ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბალახა
ჟანრი: პოეზია
4 თებერვალი, 2014


საყოველთაო ლექსი

ნახევარი მსოფლიო დღემდე არის უჭკუო,
გადარჩენილ ნახევარს თავი მოაქვს ფროიდად...
დასხდებიან იქ, სადაც ოპტიკური ბოჭკოა,
ინტერნეტით იგებენ, რომ კიევის მოედანს
არბევს სუსხი, ბერკუტი-შეუცვლელი დევიზით:
"ხალხის უსაფრთხოება უზენაეს კანონად",
მასმედია ავრცელებს ყბადაღებულ რეპრიზას,
შეშფოთებას გამოთქვამს კოფი ატა ანანი.
გუშინ ასტეროიდი ჩამოვარდა ურალში,
შენ კი "დაკარგულების" მერვე სეზონს უყურებ...
დალიმ ღმერთთან მანძილი შეამოკლა ულვაშით,
მერე ყრმა დაგვიხატა-გეოპოლიტიკური.
ქართველებმა ჭადრაკში ორი ოქრო აიღეს,
"წყლის ლილიებს" იყიდი, ორი ოქრო მონეა...
სულ ცალ ფეხზე გკიდია: ინგუშეთი, ადიღე,
რადგან წინ გელოდება გრემის ცერემონია,
სადაც ქართულ ანბანის 33 ათინათს,
ტოლი რაოდენობის ჰეტერო და გეი ცვლის...
სადაც ყველა ხელოვანს დაეკარგა ათენა,
როცა ღამე ათენა და წრუპავდა ბეილისს.
უიმედოდ გადარდებს ხელთა ხეთა გაკაფვა,
თერმომეტრი მიადე გახურებულ პროცესორს...
გაიცანით: იოზეფ კ, გრეგორ ზამზა, ფრანკ კაფკა,
დასრულდება უთუოდ მოსაწყენი პროცესი.
ნახევარი მსოფლიო დღემდე არის უჭკუო,
გადარჩენილ ნახევარს არ უნახავს ვარშავა...
გამოვტყდები იქ, სადაც ოპტიკური ბოჭკოა,
მე მსოფლიოს მასშტაბით პირველ ნახევარში ვარ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები