ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დორიანგრეი
ჟანრი: პოეზია
22 თებერვალი, 2014


სიმართლის მთქმელებს ეშაფოტი

როცა, ნერვები გეთრგუნება მღვრიე ფიქრიდან,
და ხორცის კაცი, ნელ-ნელა რომ ცარიელდები,
ღმერთს ევედრები,მიგატოვოს...
ისე, რომ ერთხელ დაგიფიქრდეს გონება ბნელი,
ბნელი,მღვრიე და უსაშველოდ ცივი ლანძღვიდან,
სისხლს რა გამოცლის, ღრმა ძარღვიდან, თუ არა ჟამი.
ცაზეა მთვარე, უსუსური,უმწეო ბავშვი,
ბავშვი, რომელიც გაიყინა უსამოსობით,
ისიც ჩემსავით მიატოვეს,ზეცას ჰკიდია,
არცერთ ვარსკვლავს ხომ არ უგრძვნია პოეტის სევდა,
გულმოკლული და ნაღამევი, მწყრალი პოეტის.
მე არასოდეს, არ ვყოფილვარ სევდანაკლული,
და როცა ვწერდი, სისხლი დუღდა,დუღდა სხეული,
და გახვეული, მე ვიყავი ნაღვლის ბურუსში.
სიმართლის მთქმელებს წინ უდგამენ როცა ეშაფოტს,
ჩემში ვეშაპობს აგრესია,ვწყდები სიმშვიდეს,
ვხედავ სუნთქავენ,დადიან და ირგვლივ მკვდრებია,
მევედრებიან, რომ მოვშორდე მათ ატმოსფეროს.
მე თანახმა ვარ,არ დაგაფრთხობთ ჩემი უარი,
და საუბარი, მხოლოდ ჩემი ღმერთთან შედგება,
რადგან მასშია საიმედოდ, დიდი შეგნება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ოთარ ცისკაძე ვულოცავთ დაბადების დღეს