ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლ_ი_ა_კ_ო
ჟანრი: პოეზია
4 თებერვალი, 2014


დამლოცე ღმერთო და დამეხმარე

ნეტა  იცოდეთ , თუ  როგორ  მტკივა 
დარდებით  სავსე  პატარა  გული.
აქ  გაირინდა  სულ  ყველაფერი
და  აღარც  მახსოვს  უკვე  წარსული.
    ბედი  დამცინის  ასე  მგონია,
    სულ  იქ  მატარებს  დარდი , რომ მეფობს.
    ცოტაც  და  ალბათ  დავიფერფლები
    ნუთუ  ამდენი  არ  მეყო  ღმერთო?
არ  მინდა  თვალი  ცოდვით  დავხუჭო,
და  არც  ის  უფლის  გზას, რომ  გადავცდე.
დამლოცე  ღმერთო  და  დამეხმარე
ჭეშმარიტ  გზებს , რომ  აღარ  გადავცდე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები