ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ასლანიკაშვილი
ჟანრი: პოეზია
10 თებერვალი, 2014


ორშაბათის ლირიკა

რიცხვი - თებერვლის ათი,
ამინდი - მშვენიერი,
უძილო სულ ცოტათი,
წინა ორი დღის წვერი...

საუზმედ ცივი ხორცი
(ეს კვირა ხსნილი, მსგეფსი...),
მურაბა შავი მოცხრის -
რა გინდა უკეთესი?!

ებარებოდე უფალს!
- გასვლისას ლოცვა დედის,
"ტაქსში" ჩაჯდომა უკან
(ნიშნად არ შეკვრის - ღვედის).

რადიოს ცხელ ამბებზე,
კომენტარები მძღოლის,
ხან შუქნიშნები გზებზე,
უფრო მესამე ზოლი...

ფული - მძღოლისთვის ლუკმა,
ჩემთვის - მგზავრობის ქირა,
უკან ორი დღე - უქმე,
წინ - სამუშაო კვირა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები