ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინკა
ჟანრი: პოეზია
18 თებერვალი, 2014


კვამლისფერი ლექსი

მივდივარ,
ამბობ და დაჰყურებ მსხვილ მაჯებს,
ალბათ სიჩქარეში დატოვე საათიც...
დიდი დრო დაგჭირდა, ვფიქრობ და არ მჯერა,
შენ ისევ ეთხოვე მაგიდას ასანთი...
სიჩუმეს კაფეში ჭამს კვამლი სიგარის,
კიდევ ხომ არაფერს ინებებთ მადმუაზელ?
ცბიერი ღიმილით კითხულობს მიმტანი,
მერე კი ბრუნდება ჩემს თამამ უარზე...
„და მაინც რა იჭერს აქ, რატომ არ დგება?
დუმილით ყურს ვუგდებ წვიმიან ქვაფენილს,
ღამეში თავნება წვეთებს რომ  დანებდა,
ვისწორებ ღამისფერ დეკოლტეს, ფანელის...
შენ უკვე გიწვევენ ნერვიულ თამაშში
მუხლები, ასეა ამინდი დილიდან –
ვფიქრობ და როგორც მზით გამომშრალ თაბაშირს
ვტეხ კავშირს უსიტყვოდ, ვდგები და
მივდივარ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლილიტი_ ვულოცავთ დაბადების დღეს