 | ავტორი: ლეგატო ჟანრი: პოეზია 1 მარტი, 2014 |
(მე სანდრო ბოტიჩელი, შენ ვენერა მილოსელი, დაეშვი,ვენერას სამოსით ჩემთან.) --------------------------
შიშველი სამოსით დგას დილა დუეტის, თეთრია გვირილა, ყვითელი გულიბეთ. მზე არის ცხელი და ზეცაა უშრეტი, გაპუტე გვირილა, დაფანტე ფურცლები. გრძნობაა ამრევი, სურვილი წამლეკი, ფიქრები მწველი და ოცნება ნარევი. თვალები შიშველი, დგახარ ფეხშიშველი, აცახცახებულს გხატავს ბოტიჩელი.
მხატვარს უკავია ოცნების ფუნჯები, ვანერას სამოსის შრიალი უწყვეტი. გვირილა გიღიმის, დააძვრე ფურცლები, უყვარხარ,უყვარხარ, გპასუხობს ნუგეშეთ. დახუჭულ თვალებში ნისლად გაქვს გრძნობები, გვირილას კითხვებით ვედრებით ნებდები. ისეთი ჩვილი გაქვს ამ წუთას აზრები, რომ გულში ჩაგიკრავს ღვთაება ამრევი. დაგითმობს ამ სივრცეს სამყაროს გულებით, ამ წალკოტს გაჩუქებს გრძნობების მორავით. მოწყვიტე მინდორში, გვირილა ნუგეშით, თვალები დახუჭე, დაფანტე ფურცლები. და მხატვარს შეშურდა შრიალი ღვთაების, ნახატი პორტრეტი სიშიშვლის თანმხლებით. დაემხო მუხლებზე ცრემლიან თვალებით, ტირის ბოტიჩელი, გვირილა იცინის, 2011.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. კარგი თამაშია :) კარგი თამაშია :)
4. გვირილას ნუ გაპუტავ.დაფურცლე.ასე უფრო პოეტურია. მგონი შენც ასე გინდოდა გეთქვა. მარინე გვირილას ნუ გაპუტავ.დაფურცლე.ასე უფრო პოეტურია. მგონი შენც ასე გინდოდა გეთქვა. მარინე
3. თემა სასიამოვნოა. ბავსვობაში ყველას გაუპუტავს გვირილა ალბათ. თემა სასიამოვნოა. ბავსვობაში ყველას გაუპუტავს გვირილა ალბათ.
1. მხატვარს უკავია ოცნების ფუნჯები, ვანერას სამოსის შრიალი უწყვეტი. გვირილა გიღიმის, დააძვრე ფურცლები, უყვარხარ,უყვარხარ, გპასუხობს ნუგეშეთ. წარმატებები + +
მხატვარს უკავია ოცნების ფუნჯები, ვანერას სამოსის შრიალი უწყვეტი. გვირილა გიღიმის, დააძვრე ფურცლები, უყვარხარ,უყვარხარ, გპასუხობს ნუგეშეთ. წარმატებები + +
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|