 | ავტორი: ასპიტი ჟანრი: პოეზია 18 თებერვალი, 2014 |
ნუ შემაყვარებ ვარსკვლავთა ციმციმს, არც მე შევხედავ მთვარეს შუქიანს. ტკივილად რჩება ყველა სინათლე, როცა შენს ნაცვლად სულ სხვას ჩუქნიან. არც არასოდეს მიმღერო მთებზე, მათ სილაღეზე, პირქუშობაზე... ხედავ?- ჯიუტი ვხდები შენსავით, შევეცადე და კიდეც მოგბაძე. ვამბობ: - "არ მინდა"-ს მასზე, რაც მინდა და ახლა უკეთ მიგებ, მგონია. თუმცა ასეთი ძლიერი გრძნობა დღემდე არავის მიმართ მქონია. გეუბნებოდი: მძულხარ უზომოდ - ეს ნიღაბია, შენც კარგად გესმის, როცა "მიყვარხარ"-ს მე ვერ გეტყოდი, სწორედ ამიტომ მდიოდა გესლი... დამრჩა ოცნება ფრთებმოტეხილი, ტკივილი, ცრემლი, დარდიც ულევი. ეკლიან გზებზე შიშველი ფეხით შენსკენ მოვდივარ სითბოს უჩვევი. მოვდივარ, რათა გითხრა სიმართლე, აღარ დავმალავ: - ძლიერ მიყვარხარ. შენ ხარ, ვისთვისაც მინდა სიცოცხლე. ვისთვისაც ვკვდები, - ისიც შენა ხარ. გულზე მატყვია ღია ჭრილობა, სალბუნი შენი ამბორი გახლავს. ჩემი დარდის და ტკივილის მოწმე, შენი მფარველი ღმერთია მაღლა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. წარმატებები... ;) წარმატებები... ;)
9. ადრესატმა უნდა ისარგებლოს ერთი რუსული კანონზომიერებით: უსმინე ქალს და მოიქეცი პირიქით... აქ სწორი ასე იქნება... :) კარგია ადრესატმა უნდა ისარგებლოს ერთი რუსული კანონზომიერებით: უსმინე ქალს და მოიქეცი პირიქით... აქ სწორი ასე იქნება... :) კარგია
8. :) სიყვარული კარგია, თუმცა ლექსი მოუსუსტებს ტექნიკურად, მაგრამ ეგ არაფერი :) :) სიყვარული კარგია, თუმცა ლექსი მოუსუსტებს ტექნიკურად, მაგრამ ეგ არაფერი :)
7. საჩემო ხასიათის ლექსი=))ლექსს ვაპლიუსეებ=)) საჩემო ხასიათის ლექსი=))ლექსს ვაპლიუსეებ=))
6. ნუ შემაყვარებ ვარსკვლავთა ციმციმს, არც მე შევხედავ მთვარეს შუქიანს. ტკივილად რჩება ყველა სინათლე, როცა შენს ნაცვლად სულ სხვას ჩუქნიან.
კარგია++წარმატებები ნუ შემაყვარებ ვარსკვლავთა ციმციმს, არც მე შევხედავ მთვარეს შუქიანს. ტკივილად რჩება ყველა სინათლე, როცა შენს ნაცვლად სულ სხვას ჩუქნიან.
კარგია++წარმატებები
4. დიდი მადლობა ყველას კეთილი სურვილებისთვის. ასევე წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა ყველას კეთილი სურვილებისთვის. ასევე წარმატებებს გისურვებთ.
3. ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს, რაღაც ჩემია ამ ლექსში^_^ წარმატებებიიი!!! სიახლეებს დაველოდებით)))
ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს, რაღაც ჩემია ამ ლექსში^_^ წარმატებებიიი!!! სიახლეებს დაველოდებით)))
2. კარგი ლექსია! წარმატებები ავტორს. კარგი ლექსია! წარმატებები ავტორს.
1. სიყვარულით სავსე ლექსი მოგიტანია ავტორო ჩვენთვის. წარმატებები++ სიყვარულით სავსე ლექსი მოგიტანია ავტორო ჩვენთვის. წარმატებები++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|