ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ასლანიკაშვილი
ჟანრი: პოეზია
21 თებერვალი, 2014


თუ არ იგრძენი

ბრძენი არა ვარ, არც მინდა ვიყო,
სჯობს კითხვა-კითხვით გავკვალო გზები,
მაგრამ ერთი კი მსურს, რომ გავიგო,
რას ეძახიან სიყვარულს - "ზევით"...?

რა ნიშნით ხდება წყვილთა შერჩევა,
რას ეფუძნება კურთხევა ზეცის?
ზოგს რომ დრო უნდა, ზოგსაც შეჩვევა,
ზოგს ზღვა სურს, ზოგს კი ყოფნის ნამცეციც...

ერთს მუდამ გულით დააქვს, უჩუმრად,
მეორე ლამობს ქვეყანას მოსდოს,
მესამეს სწრაფად ეწვევა სტუმრად,
მეოთხე დიდხანს უნდა ელოდოს...

ვერ ვხვდები, მაგრამ როგორც ეტყობა
არც კითხვა შველის ამას, ვერც ბრძენი,
ვერვინ აგიხსნის რაა ეს გრძნობა,
შენ, პიროვნულად თუ არ იგრძენი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები