ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლეგატო
ჟანრი: პროზა
14 თებერვალი, 2014


გამოსათხოვარი (ლექსების გამოფენა ,,პროზა ასი სიტყვა'')


      სიკვდილის სარეცელზე ზიარების მადლით განწმენდილი იწვა.
        და მერე...
        ის ფეხშიშველი მიდიოდა.თეთრ პერანგიანი.თეთრწვწრულვაშიანი.ოდესღაც ჯანმაგარი,წელთა სიმრავლისგან ნაოჭებად დაღარული.
      ნამიან ბალახებს  გრძნობდნენ ტარფები. ნეტარებით ივსებოდა,ნათელსახიანი, სულმზიანი.
      ზვარმა... მისეულმა,ნაჯაფმა,ნაამაგარმა. გული აუვსო, აუტოკა.ბაგეებს დასცდა ხმამზიანი..."შენ ხარ ვენახი".
        დაკოჟრილი თითებით ვაზის ფოთლებს ელაციცებოდა,ჭიგოგადაგრეხილ დათრთვილულ მტევნებს ეღიმილებოდა.ჩხათა  ნაჩუქურთმნალ ბოლოთა ხვეულებს ეამბორებოდა, ედღეგრძელებოდა.
        სუნთქვა უჭირდა....
        ფეხმოკეცილი ჩოქვა-ჩოქვით ვაზის ძირებს ეკურკურებოდა,ეთამაშებოდა.ჩაკარწახებულ,ჩაწნულ-ჩაგრეხილთ ტანკენარობას უმოწმებდა. გულში ჩვილი ბავშვივით იხუტებდა, ეალერსებოდა.
        ეამაყებოდა......
        ესახელებოდა....,
        ეძებდნენ.... ვიღაცამ გაიხსენა: ზვარიო....
          ბელტებგადმობრუნებულ მიწაზე იწვა, ჯვარზე გაკრული იესოსავით. გულზე ვაზის ტოტი ედო. იღიმოდა. თვალზე კურცხალი უბზინავდა, ბაგეთნაბუტბუტარი, ტკბილხმოვანი ,,შენ ხარ ვენახი" მარადისობისაკენ ისწრაფვოდა.

2011.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები