ავტორი: უტა ლაშხი ჟანრი: პოეზია 13 თებერვალი, 2014
***
ძუკნა ძაღლივით გაწოლილა ქათქათა თოვლი მტვრიან ასფალტზე და ცალად მყოფი კარალიოკი დაელოდება დამკორტნელ ფრინველს რადგანაც ბავშვებს აღარ აქვთ ციგა და დაავიწყდათ ხეზე ასვლა „თინეიჯერებს“ და რა აქვს კარგი ჩვენ საუკუნეს ? სოციალური ობებები ? -რომლებიც ქსოვენ ბინდისფერ ნიღბებს თუ ბილბორდები რომლებიც გვთხოვენ, მოგვიწოდებენ - რომ შევიცვალოთ და შევიმეცნოთ რომ არარსებობს სიყვარული და ჟოზეფინა იყო მხოლოდ „იდია-ფიქსი“ .