 | ავტორი: ნაისი ჟანრი: პოეზია 21 თებერვალი, 2014 |
* * * ცხოვრება მიდის. სიცოცხლე ქრება. მე შენი სახე არ მავიწყდება. ყვითლად ღამდება, ლურჯად თენდება. ზოგი ბერდება. (თმა უთეთრდება). მე შენი სახე არ მავიწყდება. გიგონებ. მოვა ისეთი წამი, შენ - გადაღლილი ამდენ ლოდინით მოხვალ და ვიდრე არ გავა ღამე, აღარც შენ წახვალ. ჩვენი ლოგინი იქნება თბილი. იქნება ვნება და ვიცი: კიდევ დიდხანს გინატრებ. (მე შენი სახე არ მავიწყდება, მე შენი სითბო მათბობს დილამდე...) ხანდახან, მზე რომ მიიმალება და როცა ბინდი გადახრავს ნათელს, მე მახსენდება შენი თვალები და შენს თვალებში სანთლებსაც ვანთებ... და მთელი ღამე შენი მზე მათბობს და დავიწყება შენ ვერ გერევა... ... და ხალხი მიდის ... და ხალხი დარდობს ...და მე კვლავ შენით ბედნიერი ვარ.
* * * მოდი, ერთად ავაშენოთ ოცნებების დარბაზი, მოვუსმინოთ, როგორ უკრავს ანგელოზი არფაზე, ვაზის ჩრდილში დავეწაფოთ სიყვარულის ფიალას, ვნახოთ დედამიწის თავზე რა მზემ გადაიარა; ყვავილები ვუსახოვროთ სიყვარულის ანგელოზს, დავაბნიოთ ოქროს ყელზე ოქროსფერი საყელო; მოდი, ერთად მოვუსმინოთ სიყვარულის არიას, მოდი, გითხრა რა მაწუხებს, ანდა რა მიხარია; ნახე, სიყვარულის რიდით როგორ გაინაბა მზე. მოდი, ერთად ავაშენოთ ოცნებების დარბაზი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. ლამაზი ლექსია ოცნებების დარბაზის აშენება წარმოვიდგინე რა კარგი იქნებოდა საყვარელ ადამიანთან ერთად. +++
ლამაზი ლექსია ოცნებების დარბაზის აშენება წარმოვიდგინე რა კარგი იქნებოდა საყვარელ ადამიანთან ერთად. +++
4. მომწონს. სიყვარულით სავსეა. ++ მომწონს. სიყვარულით სავსეა. ++
3. მეორე უფრო მომეწონა. სიყვარული ვენახში :დ მეორე უფრო მომეწონა. სიყვარული ვენახში :დ
2. მეორე უფრო გამართული მეჩვენა, პირველ ლექსში
და როცა ბინდი გადახრავს ნათელს, ეს ფრაზა მომხვდა კარგად ყურში იმდენ ბანალურ ფრაზას შორის.
წარმატებები მეორე უფრო გამართული მეჩვენა, პირველ ლექსში
და როცა ბინდი გადახრავს ნათელს, ეს ფრაზა მომხვდა კარგად ყურში იმდენ ბანალურ ფრაზას შორის.
წარმატებები
1. ორივე კარგია
მე უფრო პირველი მეამა +++
და ეს სტრიქონი:
"ნახე, სიყვარულის რიდით როგორ გაინაბა მზე." ორივე კარგია
მე უფრო პირველი მეამა +++
და ეს სტრიქონი:
"ნახე, სიყვარულის რიდით როგორ გაინაბა მზე."
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|