 | ავტორი: ჭა ჟანრი: პოეზია 16 თებერვალი, 2014 |
ჩემო თბილისო, დგახარა ასე, დარდიანი, გარიჟრაჟზე, უხმოდ თენდები... ლამპიონები, ეგ მოკაშკაშე...- მხოლოდ სხვისთვის თვალის ახვევა თორემ მე რას გამომაპარებ? მთებზე ჯერ კიდევ შეგრჩენია, წუხანდელი ნამტირალევი, -ღაწვზე ცრემლები...- დარდობ იმათზე: შენ კი არა, ერთმანეთს რომ უმტკიცებენ შენზე სიყვარულს, ლამპიონები , -მხოლოდ სხვისთვის თვალის ახვევა- გულში კი ერთი მიზანი აქვთ: აქედან, იქნებ მოახერხონ დროზე "დახვევა". ჩემო თბილისსო, ნუ დარდობ ასე, ნუ განიცდი უხმოდ ამ ამბავს. აქ ბევრს უყვარხარ! ისე უყვარხარ, ერთი დღითაც არ უფიქრიათ შენი დათმობა, ბედნიერების ტოლფასია მათთვის აქ ყოფნა! არაერთგან, არაერთხელ, ამის გამო ბევრჯერ ვიდავე, გახსენი შუბლი -ნარიყალა, დარდისაგაგ დაშაშრული, გათენდი და გამოიდარე!...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
32. ჩემს საყვარელ ავტორს,ვულოცავ 8მარტს დიდი სითბოთი და პატივისცემით. :) :* ჩემს საყვარელ ავტორს,ვულოცავ 8მარტს დიდი სითბოთი და პატივისცემით. :) :*
31. აუცილებლად გამოიდარებს...მომეწონა. აუცილებლად გამოიდარებს...მომეწონა.
30. მთებზე ჯერ კიდევ შეგრჩენია, წუხანდელი ნამტირალევი, ღაწვზე ცრემლები...- დარდობ იმათზე: შენ კი არა, ერთმანეთს რომ უმტკიცებენ შენზე სიყვარულს,
კარგია, ჭა, გულშიჩამწვდომია! მთებზე ჯერ კიდევ შეგრჩენია, წუხანდელი ნამტირალევი, ღაწვზე ცრემლები...- დარდობ იმათზე: შენ კი არა, ერთმანეთს რომ უმტკიცებენ შენზე სიყვარულს,
კარგია, ჭა, გულშიჩამწვდომია!
29. მადლობა ყველას...:-* პოეზიის ქარონი...:-*. მადლობა .... მე მგონია სწორედ ეგ სიტყვა გამოხატავს იმას, რისთვისაც საერთოდ დაიწერა ეგ ლექსი...:) რამდენად უხდება არ ვიცი, მაგრამ აქ რომაა მისი ადგილი ეგ ვიცი...:-* მადლობა ყველას...:-* პოეზიის ქარონი...:-*. მადლობა .... მე მგონია სწორედ ეგ სიტყვა გამოხატავს იმას, რისთვისაც საერთოდ დაიწერა ეგ ლექსი...:) რამდენად უხდება არ ვიცი, მაგრამ აქ რომაა მისი ადგილი ეგ ვიცი...:-*
28. მთებზე ჯერ კიდევ შეგრჩენია, წუხანდელი ნამტირალევი, ღაწვზე ცრემლები...- ++ მთებზე ჯერ კიდევ შეგრჩენია, წუხანდელი ნამტირალევი, ღაწვზე ცრემლები...- ++
27. კარგმა ლექსმა "დახვევა" ვერ მოიხდინა... მაგრამ მთავარია ადრესატს მოეწონოს. ++ კარგმა ლექსმა "დახვევა" ვერ მოიხდინა... მაგრამ მთავარია ადრესატს მოეწონოს. ++
26. ძალიან თბილი და ემოციური :)) ძალიან თბილი და ემოციური :))
24. მთებზე ჯერ კიდევ შეგრჩენია, წუხანდელი ნამტირალევი, -
ასე თბილად დანახვა მარტო ჭას თუ შეუძლია :-* მთებზე ჯერ კიდევ შეგრჩენია, წუხანდელი ნამტირალევი, -
ასე თბილად დანახვა მარტო ჭას თუ შეუძლია :-*
23. სევდიანია. განცდაა გადმოცემული დღევანდელი რელობისა: ~ლამპიონები, ეგ მოკაშკაშე - მხოლოდ სხვისთვის თვალის ახვევა~. რა არის ამ მოკაშკაშე ლამპიონებს იქით, რომ ავტორს ათქმეინებს? ~გულში კი ერთი მიზანი აქვთ: აქედან იქნებ მოახერხონ დროზე "დახვევა" ფინალი კი ოპტიმისტურია: ~გახსენი შუბლი -ნარიყალა, დარდისაგან დაშაშრული, გათენდი და გამოიდარე!...~ სევდა მომგვარა, ესე იგი ემოცია მოაქვს და კარგია. სევდიანია. განცდაა გადმოცემული დღევანდელი რელობისა: ~ლამპიონები, ეგ მოკაშკაშე - მხოლოდ სხვისთვის თვალის ახვევა~. რა არის ამ მოკაშკაშე ლამპიონებს იქით, რომ ავტორს ათქმეინებს? ~გულში კი ერთი მიზანი აქვთ: აქედან იქნებ მოახერხონ დროზე "დახვევა" ფინალი კი ოპტიმისტურია: ~გახსენი შუბლი -ნარიყალა, დარდისაგან დაშაშრული, გათენდი და გამოიდარე!...~ სევდა მომგვარა, ესე იგი ემოცია მოაქვს და კარგია.
22. მადლობა მაგდალენა ბეი...:-* გიორგიუს...:-* მუხა..:-*, ვიცი რომ შენ ძალიან გენატრება აქაურობა...:-* მადლობა მაგდალენა ბეი...:-* გიორგიუს...:-* მუხა..:-*, ვიცი რომ შენ ძალიან გენატრება აქაურობა...:-*
21. ვერა. მაპატიეთ. ვერა. მაპატიეთ.
20. ძალიან მომეწონა, ჭა-ნანა! გულის ფიცარი შემენგრა თითქოს ასეთი ლექს-ტკივილით. სულ დამალული მხრიდან ხედავთ ხოლმე ყველაფერს! ჩვენ კი მერე, ლამპიონები რომ აინთება. ძალიან მომეწონა, ჭა-ნანა! გულის ფიცარი შემენგრა თითქოს ასეთი ლექს-ტკივილით. სულ დამალული მხრიდან ხედავთ ხოლმე ყველაფერს! ჩვენ კი მერე, ლამპიონები რომ აინთება.
19. მიძღვნა სასიამოვნოა. მიძღვნა სასიამოვნოა.
18. ძალაინ კარგი და ორიგინალურად დანახული სევდაა. მიყვარს ჩემი თბილისი და გიერთდები ამ ზღვა სიყვარულში თბილო+++ ძალაინ კარგი და ორიგინალურად დანახული სევდაა. მიყვარს ჩემი თბილისი და გიერთდები ამ ზღვა სიყვარულში თბილო+++
17. ჭაო შენი ლექსები ძალიან ლამაზები და კარგებია. მიყვარს ჭაო შენი ლექსები ძალიან ლამაზები და კარგებია. მიყვარს
16. ნათია...:-* მადლობა დანარჩენებსაც დროისთვის და შეფასებისთვის "ნემეზიდა ნემე"...:-* ნათია...:-* მადლობა დანარჩენებსაც დროისთვის და შეფასებისთვის "ნემეზიდა ნემე"...:-*
15. ”ლამპიონები, ეგ მოკაშკაშე - მხოლოდ სხვისთვის თვალის ახვევა, თორემ მე რას გამომაპარებ?” :*********** ჩემი პატივისცემა ლექსის ადრესატს (ავტორს-თავისთავად)! ”ლამპიონები, ეგ მოკაშკაშე - მხოლოდ სხვისთვის თვალის ახვევა, თორემ მე რას გამომაპარებ?” :*********** ჩემი პატივისცემა ლექსის ადრესატს (ავტორს-თავისთავად)!
14. გახსენი შუბლი -ნარიყალა, დარდისაგან დაშაშრული, გათენდი და გამოიდარე!... +5 გახსენი შუბლი -ნარიყალა, დარდისაგან დაშაშრული, გათენდი და გამოიდარე!... +5
13. კარგია. როგორც ყოველთვის კარგია. როგორც ყოველთვის
12. გახსენი შუბლი -ნარიყალა, დარდისაგან დაშაშრული, გათენდი და გამოიდარე!...----ძალიან მომეწონა,განსაკუთრებით ფინალი_აქ თბილისი გასულიერებულია და თითქოს გესმის,როგორ ოხრავს,ხედავ-როგორ იღუშება... მიყვარს გულწრფელობა ...თუმცა გულწრფელობა ხომ სათქმელიდან მოდის? + + გახსენი შუბლი -ნარიყალა, დარდისაგან დაშაშრული, გათენდი და გამოიდარე!...----ძალიან მომეწონა,განსაკუთრებით ფინალი_აქ თბილისი გასულიერებულია და თითქოს გესმის,როგორ ოხრავს,ხედავ-როგორ იღუშება... მიყვარს გულწრფელობა ...თუმცა გულწრფელობა ხომ სათქმელიდან მოდის? + +
11. გავოცდი,ძალიან ძლიერი ლექსია:) წარმატებები++ გავოცდი,ძალიან ძლიერი ლექსია:) წარმატებები++
10. მადლობა ყველას...:-* ბატონო ნოდარ...:-* კი ასეა...ხოტბას ასხამენ, ეტრფიან კიდეც... მე კი ისეთ დროს წავასწარი, გაქცეულებზე დარდობდა როცა...:)
თოლია...:-* მადლობა ყველას...:-* ბატონო ნოდარ...:-* კი ასეა...ხოტბას ასხამენ, ეტრფიან კიდეც... მე კი ისეთ დროს წავასწარი, გაქცეულებზე დარდობდა როცა...:)
თოლია...:-*
9. რა კარგი ადრესატი შეგირჩევია, ჭაო :) :*
აი, თურმე რაზე დარდობს თბილისი, როცა ჩაქრება ჭადრებში ლამპიონების ნათება...
რა კარგი ადრესატი შეგირჩევია, ჭაო :) :*
აი, თურმე რაზე დარდობს თბილისი, როცა ჩაქრება ჭადრებში ლამპიონების ნათება...
8. ვეტანხმები მე-5-ე კომენტარის ავტორს. ++ ვეტანხმები მე-5-ე კომენტარის ავტორს. ++
7. ძალიან კარგი მიძღვნაა წარმატებები ბატონ ნოდარს ძალიან კარგი მიძღვნაა წარმატებები ბატონ ნოდარს
6. ადრესატს არ ვიცნობ, რადგან უძღვიან ესე იგი იმსახურებს. თვითონ ავტორი ჩანს ძალიან თბილი გულის ადამიანი, რადგან შეუძლია სხვას სითბო აჩუქოს.++ ადრესატს არ ვიცნობ, რადგან უძღვიან ესე იგი იმსახურებს. თვითონ ავტორი ჩანს ძალიან თბილი გულის ადამიანი, რადგან შეუძლია სხვას სითბო აჩუქოს.++
5. დიდი მადლობა, ჩემო კარგო, ძალიან დამაბნიე. ლექსზე კი ის შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან არატრადიციულია. თბილისზე, როგორც წესი, ასე არ წერენ. უფრო ეტრფიან ხოლმე და მის ხედებს ჩამოთვლიან. შენ დაამტკიცე, რომ ასეც შეიძლება წერა, თანაც ყარაჩოღული ინტონაციის გარეშე. ისე კი უფრო პუბლიცისტურია, ვიდრე ლირიული. დიდი მადლობა, ჩემო კარგო, ძალიან დამაბნიე. ლექსზე კი ის შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან არატრადიციულია. თბილისზე, როგორც წესი, ასე არ წერენ. უფრო ეტრფიან ხოლმე და მის ხედებს ჩამოთვლიან. შენ დაამტკიცე, რომ ასეც შეიძლება წერა, თანაც ყარაჩოღული ინტონაციის გარეშე. ისე კი უფრო პუბლიცისტურია, ვიდრე ლირიული.
3. მე ძალიანაც მომეწონა 5 :* :* მე ძალიანაც მომეწონა 5 :* :*
2. ჭაო! ლამპიონების ჭკუაზე ვარ მეც, ნუ აქედან როდის ...
:) მომეწონა. :)
"დარდობ იმათზე: შენ კი არა, ერთმანეთს რომ უმტკიცებენ შენზე სიყვარულს, -ლამპიონები მხოლოდ სხვისთვის თალის ახვევა- გულში კი ერთი მიზანი აქვთ: აქედან იქნებ მოახერხონ დროზე "დახვევა". ჩემო თბილისო, "
:( ჭაო! ლამპიონების ჭკუაზე ვარ მეც, ნუ აქედან როდის ...
:) მომეწონა. :)
"დარდობ იმათზე: შენ კი არა, ერთმანეთს რომ უმტკიცებენ შენზე სიყვარულს, -ლამპიონები მხოლოდ სხვისთვის თალის ახვევა- გულში კი ერთი მიზანი აქვთ: აქედან იქნებ მოახერხონ დროზე "დახვევა". ჩემო თბილისო, "
:(
1. შეცდომები ერთად ჩავასწოროდ...:-* შეცდომები ერთად ჩავასწოროდ...:-*
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|