ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლეგატო
ჟანრი: პოეზია
4 მარტი, 2014


პაემანი(ლექსების გამოფენა ,,პროზა ასი სიტყვა

(ნაწარმოები დაწერილია აჭარულ დიალექტზე)
------------------------------------------------------------------

  შფოთვაშეპყრობილი  კისრისტეხით ჩამოვრბივარ მთათა დაქანებულ,ალაგჩაღრმავებულ, ერთმანეთზე გადაკარწახებულ ბილიკებზე.ხტუნვა-ხტუნვით,ბზრიალ-ტრიალით ვსხლტები ფერდობიდან და მოწყვეტით ვენარცხები სიღრმისაკენ.სვენებ-სვენებით ხარბად ვეწაფები წყაროებს.წყაროებსმეთქი ვსთქვი განა ერთი მეყოფა საგზალ-საზრდოდ,როცა წყურვილმორეული ღლოფისაგან ჭყიჟირნარევსაც თან მივაქანებ და წასალეკად ვიმუქრები,უშენობით ღმობად შეშლილ-გახელებული.
    ეჰეეეე...ექოდ მიაქვთ მთებს ჩემი ძახილი.
      ფიქრები მიზვირთდება გასასროლად ყურშუმით დატენილი ფიშტოსავით.თავზე ცაყაბალახმოხვეული,ქვაზანკალმორთული ამღვრეული ართვინს გავივაკებ და ხასანკალის შარა-გზას მდორედ დავუყვები. შესაყართან ჩარჩიბჩამოფარებული,სხივთა ყაიშდამშვენებული განდაგანის ცმუკვით მომლოდინე აჭარისწყალისაკენ.მოვიქცევ მის გულს ჩემს გულში და თან წავიღ-გავიყოლებ.
    ეს მე ვარ, ახლა პაემანზე რომ მივიჩქარი.ტქვენი პირმშო,სამარადჟამოდ გაჩენილო ბებერო მრავალ ჭირგამოვლილო ლაზისტანის მთებ!
    ეს მე ვარ,მე. თქვენი ჭოროხი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები