ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
17 თებერვალი, 2014


***

ალბათ მოთოვს, ცაა ისე დაბალი,
თოვლის სუნი მოიტანა ჰაერმა.
ახლა მინდა ბოთლი ანდა ლამპარი,
ხელი სამჯერ რომ წაუსვა გარედან!
უცებ გაჩნდეს ჯინი, თანაც ვეება,
მორჩილად თქვას - ბრძანეთ, მე შევასრულებ!..
მინდა ფერი შეიცვალონ დღეებმა,
და ცოტა ხნით დამაბრუნოს წარსულში!
მინდა ძმას რომ დავეკიდო კისერზე,
არ გავუშვა იმ ტყვიისფერ ამინდში.
ჯინი დგას და დანანებით მიცქერის,
-ქალბატონო, ვწუხვარ... ბოთლში გამიშვით...
          06.02.14

    თებერვალი

თეთრი ბამბაზია აცვია თებერვალს,
ასდის თეთრი კვამლი სახლებს.
მუხლი აიტკივა რაღაცა ბებერმა,
დადის შემცივნული სახით...
ნაკიანმა ნეკს დააბრალა ნაკლი დღე,
თითზე არ უშველა თვლამაც.
ზამთარი სწორედ ამ დღეს მოისაკლისებს,
ხეში მდგარ წყლისკენ რომ წავა...
          16.02.14

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები