ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევან63
ჟანრი: პოეზია
6 თებერვალი, 2014


თეთრი ღამე მაყუჩებს

თუ გარეთ თოვს, თუ ნამქერი ტრიალებს,
თუ აშლილი შენზე ფქრი ფრიალებს,
შენ რომ გხედავ გული ისევ ცახცახებს,
თითქოს მესვრი აივნიდან ზამბახებს.

მესევიან ფარვანების გუნდები,
რომ ჩაგიკრავ ვგონებ გაიგუდები,
კვლავ მოგეტრფი შენ სამოთხის თოლიავ,
მაგრამ შენში, მგონი მარად თოვლია.

არა, არა, ქარი ისევ დაბერავს,
და ნატვრები სტროფებს ისევ შთამბერავს, 
თუმცა ათოვს კვლავ ჩირაღდნებს და ქუჩებს,
და ჩემს ტკივილს მხოლოდ ღამე აყუჩებს

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები