 | ავტორი: მე2ვარ ჟანრი: პროზა 6 თებერვალი, 2014 |
მიყვარს გზა ჩემი ქალაქიდან შენი ქალაქის მიმართულებით და არ მიყვარს , როცა დღის ბოლოს უკან, ჩემს ქალაქში მაბრუნებ. სახლში მისული ტუჩებს ვიკვნეტ ხოლმე რომელთაც შენი გემო აქვთ შემორჩენილი და სხეულზე შენს სურნელს ვგრძნობ, რომელიც არ მინდა განიავდეს. უკან დაბრუნებამდე წერილს ვკრეფ ტელეფონზე, სადაც კიდევ ერთხელ გეუბნები, რომ მიყვარხარ და ეს არ არის ჩვევა, 15-20 წუთში უკვე მე ვიღებ პასუხს „ მივედი ჩემო“ და კიდევ ვერ შევეჩვიე, რომ უჩემოდ იძინებ, არადა ვგიჟდები შენს ოთახში გაღვიძებაზე.
- „ ტაქსით ჩამოდი“ - კარგია რომ ჩამოხვედი, ვიცი მეთანხმები.
* * *
- აქამდე რატომ არ მითხარი, გეგონა ვერ გაგიგებდი? - არა ასე რომ მეფიქრა არც ახლა გეტყოდი. - ოხ, რატომ რატომ? მომავალი არ გინდა? - ათი ან თხუთმეტი წელიც რომ გავიდეს და ასე ვიყოთ, მინდა რომ ვიყოთ.
გამიღიმა, ჩამეხუტა, ჩემი ლამაზიო, ზუსტად ასე მითხრა, ცრემლი მომწმინდა და შეგირიგდებაო. მიყვარს, ბავშვობიდან მიყვარს, ჩვენ ხომ ერთად ვთამაშობდით თოჯინობანას, რეზინობანას, წრეში ბურთს და სხვ.
* * *
ცუდად მძინავს, სიზმრებში გნახულობ, არ მახსოვს ხოლმე, მაგრამ კარგ სიზმრებს არ ვნახულობ. ქრონიკულად მენატრები. ახლა შენ ტელევიზორს უყურებ, იცი რომ მიყვარს მანდ შენთან ერთად ყოფნა მე კიდევ ვბოდიალობ აქ რაღაცებს. ვიცი, რომ შემოხვალ, წაიკითხავ, ამოწმებ ხოლმე ამ გვერდს, სხვებიც წაიკითხავენ, იტყვიან რომ ეს არც არაფერია, არც არაფერია, მართალია, რას გაიგებენ. ისიც ვიცი, რომ მეტყვი არ ღირდა გულახდილად აქ ამაზე ლაპარაკი, მინდოდა , უბრალოდ მინდოდა ჩემო და შენც იცი რამდენს ვერ ვამბობ. სულ მახსოვს დერეფანში მოლოდინე მწვანე მოსაცმელით შენ, დიდი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. სიყვარული თხრობაში ნამდვილად იგრძნობა. სიყვარული თხრობაში ნამდვილად იგრძნობა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|