 | ავტორი: ბენ-ჰური ჟანრი: პოეზია 14 თებერვალი, 2014 |
მინდოდა მეყიდა შენთვის ორქიდეა, მაგრამ გამყიდველმა ძვირი დამიფასა. "დღეს ხომ თოთხმეტია, სიყვარულის დღეა?!" - ბევრი ვეწუწუნე იმასაც და სხვასაც,
თუმცა უშედეგოდ! იციან, რომ მოვა ჩემზე მდიდარი და მაინც გაყიდიან. გული გამეყინა, ბოღმამ დაათოვა. საკუთარი თავი ბევრჯერ დამინდია,
მაგრამ ეს შემთხვევა, სულ სხვა შემთხვევაა, ახლა ჩემს თავს მეტი უნდა დავაძალო! ვგრძნობ, რომ სიყვარული - ეს გამოწვევაა და ბედს შენი თავი უნდა გამოვძალო!
ფულის ნაცვლად ჩემს ძველ საწერ კალამს ვიღებ, მაქსიმალურ ჩართვას ვთხოვ ხუთივე გრძნობას, მუზას ორქიდეის გამყიდველად ვიწვევ და ახლა მას ვუწყებ ყვავილზე ვაჭრობას.
ის ყვავილს მსესხულობს, მისი მუშტარი ვარ უკვე რა ხანია, ჰოდა იცის, რომ ვალს მალე დავუბრუნებ! რა ბდენიერი ვარ, შენთან მოვდივარ და ორქიდეა მომაქვს...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. კარგად გადმოეცი მომეწონა განცდაც პაექრობაც სურვილიც... ლექსი ცოტა ვერა...
სულ 3+
უკეთესად შეიძლებოდას არ ვიტყვი არ მომწონს ეს გაცვეთილი ფრაზა.
რადგანაც ყველაზე და ყველაფერზე შეიძლება თქვა უკეთესად შეიძლებოდაო.
კარგად გადმოეცი მომეწონა განცდაც პაექრობაც სურვილიც... ლექსი ცოტა ვერა...
სულ 3+
უკეთესად შეიძლებოდას არ ვიტყვი არ მომწონს ეს გაცვეთილი ფრაზა.
რადგანაც ყველაზე და ყველაფერზე შეიძლება თქვა უკეთესად შეიძლებოდაო.
9. მე არ მქონდა წაკითხული ალავერდაშვილის ის ლექსი, ახლა წავიკითხე კომენტარებში და ბენ-ჰურის ეს ლექსი მომაგონა :)
ორქიდეაც ვარდზე ეფექტურია, ჩემთვის :)
მე არ მქონდა წაკითხული ალავერდაშვილის ის ლექსი, ახლა წავიკითხე კომენტარებში და ბენ-ჰურის ეს ლექსი მომაგონა :)
ორქიდეაც ვარდზე ეფექტურია, ჩემთვის :)
8. :) პირველივე სტროფიდანვე მეც ალავერდაშვილის ლექსი მომაგონდა-მაგრამ მხოლოდ აზრობრივად(,,პოეტი ვარ და ფული არა მაქვს”)_მაგრამ თვითონ ლექსი შესრულების მანერითა და სტილისტურად საკმაოდ ორიგინალურია და კარგი.წარმატებებიიი + + :) პირველივე სტროფიდანვე მეც ალავერდაშვილის ლექსი მომაგონდა-მაგრამ მხოლოდ აზრობრივად(,,პოეტი ვარ და ფული არა მაქვს”)_მაგრამ თვითონ ლექსი შესრულების მანერითა და სტილისტურად საკმაოდ ორიგინალურია და კარგი.წარმატებებიიი + +
6. მეც ლევანის ლექსი გამახსენდა, წარმატებები :) მეც ლევანის ლექსი გამახსენდა, წარმატებები :)
4. ადრე ეს ლექსი ლიტკლუბის საიტზე გამოვაქვეყნე და მაშინაც ეგ ლექსი მოხვდა კომენტარებში, როგორც ჩანს იწვევს ასოციაციას მართლაც :) ადრე ეს ლექსი ლიტკლუბის საიტზე გამოვაქვეყნე და მაშინაც ეგ ლექსი მოხვდა კომენტარებში, როგორც ჩანს იწვევს ასოციაციას მართლაც :)
3. ვალენტინობის დღეს ვარდების გამყიდველს ვარდი ვთხოვე - მაჩუქე-მეთქი და უარი მითხრა, მერე ეს ლექსი დავუწერე და 5 ვარდი მაჩუქა...
ვარდი მომეცით, ნამის ქარვებით, დაე, შემერგოს თუნდაც არამად... ისე მაჩუქეთ, ნუ დამზარდებით, პოეტი ვარ და ფული არა მაქ! ლექსზე გაგიცვლით, არ შემრჩა გროში, ვარდი ხომ ტრფობის გზა და ხიდია! ნუ დამაჯერებთ, ჩემს სამშობლოში რომ სიყვარულიც გასაყიდია!
ლ.ალავერდაშვილი.. ეს გამახსენდა.. უკვე მერამდენე წელია ამ დღეს ამ ლექსით ვიწყებ-ამეკვიატება ხოლმე... ვალენტინობის დღეს ვარდების გამყიდველს ვარდი ვთხოვე - მაჩუქე-მეთქი და უარი მითხრა, მერე ეს ლექსი დავუწერე და 5 ვარდი მაჩუქა...
ვარდი მომეცით, ნამის ქარვებით, დაე, შემერგოს თუნდაც არამად... ისე მაჩუქეთ, ნუ დამზარდებით, პოეტი ვარ და ფული არა მაქ! ლექსზე გაგიცვლით, არ შემრჩა გროში, ვარდი ხომ ტრფობის გზა და ხიდია! ნუ დამაჯერებთ, ჩემს სამშობლოში რომ სიყვარულიც გასაყიდია!
ლ.ალავერდაშვილი.. ეს გამახსენდა.. უკვე მერამდენე წელია ამ დღეს ამ ლექსით ვიწყებ-ამეკვიატება ხოლმე...
2. მადლობა ნინა, შენც გისურვებ ბედნიერებას, გაიხარეე! :) მადლობა ნინა, შენც გისურვებ ბედნიერებას, გაიხარეე! :)
1.
ბედნიერება არ მოგიშალოს ღმერთმა, ირაკლი. :)
მომეწონა! ++
ბედნიერება არ მოგიშალოს ღმერთმა, ირაკლი. :)
მომეწონა! ++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|