ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ივდო-ოტობარი
ჟანრი: პოეზია
4 თებერვალი, 2014


**

ტკივილის შეგრძნებამ საოცრად იმატა,
აღარ მასვენებენ ღამით აჩრდილები.
ეს მიწა,ცოდვილი,არასდროს მხიბლავდა,
ამ სულში ფათურით ნუთუ, არ იღლებით?!
ლოთი და შეშლილი ჩარჩოებს ვერ ვგუობ,
სულ სხვა გზით მივყავარ ფიქრების ქარავანს,
თქვენ ქრისტე გაჰყიდეთ,ნუ ცდილობთ შემზღუდოთ,
აჰა,ამ ლექსებსაც გიტოვებთ შამათად!
არ ვარ დედოფალი,მით უფრო პაიკი,
ვასრულებ ცხოვრების დაშლას თუ აწყობას,
მცირდება მიწიდან ზეცამდე მანძილი,
თუ რამე მაშინებს ეს მხოლოდ აწმყოა...
რადგანაც ყველაფრის არსებობს მიზეზი,
ვერც ის გამიგია ვინ ვარ ან რა მინდა...
ეკლიან ბილიკებს ღიმილით მივყვები
და ვცდილობ გავიდე სიცოცხლის ღამიდან!
ოდესმე სამყაროს,მოვარგებ გასაღებს,
ვეცდები შევნიშნო მავანში უფალი,
არ დაველოდები, ბედი რას გადაწყვეტს,
მაშინღა ვიქნები მე თავისუფალი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები