ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლეგატო
ჟანრი: პოეზია
26 თებერვალი, 2014


დამიბრუნდი

შენგან მიტოვებულს
ქარო საფირონის,
ნაღალატევს შენგან
ზღვაო,ლაჟვარდების...
არა სხვა გზა არ გაქვს,
გარდა სიყვარულის,
დამიბრუნდე იქნებ
დრო გაქვს სინანულის.

დავიწყებულს შენგან
მზეო გათოშილი,
უარყოფილს შენგან
სხვათა სანატრელი,
არ არსებობს არა!
გარდა მონატრების,
გენატრები ვიცი,
გივლის ჟრუანტელი.

ჩასდგომიათ თვალებს
უძილობა დარდად,
სიყვარული მწველი,
მოვარდნილი ზღვათა,
დამობრონო იქნებ
ნეტავ ,ვინც მიყვარდა,
გადამყარო სევდა,
მიტოვებულ ქალთა.

მკოთხო ტკივილების,
ჩემი,სხვათა არა,
როგორ მექცნენ 
მკვლელად,
მაწამებენ ახლაც.
არ გიკითხავს ,არა!
გარდა სიბრალულის,
დამიბრუნდე იქნებ,
დრო გაქვს სინანულის.
2012.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები