ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მემორიალი
ჟანრი: პოეზია
9 თებერვალი, 2014


  ჩამოტვირთვა

გზა შენიდან სიმართლემდე

ლექსს საფუძვლად უდევს ნამდვილი ამბავი.
გამოცდილი ინსტრუქტორების გარეშე არ გირჩევთ ლექსში მოყვანილი ფაქტების თვითნებურად გამოყენებას,საზიანოა ურთიერთობისათვის :))

მაპატიეთ ბრმა რომ არ ვარ,
მაპატიეთ კარგად მესმის,
მაპატიეთ,თუ შევამჩნევ,
თქვენს ტყუილებს და არ გეტყვით.

მაპატიეთ რომ ვაზროვნებ,
რომ არ მომწონს მაპატიეთ.
ასში ერთხელ თუ შევცდები,
თუ შევცდები მაპატიეთ.

ჩემს სათქმელს თუ არ დავმალავ,
და თუ ვიტყვი მაპატიეთ,
თუ სიბრაზეს ვერ მოვთოკავ
თუ ვბრაზდები მაპატიეთ.

აწი რამე,თუ შევიტყვე,
თუ რამ ვიცი მაპატიეთ,
აქამდე,რომ ხელს გიშლიდით,
რომ ვარსებობ მაპატიეთ

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები