ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლეგატო
ჟანრი: პოეზია
23 თებერვალი, 2014


ერთი დღე ჩემი ცხოვრებიდან

ბრუნავს ციფერბლატზე საათის ისრები,
ვგრძნობთ და გაბუტული მზერით ვეგებებით.
თითქმის სამუდამოდ შესისხლხორცებულნი,
ამ დღის მონაკვეთში ორად ვიხლიჩებით.
დილის საწოლიდან ჩუმად წამომდგარი,
ისე გადავკვეთ ამ ოთახს ოთახიდან,
მზერას მოვიპარავ,უკვე მერამდენედ,
ფართოდ დახუჭული შენი თვალებიდან.
ჰაერს გაჯერებულს - შენი ამოსუნთქვით,
ისე საამური ოხვრით გამაყოლებ,
დგები ფანჯარასთან,ურჩად გეფიქრები,
მე კი ჩემი გულით, მიმაქვს შენი გული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები