| ავტორი: თემური57 ჟანრი: პოეზია 6 თებერვალი, 2014 |
წითელი ქალაქი ,,ნანგრევებადქცეულ ქალაქში, დედას უფროსი შვილის ცხედარი, ყინვაში, ფან- ჯრის რაფაზე დაედო, რათა არ გაფუჭებუ- ლიყო და უმცროს შვილს უზოგავდა, ში- მშილისაგან რომ ეხსნა." ავტორი. ნასუფრალ მზის სხივებს ლოღნიდა ზამთარი, ფანტელებს შემოჰყვა ქალაქში სიკვდილი, ცრემლშემშრალ სიცოცხლეს, უმზერდა ,,აფთარი,” შიმშილი, დამფრთხალი და სასომიხდილი. სიცოცხლეს არ ჰქონდა სიკვდილის ატანა, იმედი ნამცეცებს მზრუნველად კენკავდა, თავის წილს ითხოვდა ყოველდღე სატანა, არ იყო ღმერთი და ამიტომ ბედავდა. ვირთხები არ ჭამოთ, ჰკიოდა ცენზურა, კატების ,,წვნიანი” ოცნებად შემორჩა, ძაღლები არ ყეფდნენ, არ ფრენდა ბეღურა, ფსიქოზმა ქალაქი სრულიად შებოჭა. ყინვაში ანგელოზს რაფაზე ,,ეძინა,” შიმშილი სიცოცხლეს ნაჭრებად ზომავდა, დედიკოს მუხლებზე თოჯინა ეწვინა, თოთო ხორცს შვილისთვის მომჭირნედ ზოგავდა. არ იყო ღმერთი და ამიტომ ბედავდა, სატანა კი არა, ადამი შეშლილი, სიცოცხლე დელგმაში ჯიუტად ფეთქავდა, ,,სამოთხის ბაღიდან” ჯოჯოხეთს დევნილი.
05. 02. 14. წ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
20. ლექსი კარგია, მაგრამ გამაჟროლა სიუჟეტმა ლექსი კარგია, მაგრამ გამაჟროლა სიუჟეტმა
19. ჟრუანტელი.....ზაფრა...ძალიან ემოციური ლექსია + + ჟრუანტელი.....ზაფრა...ძალიან ემოციური ლექსია + +
18. ნასუფრალ მზის სხივებს ლოღნიდა ზამთარი, ფანტელებს შემოჰყვა ქალაქში სიკვდილი
არ იყო ღმერთი და ამიტომ ბედავდა... ძალიან ემოციურია++
ნასუფრალ მზის სხივებს ლოღნიდა ზამთარი, ფანტელებს შემოჰყვა ქალაქში სიკვდილი
არ იყო ღმერთი და ამიტომ ბედავდა... ძალიან ემოციურია++
17. მართლაც შემძრა. (ვერარაფერს ვიტყვი) ეს წარმოუდგენელი საშინელებაა, ულამაზესად აღწერილი. მართლაც შემძრა. (ვერარაფერს ვიტყვი) ეს წარმოუდგენელი საშინელებაა, ულამაზესად აღწერილი.
16. ტყუპი დები გამახსენდა... ტყუპი დები გამახსენდა...
15. ვააა მაგარია ვააა მაგარია
14. არამით, მივიღებ შენიშვნას. ისე, ამასაც რომ მოვაბი თავი ...
არამით, მივიღებ შენიშვნას. ისე, ამასაც რომ მოვაბი თავი ...
13. ავტორი: თემური57 ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 4
იმდენად მძაფრსიუჟეტიანია რომ რითმების სისუსტე სადღაც იკარგება... :) ავტორი: თემური57 ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 4
იმდენად მძაფრსიუჟეტიანია რომ რითმების სისუსტე სადღაც იკარგება... :)
12. დიახ! არც უნდა ჩავსვათ. ადამიანები სწორედ ამით განსხვავდენიან ერთმანეთისაგან ( კიდევ სხვა რამითაც), ზოგი ემოციურია, ზოგი არა. როცა ემოცია იკარგება ეს ცუდია. ამას მოსდევს ის, რაც სხვებში შემდგომ ემოციას იწვევს. დიახ! არც უნდა ჩავსვათ. ადამიანები სწორედ ამით განსხვავდენიან ერთმანეთისაგან ( კიდევ სხვა რამითაც), ზოგი ემოციურია, ზოგი არა. როცა ემოცია იკარგება ეს ცუდია. ამას მოსდევს ის, რაც სხვებში შემდგომ ემოციას იწვევს.
11. ვერაფერს ვიტყვი...იმიტომ რომ ეს ჩემთვის წარმუდგენელი თემაა და ვერც ემოციას ვერ მომიტანდა...უბრალოდ ტვინის ვერცერთ უჯრედში ვერ ჩავსვი ასეთი რამ...:) ვერაფერს ვიტყვი...იმიტომ რომ ეს ჩემთვის წარმუდგენელი თემაა და ვერც ემოციას ვერ მომიტანდა...უბრალოდ ტვინის ვერცერთ უჯრედში ვერ ჩავსვი ასეთი რამ...:)
10. შემზარავი თემაა აზროვნება გამართულია, მიზეზიც მკაფიოდ დაგვანახა ავტორმა
სატანა თავის წილს ყოველდღე ითხოვდა, არ იყო ღმერთი და ამიტომ ბედავდა.
მართლაც: ფსიქოზმა ქალაქი სრულიად შებოჭა.
ეს ბოლო კი თითქოს ნათელია ჯოჯოხეთში სიყვარულის გამო მეორე სიცოცხლის გადასარჩენად საკუთარ სხეულის ნაწილს იმეტებს მას ხომ სულსაც ატანს:
დედიკოს მუხლებზე თოჯინა ეწვინა, თოთო ხორცს შვილისთვის მომჭირნედ ზოგავდა. არ იყო ღმერთი და ამიტომ ბედავდა, სატანა კი არა, ადამი შეშლილი, სიცოცხლე დელგმაში ჯიუტად ფეთქავდა, ,,სამოთხის ბაღიდან” ჯოჯოხეთს დევნილი.
5+ შემზარავი თემაა აზროვნება გამართულია, მიზეზიც მკაფიოდ დაგვანახა ავტორმა
სატანა თავის წილს ყოველდღე ითხოვდა, არ იყო ღმერთი და ამიტომ ბედავდა.
მართლაც: ფსიქოზმა ქალაქი სრულიად შებოჭა.
ეს ბოლო კი თითქოს ნათელია ჯოჯოხეთში სიყვარულის გამო მეორე სიცოცხლის გადასარჩენად საკუთარ სხეულის ნაწილს იმეტებს მას ხომ სულსაც ატანს:
დედიკოს მუხლებზე თოჯინა ეწვინა, თოთო ხორცს შვილისთვის მომჭირნედ ზოგავდა. არ იყო ღმერთი და ამიტომ ბედავდა, სატანა კი არა, ადამი შეშლილი, სიცოცხლე დელგმაში ჯიუტად ფეთქავდა, ,,სამოთხის ბაღიდან” ჯოჯოხეთს დევნილი.
5+
9. ნასუფრალ მზის სხივებს ლოღნიდა ზამთარი, ფანტელებს შემოჰყვა ქალაქში სიკვდილი, ცრემლშემშრალ სიცოცხლეს, უმზერდა ,,აფთარი,” შიმშილი, დამფრთხალი და სასომიხდილი. თემური+++ ნასუფრალ მზის სხივებს ლოღნიდა ზამთარი, ფანტელებს შემოჰყვა ქალაქში სიკვდილი, ცრემლშემშრალ სიცოცხლეს, უმზერდა ,,აფთარი,” შიმშილი, დამფრთხალი და სასომიხდილი. თემური+++
8. წარმატებებ ძმაო:)ემოციურია. წარმატებებ ძმაო:)ემოციურია.
7. მძაფრზე აღარაფერს ვამბობ დავიდანვე დამზაფრა.მაგრამ აი ისეთმა ჟრუანტელმა დამიარა რომ წარმოვიდგინე კინოკადრივით რომ ავტორს მინდა ვუთხრა ყოჩაღ რომ ასე მძიმე რამ ასე ცხადად აღწერე და გეყო იმის ძალა ამისათვის თვებში ჩაგეხედა.რა მტკივნეული სურათია,ეჰჰ.
არ იყო ღმერთი და ამიტომ ბედავდა...
ლექსი რომ ძალიან მაგარია ამას რად უნდა თქმა.ეხლაც ემოციის ქვეშ ვარ სუსტი გული მაქვს მე (( მძაფრზე აღარაფერს ვამბობ დავიდანვე დამზაფრა.მაგრამ აი ისეთმა ჟრუანტელმა დამიარა რომ წარმოვიდგინე კინოკადრივით რომ ავტორს მინდა ვუთხრა ყოჩაღ რომ ასე მძიმე რამ ასე ცხადად აღწერე და გეყო იმის ძალა ამისათვის თვებში ჩაგეხედა.რა მტკივნეული სურათია,ეჰჰ.
არ იყო ღმერთი და ამიტომ ბედავდა...
ლექსი რომ ძალიან მაგარია ამას რად უნდა თქმა.ეხლაც ემოციის ქვეშ ვარ სუსტი გული მაქვს მე ((
6. როგორი მძაფრია და როგორი ემოციური, გამჭოლი ლექსია, 5+ როგორი მძაფრია და როგორი ემოციური, გამჭოლი ლექსია, 5+
5. ჩემთვისაც მძიმე იყო ამის წერა. ყველაფერი ერთად ,,შევკარი." სტალინგრადი, ჰოლოდომორი, ლენინგრადი და არ ვიცი კიდევ თუ იყო ამგვარი რამ სადმე. ამით მსურდა ჩემი პროტესტი გამომეხატა ძალადობისა- დმი. დიდი მადლობა შეფასებისათვის ყველას. ჩემთვისაც მძიმე იყო ამის წერა. ყველაფერი ერთად ,,შევკარი." სტალინგრადი, ჰოლოდომორი, ლენინგრადი და არ ვიცი კიდევ თუ იყო ამგვარი რამ სადმე. ამით მსურდა ჩემი პროტესტი გამომეხატა ძალადობისა- დმი. დიდი მადლობა შეფასებისათვის ყველას.
4. რა საშინელი და მძაფრი სიუჟეტია
5 რა საშინელი და მძაფრი სიუჟეტია
5
3. საშინლად მძიმეა. ჰოლოდომორი, ალბათ. საშინლად მძიმეა. ჰოლოდომორი, ალბათ.
1. ბატონო თემურ, შესავალშივე მომცელეთ. :(
სტალინგრადის ბლოკადა აღწერეთ?
++ ბატონო თემურ, შესავალშივე მომცელეთ. :(
სტალინგრადის ბლოკადა აღწერეთ?
++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|