 | ავტორი: მემორიალი ჟანრი: პროზა 6 თებერვალი, 2014 |
- სიზმრებს თუ ხედავ თადეოზ? - კი ვხედავ ექიმო,ოღონდ შავ-თეთრს. - შავ-თეთრს? - დიახ,დიახ შავ-თეთრს.კადრებისც ნელა გადადის,მუსიკაც ხშირად წყდება. - მუსიკა?! მაინც რა მუსიკა არის ხოლმე? - არ გჯერათ რა თქმა უნდა,არ გჯერათ.თქვენი საქმე იმის დადგენა და მკურნალობაა,რამდენად შერყეული ფსიქიკის მქონე და ემოციური აშლილობის მატარებელი ა პაციენტი,თუმცა მეც წლების მანძილზე მიწევდა გამერჩია მტყუილ-მართლი.ვინ მატყუებდა და ვინ სიმართლეს მეუბნებოდა.ძმა ძმას აბრალებდა და დედა შვილს.მინახავს მამის მკვლელი შვილები,შვილის მკვლელი დედები,ყაჩაღი ექიმები,თაღლითი პროფესორები,ქურდი მასწავლებლები,ნარკომანი ძიძები,გამომძალველი სამართალდამცველები.მართალი ბრძანდებით ამის მერე იქნებ აღარც ვარ საღ ჭკუაზე.ხო,არარ ვარ და ნუ მიყურებთ ეგეთი სახით თითქოს და ყველაფრის გჯერათ,თვალები გღალატობთ ბატონო პროფესორო თვალები.შეიძლება ხმა დაიყენოთ,მიმიკა აკონტროლოთ,ემოციები მართოთ,მაგრამ თვალებს... თვალები არასდროს იტყუებიან.თქვენ კი პროფესორო ცივი,ირონიული,ამბიციური და ნიჰილისტური მზერა გაქვთ,რომ არარაფერი ვთქვათ თქვენს სკეპტიციზმზე. - დამშვიდდით თადეოზ ნუ ნერვიულობთ,მე მჯერა თქვენი,იქნებ გაიხსენოთ რა მუსიკა გესმით ხოლმე სიზმარში? - დავმშვიდდე,ვინ აცდის ადამიანს მშვიდად ყოფნას?!მშვიდად ვიყავი,თუმცა...აა მუსიკა?! პროფესორო ვივალდი თუ მოგწონთ,ყოფილხართ კოვენტ-გარდენის სამეფო ოპერის თეატრში როდესმე?წარმოდგენის შემდეგ 2500 მაყურებელი,როგორ გრძნობს ერთსა და იმავეს,როგორ ელოდებიან კიდევ ერთი წამით გაგრძელდეს ეს ნეტარება,ულამაზესი დარბაზი,ბაროკოს სტილში მოწყობილი დარბაზი,ხითა და ორქოსფერი მეტალის ნაზავი.აი სწორედ აქ მოვუსმინე მე ვივალდის ზამთრის სონეტას პირველად. - ბატონო პროფესორო 3 საათზე შეხვედრა გაქვთ.კარი გაიღო და 35 წლამდე გოგო იდგა,მოკლე კაბითა და გრძელი ოქროსფერი თმებით.თვალიც ვერ შევავლე ისე გაიხურა კარები. პროფესორმა ღილაკს ხელი დააჭირა და ორი ვერზილა შემოვიდა კაბინეტში. - ეს თავის პალატაში წაიყვანეთ,პირადი საქმე შემომიტანეთ და ეგეთი იდიოტური სახეებიტ ნუ მიყურებთ. პალატა ნესტიანი და ცივი აღმოჩნდა,მძაფრი სუნი ისე მიტევდა,როგორც ფუტკრების გუნდი მსუნაგ დათვს.ოთახი პატარა იყო.ორი საწოლი.ორი ტუმბო,კეტელზე ჩამოკიდებული საათი და რკინის მაგიდაიყო მთელი ჩვენი სიმდიდრე.ფანჯარა ქუჩის მხარეს იხედებოდა.შუშა ნახევრად ჩამტვრეული იყო,ალბათ ფიქრობდნენ ორმაგი გისოსი საქკმარისი იქნებოდა სიცივის შესაკავებლად.ფანჯარასთან ჩემი ოთახის მეზობელი იდგა და დაჟინებით მისჩერებოდა ქუჩაში მოძრავ მანქანებს,თან სიგარეტს ესაუბრებოდა -სამწუხაროა და გული მწყდება,მერე მეცინება და სიცილი ტირილში გადამეზრდება ხოლმე,როცა ვხედავ როგორ უჯერებს ხალხი,უცქერს და იმედის თვალით შეჰხარის სამი ფერის "უხმო ბგერებს".რკინის ბოძზე ჩამოკიდებული კონსერვის კოლოფი უფრო დამაჯერებელი და სანდოა დღეს ვიდრე ადამიანი. განა რომელიმე ყურად იღებდით ჩემს რჩევას გაჩერებასა და წასვლაზე?! არამგონია.მართალი ვარ არამგონია,დაკარგა ხალხმა ერთმანეთის ნდობა,კიდევ ის რაღაც რითაცვამაყობდით და თავი მოგვწონდა. შუქნიშანი ინთება და ქვრება ცხოვრების ფერებში და ვინ იცის... ვინ ენდო ცხოვრებას როდის მოგვინელებს და ჩაგვქოლავს იმაზე აქვს თვალები. წითელი,ყვითელი,მწვანე, წითელი,ყვითელი,მწვანე, წითელი,ყვითელი,მწვანე, წითელი,ყვითელი,მწვანე,
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
|
|
|