ავტორი: ზღაპრადმოსული ჟანრი: საბავშვო 19 თებერვალი, 2014
ჯუჯა ლუციფერინი(ზღაპარი ბავშვებს და არა მარტო მათ)
წარბი შეირხია და წამწამების ფახულით გაახილა ცხრავე თვალი. ცხრა ჰქონდა და რამდენს გაახელდა? პირველად მთებს მოადგა, მაღალ თეთრწვერა მთებს. ხელები მოხვია და ბარში ჩაიხედა. გაანათა და გაათბო დედამიწის პირი. დღის დადგომა ამცნო და ჭიანჭველებივით ააფუსფუსა მზისქვეშეთის ბინადარნი. ზღვები ააციმციმა და ტყეებში მანათობელ ისრებად შეიჭრა. მინდორში ბალახს დასდო ფერი და ყვითელგულა ყვავილების მზერით დატკბა. ყველგან შეიხედა, ყველა სახლს მოედო, სულ განაპირასაც და იმ სარკმელამდეც მიაღწია, რომელზედაც ახლა მინდა გიამბოთ. სარკმელი არაფერი განსაკუთრებული, ერთი ჩვეულებრივი, ძველებური, ალიზით ნაშენი სახლის იყო. სახლს ფიცრის ღობე და ხავსმოდებული კრამიტი ეხურა. საკვამურის აგურები დროს ჩამოეშალა და უცნაური ფორმით, ჯუჯა კაცის ქუდს ჰგავდა. იცით როგორია ჯუჯა? ალბათ არ გინახავთ. მაშინ სჯობს მისი აღწერით დავიწყო, მითუმეტეს რომ ეს ისტორია სწორედ ჯუჯაზეა, რომელიც ამ სახლში ცხოვრობდა. დაბადებიდან ასეთი იყო- პატარა, ჯუჯა. სხვანაირი ვერც იქნებოდა, მისი მამაც, ბაბუაც და ბაბუის მამაც ასეთები იყვნენ. გაშალეთ ხუთივე თითი და დააკვირდით. თქვენი ცერის წვერიდან, ნეკის წვერამდე იქნებოდა მისი სიმაღლე. მოგრძო ყურები, ნაოჭიანი, თმით დაფარული სახე და გრძელზე გრძელი წვერი. ხმა უცნაური, ხან მოცინარი, ხან მოტირალი, ხან გამკივანი და ხანაც მოლუღლუღე. მარტო ცხოვრობდა ჯუჯა. ეს სახლი მისი წინაპრების აშენებული არ იყო. დიდი ხნის წინა აერჩია ეს კერა და შეხიზნულიყო. იმდენ ხანს ეცხოვრა უკვე აქ ,რომ მის სრულუფლებიან პატრონად ითვლებოდა. ისე კი, არც არავინ ეცილებოდა. ამ სოფლის მაცხოვრებლებს დიდად არ ეპიტნავებოდათ ეს მიტოვებული შენობა და ტყეში შეშის საჭრელად წასული კაცებიც სიახლოვეს არ ეკარებოდნენ. ყოველთვის აქ არ ცხოვრობდა ეს კაცუნა. მასაც, როგორც სხვა მისნაირებს ადრე სხვა სახლებშიც ჰქონდა თავშესაფარი. კარის ზღურბლი და ღუმელის ოთახი იყო ჯუჯების საყვარელი ადგილი. ბოროტები არ იყვნენ, არც კეთილები. უბრალოდ ყურადღება უყვარდათ და რომელ სახლსაც ესტუმრებოდნენ, სითბოს და მზრუნველობას ითხოვდნენ მასპინძლებისაგან. ნეტარებით იღებდნენ მათთვის დაყრილ პურის ნამცეცებს და საქმეშიც ეშველებოდნენ ადამიანებს, ოღონდ უხილავად. ცუდის და კარგის მაუწყებელნიც იყვნენ იმ ოჯახისთვის , სადაც ბინადრობდნენ. ხან იცინოდნენ, ხანაც ტიროდნენ. შემოქმედისგან ჰქონდათ დავალებული, კაცთა მოდგმის სამსახურში ყოფნა. ყოველ კეთილ საქმეზე თითო ფრჩხილის დადებაზე ეზრდებოდათ წვერი და ყველაზე დიდწვერა ,ყველაზე კეთილმოქმედად ითვლებოდა. ასე შეხმატკბილებულად ცხოვრობდნენ ჯუჯები და ადამიანები, ვიდრე ჯუჯას ადამიანის შვილი არ შეუყვარდა. გოგო მსხვილთვალება, გრძელი ნაწნავებით. მაღალი შუბლით და ალუბლის ტუჩებით. მშვიდი, როგრც სიო. ნაზი, როგორც ია. მისი ხელით მოხარშულ ფაფას სულ სხვა სუნი ჰქონდა. მისი ხელით დაფშვნილ ნამცეცებს სულ სხვა გემო. ჯუჯას არ შეეძლო მის თაფლივით მზერას აუღელვებლად შეხვედროდა. ჯუჯა იყო, მაგრამ გული მასაც ჰქონდა და აძგერდა ეს გული. ჩასახლდა მასში გოგოს სიყვარული და აღარ ანებებდა თავს. შუაღამისას , როცა ყველას ღრმა ძილი მოიცავდა, ჭერში გადებულ კოჭებს ეკიდებოდა წვერებით. დასცქეროდა ზემოდან და თვალს ვერ აშორებდა მძინარე ასულს. ცხვირს ცხვირთან მიუტანდა, ხარბად ისუნთქვადა მის ამონასუნთქს. იცოდა ჯუჯამ, კარგად იცოდა, აკრძალული ჰქონდა ადამის შვილის სიყვარული და ეს კარგს არაფერს მოუტანდა. მაგრამ რა ექნა? ვერ ერეოდა გულის სურვილს. წვერს მოგაჭრიო, თავს დაემუქრა და მერე დიდხანს დაგჭირდება მისი გაზრდაო. ღმერთია მოწმე, აასრულებდა კიდეც, რომ არა ის დღე. გოგოს ააცალა მაკრატელი, ცხენების სადგომში გავიდა და ის იყო წვერის შეჭრას აპირებდა, რომ დაიფრუტუნა სულელმა ცხოველმა. გოგო მიადგა თავლას . გაეგონა და სწამდა კიდეც, რომ არსებობდნენ, მაგრამ თვალით არასდროს ენახა, სახლის პატარა სულები. გაოცებული მისჩერებოდა ცეროდენა კაცუნას და თავის მაკრატელს. დაიბნა ჯუჯა, ამას არ ელოდა, დამალვას აზრი აღარ ჰქონდა და არ გაქცეულა. იდგა გოგოს წინ და უღიმოდა. ხორციელ არსებას შიშის ნატამალიც არ ეტყობოდა. ამან გაათამამა კაცუნა და ახლოს მივიდა. სახეში შეაცქერდა და წაუმღერა. მომნუსხველი, საოცარი ხმით წაუმღერა. ღიმილმა გადაურბინა სახეზე გოგოს. მეტიც არ უნდოდა ჯუჯას და მაშინვე მაკრატელი მიაწოდა. იკითხავთ რისთვის? წვერის მოსაჭრელად და იცით რატომ? ვინც ჯუჯას წვერს მოაჭრის, სამუდამოდ დაუკავშირდება და ცოცხლად ვეღარასოდეს დაეხსნება თუ თავად ჯუჯა არ გაუშვებს მას. რათქმაუნდა არაფერი იცოდა ადამიანმა ამის შესახებ და არც ის იცოდა რა ეწადა ამ უცნაურ კაცს. აიღო მაკტარელი და მოაჭრა წვერი. უცებ ცა დაბნელდა, მიწა შეტორტმანდა. მეხის ხმამ გააყრუა არემარე. ჯუჯამ ხელი წაავლო ლანდად ქცეულ გოგოს და მასთან ერთად დატოვა ეს კარმიდამო. ზღვებს გადაუარა, მთებს გადაუარა და უღრან ტყეს შეაფარა თავი. ხის ფუღუროში დააბინავა თავისი სატრფო და თვითონაც იქვე დასახლდა. სათუთად უვლიდა, ბავშვივით უვლიდა. ტყის ხილს და კენკრას არ აკლებდა, წყაროს ცივ წყალს. სიმღერებსაც უმღეროდა სიყვარულზე. მაგრამ ვერ დაუბრუნა სიცოცხლე ლანდად ქცეულ ასულს. იწვა გოგონა გარინდებული, უხმოდ, მზერა გაჰყინვოდა და ფიქრი გაქცეოდა. რა არ იღონა სახლის სულმა მის მოსაბრუნებლად, მაგრამ არ ეშველა. იმდენად დიდი იყო ჯუჯის სიყვარული , გადაწყვიტა დაეთმო გოგო, ოღონდ კვლავ ეხილა მის თვალებში სიცოცხლე და სახეზე ღიმილი. სოფელში დაბრუნდა გოგოსთან ერთად. ტყის ახლოს, ყველაზე განაპირა, ცარიელ სახლს შეეკედლა. თორმეტი თვე უყურა, თორმეტი კვირა, თორმეტი დღე და ამდენივე საათი. მეთორმეტე საათს კი თავისი სახლის ზღურბლთან დასვა და თორმეტჯერ უთხრა: გამიშვიხარ, გამიშვიხარ, გამიშვიხარო. გაცოცხლდა გოგო, თითქოს ეძინაო. სიზმარი უნახავს და გამოფხიზლდაო, არცრა ახსოვდა. მისი დაბრუნებით სიხარული იდგა ოჯახში. ჯუჯამ ცოტა ხანს უყურა გულდაწყვეტილმა და გაშორდა. განაპირა სახლს მიაშურა. ამიერიდან მას აღარ ჰქონდა უფლება ადამიანებთან მიახლოებისა. ენატრებოდა, ძალიან ენატრებოდა. მაგრამ არ შეეძლო ახლოს მისვლა, მითუფრო დღისით და მაშინ მზეს შეჰნატრა, მთვარეს შეჰნატრა, რომელთაც არაფერი უშლიდათ ხელს ეხილათ გოგო. ინატრა ხოჭოდ მაინც ქცეულიყო, ღამის ხოჭოდ, ეზოებთან შორიახლოს ფრენა შესძლებოდა. ცის მნათობებმა შეიბრალეს და თვისი წილი სურვილების ასრულება მას დაუთმეს. დაპატარავდა წვეროსანი კაცი, დაპატარავდა და მწერად იქცა დღისა და ღამის შესაყარზე . ვარსკვლავებმაც არ დაინანეს და საკუთარი ნათება უწილადეს. მას მერე დაფრინავს, ხან აქ, ხან იქ. ეზოებს ედება და გოგოს ეძებს. თქვენც თუ სადმე შენიშნავთ ამ მწერს, ნუ მოკლავთ, შეიძლება ერთ-ერთი სწორედ ის ჯუჯაა. იფრინოს, ანათოს, იქნებ მოძებნოს თავისი სატრფო.
ესეც ძალიან მაგარი იყო. შენ რა ნიჭიერი ავტორი ყოფილხარ ტო. ერთი ასეთი მაგარი მეზღაპრე ნამდვილად სწირდება მწერლობას.............2 პატარები რა მაგარი ტიპები არიან თავიანთი საოცარი აზრებით და შეხედულებებით.......

მიყვარს ზღაპრები, ძალიან მომეწონა ამ ზღაპრის დასაწყისი, მაგრამ მერე გაგრძელება შესრულება არ მომეწონა, ჯუჯას დახასიათებას, აღწერისას ბევრი რამ დააკლდა. ჯუჯა რატომღაც კეთილი ბუნების , მხიარულ, სასაცილო და უცნაურ არსებად ითვლება, არა და აქ მონათხრობში შიშის შეგრძნება დამეუფლა, შეიძლება ჩემი ბავშვობის ბრალია, მაგრამ არც სხვას მოეწონება მგონი მტაცებელი ჯუჯა. ,თხრობისას ჯუჯა ხან კაცუნაა,ხან უცნაური კაცი, არც ციცინათელად გადაქცევა მომეწონა, ზღაპრით კეთილისა და ბოროტის გარჩევას ვსწავლობთ, აქ კი არ ვიცი როგორია ჯუჯა, თუ კეთილია, რატომ აეკრძალა ამიერიდან ადამიანებთან მიახლოება... .. ავტორის ნიჭი უდაო, წინა საუკეთესო ნაწარმოებებიდან გამომდინარე უკეთესის მოლოდინში ვიქნები.

ნეფერტარ :), კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას. დარწმუნებული ვარ ბევრმა თქვენგანმა იცის, რას ნიშნავს სიტყვა "ლუციფერინი", მაგრამ ვეთანხმები ჯონათანს , მართლაც საშიშად ჟღერს და რადგან ეს ზღაპარი ძირითადად ბავშვებისთვისაა, საჭიროდ ჩავთვალე ამეხსნა მათთვის, რომ "ლუციფერინი" ეს არის ნივთიერება, რომელიც სხვა ნივთიერებასა( ლუციფერაზასთან) და ჟანგბადთან ურთიერთქმედებისას წარმოქმნის სინათლეს და სწორედ ამ ნივთიერებას შეიცავენ ციცინათელები.

ასე შეხმატკბილებულად ცხოვრობდნენ ჯუჯები და ადამიანები, ვიდრე ჯუჯას ადამიანის შვილი არ შეუყვარდა.....
რა არის მაინც ეს სიყვარული რა.......................მშვენიერი, ფანტასტიური თხრობა...................თითქოს მშვიდი, თითქოს უხმაურო......................არა და რა გრძნობები ბობოქრობს...................ვისიამოვნე..........კომპოზიციაც მელოდიურად ერწყმის...............
ამჯერად უყოყმანოდ ფრიადი 5

პიტნის ჩაი ლიმონით და ზღაპრადმოსულს ძილისპირულივით გემრიელად წავიკითხავ ამაღამ. ავანსად ვტოვებ 5 ქულას - ეს ჯერ არასოდეს მიქნია. :) დარწმუნებული ვარ რომ გამიმართლებთ მოლოდინს.
პიტნის ჩაი ლიმონით და ზღაპრადმოსულს ძილისპირულივით გემრიელად წავიკითხავ ამაღამ. ავანსად ვტოვებ 5 ქულას - ეს ჯერ არასოდეს მიქნია. :) დარწმუნებული ვარ რომ გამიმართლებთ მოლოდინს.
ციცინატელააააა ))) +++მეც მაქვს ერტი საბავშვო ლექსი ციცინატელაზე ))) ცჰემი გოგონაა ასე 3წლის იქნებოდა პირველად რომ ნახა ციცინატელა.გულგახეთქილი შემოვარდა და მამაჩემს ეუბნება : -ბაბუ ნაძვისხის ,,ლამპოჩკები" დაფრინავს გარეთო. )) გამახსენდა ახლა ეს.მთალი 13წლის უკანდელი ამბავი და გამეღიმა გულიანად.