ღამეა, მიაბიჯებს ის ვიწრო ორღობეში არ აღმოჩნდა სოფელში მისთვის თავშესაფარი და ვით ქართა უბეში, აქ ჩამქრალა ნუგეში როგორც აბობოქრება შაითანის ფაფარის,
და ყოველი ნაბიჯი აქ ტკივილის ფასია, კივილით შენაფიცი, ვით მუდმივი ზღაპარი აქ ყოველი მირაჟი, სხვა მირაჟთა მსგავსია, სავსება გაქვს ტანჯვების თუ ჩაგიქრა ლამპარი
ღმერთზე ყოველ ოცნებას ემუქრება აბორტი, აქ ბულბულებს ყლაპავენ ვარდისფერი გველები, აქ თავადვე შეგჭამენ თუ გაუშვებ დაბორკილთ, აქ ჯერ შეგიფარებენ, რომ მოგკლან გამგელებით...
იმედით იყურება– იქნებ სადმე ანთია, ვინმე ფართოყურება ელოდება სტუმრობას, მაგრამ არა! მის ირგვლივ მხოლოდ კაკანათია და ყოველი ღიმილი არის მხოლოდ ხუმრობა
დაიღალა, ჩერდება, სივრცეს ფარავს უკუნი და იმედიც ბერდება, როგორც მეთუშალახი, მიწის მტვერს ააცეკვებს ბოლო დროის გუგუნი იღიმის ჰორიზონტი მისი გადასალახი,
თვალებიდან მოწვეთავს ძოწისფერი წვეთები სიყვარულმა მოკვეთა, ორთქლი მისი ფილტვების.. მწყემსო როცა მოხვალ და ხროვას შეეკვეთები ახალი დღის ზედაშით მეც ხომ გადავილტვები?
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. დასაწყისში მი-ა-ბიჟებს "ა" ჩაამატეთ. ლექსი არ მომწონს, მეხელოვნურა განსაკუთრებით მესამე სტროფი დასაწყისში მი-ა-ბიჟებს "ა" ჩაამატეთ. ლექსი არ მომწონს, მეხელოვნურა განსაკუთრებით მესამე სტროფი
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|