ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ივდო-ოტობარი
ჟანრი: პოეზია
7 თებერვალი, 2014


***

არ მეტკინება, როცა ფრიალს შეწყვეტს ეს გული,
ამ ლექსსაც, ალბათ, ვერ ნათქვამი ტკივილი ჰქვია
და შემოდგომის ფოთლებივით ქარებს ვემდური,
სითბო,რომელიც ,,მზემ“ მაჩუქა კვლავ უკან მიაქვს...
ახლა, სევდისგან სხივი ქრება თვალის უპეში,
დუელში ვიწვევ სიკვდილს, როგორც მთავარ მეტოქეს,
უთანასწორო ბრძოლაში თუ დავიღუპები,
დაცლიან მერე ჩემ საფლავზეც ღვინიან დოქებს.
საბნად მეხუროს მშობლიური ღრუბლების ფთილა,
მინდა სამშობლოს მიწა იყოს ჩემი ზეწარი.
ბევრი ღიმილი ჩამაყოლეთ, თორემ იქ ცივა...
ასე მთავრდება სიცოცხლე თუ ბედის სპექტაკლი.
მაგრამ მანამდე ჯერ შორია ეს იყოს მერე,
თავისუფლება არწივივით მიყვარს ძალიან
შენ, ბედო, იქნებ, ის სცენარი ტყუილად წერე,
თუ სითამამე ქალი,რომ ვარ იმის ბრალია...
   

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები