ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უტა ლაშხი
ჟანრი: პოეზია
17 თებერვალი, 2014


მორიგი სისულელე

მიდი გარისკე და გაგიჟდი... ეს ხომ შენზეა დამოკიდებული... ეხლა არ მითხრა ბედისწერის მჯერაო.
ყელში გაჩრილი ერთგულება შპალერივით გააკარი ნესტიან ოთახში...
იწამე ბუდა და ყოველ დღე გამოთქმით წაიკითხე მამაო ჩვენო !
ნაძალადევი ღიმილის მაგივრად ბუქნები გააკეთე - ჯანმრთელობა მაინც შეგრჩება ...
(წარმოიდგინე შემხვდი... მე მოგიახლოვდი შენც მომიახლოვდი... ჯერ მე ჩავიკუნცხე მერე შენ... და მერე გავცდით ერთმანეთს :დ)
ყველას მიუკაკუნე როცა ადამის სენის ქუჩაზე ჩაივლი და სინდისიან პონჩიკებზე დაპატიჟე
თუ არ გაუსინჯავს გაასინჯე... თუ ამოარწყია... მოშორდი იმ წამს...მეორედ აღარ გაეკარო !
დაიფიცე დედა და აღარ მოწიო სიგარეტი !
ყოველ დილით უმღერე მზეს ...
მზეო ამოდი ამოდიიიიიიიიიიიიიიიი !
გამოაჩინე კერტები............
ყოველ საღამოს დაელოდე წვიმას ... იქნებ გაგიმართლოს და ნაძალადევი რომანტიზმი ჩამოგრეცხოს ... მერე მშვიდად რომ დაიძინო, სიზმრების გარეშე !
უთხარი მამას რომ აღარასოდეს დაუჯეროს გენას ! (მე მიყვარს მულტფილმი)
მიბრძანდი ბანკში და მოითხოვე საკრედიტო ბარათი სადაც სამშობლოს სიყვარული დაგერიცხება. მერე ნელ-ნელა გადაუხდი... სვენებ- სვენებით !
იყავი გენია ებრძოლე საკუთარ თავს , საზოგადოებას, მათ დოგმებსა და რეალობას, მხოლოდ ვორლდში, მხოლოდ კლავიატურით !
ჩაიცვი იმდენად გემოვნებით რომ ნეგატიური კომენტარების მაგივრრად ლაიქები დაეტყოს ლაქებად !
პროზა და პოეზია აურიე ერთმანეთში როგორც წირვაზე ღვინო და პურს ურევს წვეროსანი, გაადააყლაპე მრევსლ და დააჯერე რომ პროზა ხორცია პოეზია სისხლი ! და კიდევ უთხარი რომ ანტიქრისე არარსებობს ! არსებობს ქრისტე სხვადასხვაგავარი, ზოგი კარგი ზოგიც ნაკლებად კარგი !
ყოველ დილით ჩაჯექი მეტროში დააკვირდი მწეველ მათხოვრებს, მომღერალ კლოუნებს, კარიერისტ ჰალსტუხებს, ძუძუებიან დეკეულებს, ეცადე შეიყვარო თითუეული, იმიტომ რომ მეორედ ისევ გიწევს ჩასვლა და მათი დანახვა ამიტომ არ მისცე საშუალება მათ ყოველი დილა ჩაგიშხამონ !

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები