 | ავტორი: ლეგატო ჟანრი: საბავშვო 11 თებერვალი, 2014 |
პაკი-პუკი, პაკი-პუკი, წვიმა მოდის, კაპი-კუპით. ყვავილები პირს იბანენ, ჩიტი დახტის, ბაკი-ბუკით. აივანზე სოფოს ფისო, ონავარი, ერთი კნუტი, წითელ ქოლგას გასაშლელად ექაჩება ფაცი-ფუცით. გაიშალა უცებ ქოლგა, შიშისაგან შეხტა კნუტი, თაგუნები დასცინიან: ხარო დიდი პრანჭი-პრუნჭი. პაკი-პუკი,პაკი-პუკი, ცეკვავს წვიმა კაპი-კუპით. 2012.
ანანო და ქათამი ----------------------- გოგლი -მოგლი-გოგლები, უყვარს ძლიერ ანანოს. დაიჭირა დედალი, უნდა ჭკუა ასწავლოს: -კა,კა,კა,კა ქათამო, კვერცხი დადე სასწრაეოდ, საკენკი რომ გაჭამე, ხომ უნდა გამახარო?! -კო,კო,კო,კო, კო-კო-კო ?! გაიკვირვა ქათამომ, მიაშურა საბუდარს, გაახარებს ანანოს. 2013. თხაკიკინა ------------- წითელი წინსაფარით ბაკი-ბუკით დადის. თავზე ორი კიკინით, ორი დიდი ბაფთით. მოაჯირს ვწრ შესწვდა, მოაჩოჩა სკამი, ჩამოაგდო კოვზი, მოაყოლა ჯამი. პაწაწინა რეზი, ეუბნება ბებოს: -თხაკიკინას ამიტომ, ვეძახითო კესოს. 2012.
რეზი ________________ საფოსტო ყუთს ებუტება მთელი დღეა რეზი. დაიღალა წარა-მარა წინ და უკან რბენით. ლუკა რეზის ეკითხება: -რატომ ბრაზობ რეზი? _ჩურჩხელები მინდა ბევრი, მეტი არაფერი, ბებოს წერილი მივწერე და დილიდან ველი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. წითელ ქოლგას გასაშლელად ექაჩება ფაცი-ფუცით.
ჩემი კნუტი - მერე უკვე "კატატო" ჩემს ქოლგას ეფართიფურთებოდა ხოლმე, ისევე როგორც ცელოფანის პარკებს. "ფაცი-ფუცის" ნაცვლად "ფართიფურთი" ხომ არ აჯობებდა? :) წითელ ქოლგას გასაშლელად ექაჩება ფაცი-ფუცით.
ჩემი კნუტი - მერე უკვე "კატატო" ჩემს ქოლგას ეფართიფურთებოდა ხოლმე, ისევე როგორც ცელოფანის პარკებს. "ფაცი-ფუცის" ნაცვლად "ფართიფურთი" ხომ არ აჯობებდა? :)
17. თანანა,რანაირი კრიტიკაა ამ ბაკიბუკა ლექსებზე რამბავია:დ თანანა,რანაირი კრიტიკაა ამ ბაკიბუკა ლექსებზე რამბავია:დ
16. ლეგატო, საბავშვო ლექსები სუსტსა და ურითმოს არ ნიშნავს!!! "ჩიტი დახტის, ბაკი-ბუკით." ჯერ ერთი, ჩიტი "ბაკი-ბუკით" არ დახტის, ბაკი-ბუკით სიარული ცხვარს, ხბოს, ვირს და ჩოჩორს ახასიათებს... რითმა და რიტმი საბავშვო ლექსს მარტივი, სხარტი და ადვილად დასამახსოვრებელი უნდა ჰქონდეს!!! "გაიკვირვა ქათამომ, მიაშურა საბუდარს, გაახარებს ანანოს." - აქ სარითმო წყვილია - ქათამომ - ანანოს, რაც არც რითმის თვალსაზრისით ვარგა და სიტყვა - ქათამო-მ ბრუნვაშიც არასწორად არის ჩასმული, ამ არსებითი სახელის საწყისი ფორმაა -ქათამი და არა ქათამო!!! ხომ შეიძლება ბავშვმა ეს სიტყვა არასწორი ფორმით დაიმახსოვროს? ამიტომ, იქნებ, უფრო მეტი სიფრთხილით და პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ საბავშვო ლექსებს?.. შEდარებით არა უშავს "თხაკიკინას", დანარჩენი კი საკმაოდ სუსტი ლექსებია... ლეგატო, საბავშვო ლექსები სუსტსა და ურითმოს არ ნიშნავს!!! "ჩიტი დახტის, ბაკი-ბუკით." ჯერ ერთი, ჩიტი "ბაკი-ბუკით" არ დახტის, ბაკი-ბუკით სიარული ცხვარს, ხბოს, ვირს და ჩოჩორს ახასიათებს... რითმა და რიტმი საბავშვო ლექსს მარტივი, სხარტი და ადვილად დასამახსოვრებელი უნდა ჰქონდეს!!! "გაიკვირვა ქათამომ, მიაშურა საბუდარს, გაახარებს ანანოს." - აქ სარითმო წყვილია - ქათამომ - ანანოს, რაც არც რითმის თვალსაზრისით ვარგა და სიტყვა - ქათამო-მ ბრუნვაშიც არასწორად არის ჩასმული, ამ არსებითი სახელის საწყისი ფორმაა -ქათამი და არა ქათამო!!! ხომ შეიძლება ბავშვმა ეს სიტყვა არასწორი ფორმით დაიმახსოვროს? ამიტომ, იქნებ, უფრო მეტი სიფრთხილით და პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ საბავშვო ლექსებს?.. შEდარებით არა უშავს "თხაკიკინას", დანარჩენი კი საკმაოდ სუსტი ლექსებია...
15. მადლობა დიდი. მადლობა დიდი.
14. რა კარგებია :) მეც გადავუნახავ ნიცმაცუნას :) რა კარგებია :) მეც გადავუნახავ ნიცმაცუნას :)
13. მადლობა.მიხარია რომ მოგეწონატ. მადლობა.მიხარია რომ მოგეწონატ.
12. "ფისოს ქოლგა", "ანანო და ქათამი" ესენი ძალიან მომეწონა განსაკუთრებით "ქთამო" +2 "ფისოს ქოლგა", "ანანო და ქათამი" ესენი ძალიან მომეწონა განსაკუთრებით "ქთამო" +2
10. გაასწორა :D 5 გაასწორა :D 5
9. გმადლობთ .გაიხარეთ. გმადლობთ .გაიხარეთ.
8. რა კარგი საბავშვო ლექსები დაგიწერიათ და რა მშვენიერ საჩუქარს უმზადებთ თურმე თქვენს პატარებს:)
რა კარგი საბავშვო ლექსები დაგიწერიათ და რა მშვენიერ საჩუქარს უმზადებთ თურმე თქვენს პატარებს:)
7. გმადლობთ რომ კითხულობთ. გმადლობთ რომ კითხულობთ.
5. კარგებია ++
:) კარგებია ++
:)
3. მომეწონა, პირველი განსაკუთრებით, სათაურში ალბათ ქოლგა უნდა იყოს, ხომ? შეცდომები გაასწორე. მომეწონა, პირველი განსაკუთრებით, სათაურში ალბათ ქოლგა უნდა იყოს, ხომ? შეცდომები გაასწორე.
2. ამ საბავშვო ლექსებს საჩუქრად ვუკოწიწებ, ჩემს რეზი და ლუკა გფამსახურდიებს. ))))) და როცა კითხვას ისწავლიან, იმედია წაიკითხავენ ))))))))) ამ საბავშვო ლექსებს საჩუქრად ვუკოწიწებ, ჩემს რეზი და ლუკა გფამსახურდიებს. ))))) და როცა კითხვას ისწავლიან, იმედია წაიკითხავენ )))))))))
1. ესენიც კარგებია! :) ესენიც კარგებია! :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|