 | ავტორი: დიოტიმა ჟანრი: პოეზია 24 ნოემბერი, 2008 |
/ირაკლი ფარჯიანს/
მითხარი,ჭიავ, აქ რამ მომიყვანა, რატომ ვზივარ მარტო საფლავის გალავანზე და გიყურებ, როგორ ზანტად ეზიდები გამაძღარ ტანს გრილი მიწიდან!
ჩემი შეყვარებული აქ მარხია. ჩემი შეყვარებული სიკვდილმა წაიყვანა. ხომ მუდამ ვიღაცას მიჰყავდა ჩემგან, მუდამ სხვა იყო მისი ჭირის და ლხინისუფალი.
მოკვდა და ყველას ჩვენ-ჩვენი გვერგუნა: ერთს სარჩო, ერთსაც - ქვრივის სახელი, ერთს -დავიწყება, ერთსაც კიდევ - არდავიწყება.
ჩემმა შეყვარებულმა მიატოვა საკუთარი გასვენება და შორს წავიდა და დამიტოვა კონტურები, ხან რომ მუქდება და ხანდახან ისე მკრთალდება, რომ ვერ ვიხსენებ, მაინც როგორ იცინოდა, ან მხრებს იჩეჩდა, ანდა შუბლიდან თავის გაქნევით შავ თმებს როგორ გადაიყრიდა.
რაღაცას ვეძებ ამ კონტურებში, რაღაცას ვეძებ, როგორც დაკარგულ ბეჭედს ვეძებდი, ათას მეერთედ ვუბრუნდები ადგილებს, სადაც მეგულებოდა, და ვიმეორებ, ვიმეორებ: ''აქაც არ არის, აქაც ვნახე, არც აქ არ არის!''
მითხარი,ჭიავ, რა საერთო აქვთ მკვდრებთან საფლავებს, განა ისეთი რა აბარიათ, ვის უნახავენ? მითხარი,ვიდრე ერთადა ვართ, ვიდრე ჩემი შეყვარებული შემოგელევა და მიაშურებ ახალ საფლავებს! 1992
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. მითხარი,ჭიავ, რა საერთო აქვთ მკვდრებთან საფლავებს, :) 5 მითხარი,ჭიავ, რა საერთო აქვთ მკვდრებთან საფლავებს, :) 5
13. მოკვდა და ყველას ჩვენ-ჩვენი გვერგუნა: ერთს სარჩო, ერთსაც - ქვრივის სახელი, ერთს -დავიწყება, ერთსაც კიდევ - არდავიწყება
10 მოკვდა და ყველას ჩვენ-ჩვენი გვერგუნა: ერთს სარჩო, ერთსაც - ქვრივის სახელი, ერთს -დავიწყება, ერთსაც კიდევ - არდავიწყება
10
12. ვაიმე,ნინ! სადღაც გულთან მომიჭირა. ვაიმე,ნინ! სადღაც გულთან მომიჭირა.
11. მშვენიერი .10 მშვენიერი .10
9. პირველმა სტროფმა დამზაფრა, მაგრამ მერე ის რიტმი და მუხტი მოიტანა... რა ვიცი, იქნებ ცუდი პარალელია, მაგრამ აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის გარკვეულ ნაწილში "ნატირალებს" უწოდებენ, ხალხური პოეზიის ნაწილადაც რომ ქცეულა და საუკუნეების მანძილზე შემონახულა... ჰო, ცოცხლადაც ვუსმინე (სამწუხაროდ) რამდენჯერმე, ახლა ლექსმა იგივე სულისშემძვრელი ემოცია მომიტანა... და რამდენჯერმე წავიკითხე... პირველმა სტროფმა დამზაფრა, მაგრამ მერე ის რიტმი და მუხტი მოიტანა... რა ვიცი, იქნებ ცუდი პარალელია, მაგრამ აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის გარკვეულ ნაწილში "ნატირალებს" უწოდებენ, ხალხური პოეზიის ნაწილადაც რომ ქცეულა და საუკუნეების მანძილზე შემონახულა... ჰო, ცოცხლადაც ვუსმინე (სამწუხაროდ) რამდენჯერმე, ახლა ლექსმა იგივე სულისშემძვრელი ემოცია მომიტანა... და რამდენჯერმე წავიკითხე...
7. უფალო, მოგვეცი სასოება!
უფალო, მოგვეცი სასოება!
6. ეეე..ამეღამ ძილი არ მიწერია... :(( ეეე..ამეღამ ძილი არ მიწერია... :((
5. კაია წარმატებებს გისურვებ მომეწონა :) კაია წარმატებებს გისურვებ მომეწონა :)
4. დიდი კაცი იყო ირაკლი...
შესანიშნავი მიძღვნაა! 10 დიდი კაცი იყო ირაკლი...
შესანიშნავი მიძღვნაა! 10
3. მართლაც მძაფრია...10 მართლაც მძაფრია...10
2. ღმერთო რა საშინელებაააააააააააააააააააააააააააააააააა ღმერთო რა საშინელებაააააააააააააააააააააააააააააააააა
1. შემძრა ტხემით ტერფამდე, თუ უფრო სულით სულამდე არ ვიცი, ვაი, უუუუუმაგრესი,ეს რატო არ ვიცოდიიიიი:( უძლიერესი რამეა... შემძრა ტხემით ტერფამდე, თუ უფრო სულით სულამდე არ ვიცი, ვაი, უუუუუმაგრესი,ეს რატო არ ვიცოდიიიიი:( უძლიერესი რამეა...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|