვარცოფ წვიმიან დღეს, ფანჯარიდან მოვკარი თვალი.შავი ქოლგითა და იასამანის ტოტებით ხელში,ისევ თავდაღმართს მიჰყვებოდა მეტეხისაკენ.ხელჯოხის კაკუნის ხმა , წვიმის ნიაღვრისა და ქარის შხუილში იკარგებოდა .ვიდექი და განცვიფრებისაგან არ ვიცოდი რა მეფიქრა.....უცებ რაც მოვისაზრე,ეს იყო გადამეცვა მაისური და უკან მივყოლოდი,რათა მენახა თუ სად და რატომ,რა ძალა აიძულებდა ასეთ თავსხმაშიც კი არ მორიდებოდა ბუნების მძვინვარებას და ჩემთვის ამოუხსნელსა და უცხოს,თუ რას შეეძლო გამოეყვანა იგი გარეთ. გიჟივით გამოვვარდი ოთახიდან და ხის კიბეები ნახტომებად ჩავირბინე.წვიმა ერთიანად დამაცხრა თავს.სირბილით დავუყევი იმ თავდაღმართს საითაც ის გაუჩინარდა.აგერ მეტეხიც....ცაზე ელვა გველიოვით გაიკლაკნა.ხიდიდან თვალი ვჰკიდე.,დაბლა მტკვარის ნაპირს ერთი ნაბიჯიღა თუ აშორებდა.სიცივემ ამიტანა,შიშის სიცივემ.მოხუცი წინ გადაზნექილიყო.სულ რაღაც წამი და აგერ-აგერ გეგონებოდა მტკვარი შესწვდება,ნაპირს მოჰგლეჯს და თან წაიყოლებსო მინდოდა მეყვირა.თვალები დავხუჭე.მეგონა დრო გაჩერდა და თან წაიღო ჩემი მაჯისცემა და ალბათ ასე ვიდგებოდი ,რომ არა ხელჯოხის კაკუნი .შევკრთი,შევცბი. არ ვიცი რა ერქვა იმ გრძნობას რამაც ცნობიერება დამიბრუნა.წელში მოხრილმა და წვერგაწეწილმა, ჩამიარა.წამით შემავლო არაამქვეყნიური მზერა .რომელიც სადღაც სხვაგან,სხვა ფიქრებით,იყო აღსავსე.წვიმა თავზე ღვარად მიშენდა შეუბრალებელ მუშტებს.ქარი მატანდა ძვალ-რბილში , ერთიანად გალუმპულს. შევყურებდი დელგმაში მიმავალს,რომლის სილუეტსაც წვიმა თავგამეტებით, შეუბრალებლად რეცხავდა. დილას წუხანდელი წვიმის კვალი აღარც კი შერჩენოდა.გადავწყვიტე იქ მტკვრის ნაპიზე ჩავსულიყავი.წამოვავლე ხელი მოლბერტს.ზეთის საღებავების ყუთს და გარეთ გამოსული ისიყო თავდაღმართს უნდა შევსდგომოდი, რომ იასამანის სურნელმა ერთ ადგილას მიმალურსმნა.ტროტუარს იქით ,მზეს ღია იისფერ კოცონოდ აებრდღვიალებინა ტანმორჩილი იასამანის ნორჩი ხე. მტევნებად ჩამოშლილიყვნენ არომატით სავსე ყვაყილედები,მათ უკან კი კაშკაშა ოქროსფერი სხივები რიალებდნენ.თვალი ვერ მოვსწყვიტე საოცარ სილამაზეს.რამდენხანს ვიდაქი გაბრუებული არ მახსოვს. -დიდებული არა?- მოტკბო და თბილმა კეთილხმოვანებამ გამომაფხიზლა.ერთბაშად შევტრიალდი ,ხმის მიმართულებით.ის იყო.ნათელსახოვანი,სათნო ღიმილჩამდგარი თვალებით.იასამანის ტოტებით ხელში,უკან ამომსდგომოდა და ტკბებოდა ბუნების მშვენიერებით.ხმა ვერ ამოვიღე.ვთრთოდი ჩემდაუნებურად.მზერა მომაპყრო. პასუხად შემკრთალი ღიმილით რაგაც გაუგებრად ჩავილუღლუღე.ალბათ ღიმილმა გასცა პასუხი.რადგან თავადაც გამიღიმა ,ხელჯოხს დაეყრდნო და ქვაფენილს დაუყვა.უკან ავედევნე.იდუმალი ძალა მისკენ მექაჩებოდა.ხიდი გადავიარეთ და მტკვართან იქვე, სადაც ადრე ვიხილე ,ხის სკამზე ჩამოჯდა.იასამანის ტოტები მუხლებზე ედო და მზის ოდნავ გადახრილ დისკოს სჭვრეტდა ჭადრების ფოთლების შორი-შორიდან. მის მზერამდი რომ აღწევდნენ,მეტეხის ტაძრის წვერკინკრიხოზე შემჯდარი მზის ათინათიდან. შორიახლოს ავისვეტე.მოლბერტი გავშალე,გამზადებული ტილო შემოვდევი და ფუნჯები მოვიმარჯვე.მალულად ვაკვირდებოდი მის ემოციებს,რომელიც სახეზე ნათლად ეხატებოდა.განსაკუთრებით კი თვალები ღაღადებდნენ.იჯდა მდუმარედ,რაღაც დიდი დარდით დამძიმებული.წამით ამომხედა.გაკვირვება გაჰკრთა მის თვალებში.მერე მოლბერტს ააყოლა მზერა -მუდამ ასეთი მშვენიერია,ეს დალოცვილი - მზისკენ მიმანიშნა და იყუჩა. ხატვამ გამიტაცა.მზე სხივებს აცეკვებდა ნაზ ვალსს წყლის მწვანე ლაჟვარდებზე.თოლიებმა შეიფრთხიალეს.ის იჯდა გაუნძრევლად,ხმის ამოუღებლად ,თავჩაქინდრული და აქედან სადღაც შორს,ძალიან შორს გადახვეწილი სხვა სამყაროში.ვუმზერდი და ვგრძნობდი, მისი გრძნობით,რაღაც დიდს,რაღაც ღრმას,რაღაც ამაღლებულს და მინდოდა მეხატა,მეხატა უფრო მეტი ზეგრძნობებით.გადამეტანა ტილოზე განცდა....... მზე ნარნარით ეშვებოდა.წყალში ტყდებოდა ათინათი.მოხუცი წამოდგა.იასამანის ტოტები წამოკრიფა და ღრმად შეისუნთქა.ხელჯოხზე დაყრდნობილი ნაპირისკენ გადაიზნიქა,იასამანის სამი ტოტი მოწყვეტით დაეშვა წყლის ზედაპირზე.ხატვა შევწყვიტე.საოცარი იყო მოხუცის დახუჭული თვალები იმ წუთას.ბაგე ოდნავ შეხსნოდა, ირხეოდა და მაინც შესწვდა ჩემს სმენას ,ძლივს გასაგონად ნაბუტბუტარიი: -ლილიანნა! ჩემო ლილიანნა! ტანში გამცრა.მისი თაფლისფერი თვალები სევდას ზვარაკად განამზადებინა,წაელეკა ტკივილღიმილიანი. დაისის ანფასის ბრდღვიალში, ქალის ლილისფერი ,უძირო თვალები კრთოდნენ.იასამანის ტოტები წყლიდან წამოკრიფეს ,ამეთვისტოსფერმა მკლავ-თითებმა და მარმარილოს იდაყვებმა წყლის შხეფები იპკურეს.გულში ჩაიხუტეს ედელვაისად ნაკოწიწები ბედნიერება.ვხატავდი მთელი გრძნობით,ემოციით.იმ წუთას მე ვაღიარე სიყვარულის მარადისობა.იმ სიყვარულისა რომელიც გადმოსჩქეფდა ქალის თვალებიდან,მამაკაცის ნაოჭებად დაღარული თაფლისფერი თვალების უპეებამდი. ვიდოდა.............. ვიდოდა უსასრულოდ,სინორჩიდან ხანდაზმულობამდი და თრთოდა მოხუცის ,ოდნავ მოხრილი მხრები,თეთრ გახამებულ ტილოს პერანგში.ძგერდა გული.როგორც ოდეს ააძგერეს ლილისფერმა თვალებმა პირველად ხილვისას.ძგერდა იმაზე მეტად,უფრო ძლიერად, უფრო ღრმად...... დაისმა აკრიფა ბოლო სხივები,მეტეხის კედლიდან.გმინავდა არილი და მზე მოწყვეტით ვარდებოდა შუაგულ მტკვარში. P.S.რამდენიმე თვის მერე,პრესაიუწყებოდა:მტკვრის სანაპიროზე ,ხის სკამზე ,იასამანის ტოტებით ,გარდაცვლილი ხანდაზმული მამაკაცის შესახებ. ვენის საგამოფენო დარბაზის მთავარ კედელზე ეკიდა პორტრეტი.მის ირგვლივ შეყრილ საზოგადოებას კი აღტაცებული შეძახილები აღმოხდებოდათ. ტილოდან იმზირებოდნენ ლილისფერი თვალები, იასამანის კერტმტევნება ყვავილებიდან .დუდუნებდა მტკვარი, თეთრწვერულვაშა მოხუცის აჩრდილი კი შეზრდოდა მეტეხს და სადღაც ნახატის სიღრმიდან გადმოსჩქეფდა ნაზი ექო ; -ლილიანნა!სამარადისოდ ჩემო ლილიანნა! 2013.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. მადლობა.))) მადლობა.)))
3. ლამაზი პროზაა, იასამანის ყვავილი მართლც მშვენიერია, მაგრამ სუნი ბუნებაში სასიამოვნოა, თუმცა ოთახში არა, . ლამაზი პროზაა, იასამანის ყვავილი მართლც მშვენიერია, მაგრამ სუნი ბუნებაში სასიამოვნოა, თუმცა ოთახში არა, .
1. იმპრესიონისტული ნაწერიც და მხატვრის მიერ შექმნილი ტილოც.
მთლად გამართული და დახვეწილი ნაწერი ვერაა, მაგრამ შთაბეჭდილებას ახდენს მაინც.
იასამნის საშემოდგომა ყვავილობა არაა ისეთი დიდებული და ეფექტური, როგორადაც აქ არის აღწერილი.
იმპრესიონისტული ნაწერიც და მხატვრის მიერ შექმნილი ტილოც.
მთლად გამართული და დახვეწილი ნაწერი ვერაა, მაგრამ შთაბეჭდილებას ახდენს მაინც.
იასამნის საშემოდგომა ყვავილობა არაა ისეთი დიდებული და ეფექტური, როგორადაც აქ არის აღწერილი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|