ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სამუმი
ჟანრი: პოეზია
1 მარტი, 2014


პიესა

ფიროსმანიდან რომ ჩაუხვევ, ქუჩაა ვიწრო-
კონსტიტუციის...
ხშირად ვსეირნობ საღამოხანს: შვიდზე, რვისაკენ;
მოკლედ რომ გითხრათ: ქაოსია, პროსტიტუციაც,
ზის, წვერ-ულვაშიც გაუყვითლდა ძია ისაკას,
თუთუნის წევით.
"ვონცეს, ახბერჯან!"-მომაძახებს ყველა ნახვაზე,
მეწაღის ჯიხურს რომ ჩავუვლი მდორედ, განივად...
ეზოდან მწარედ იყეფება შავი ნაგაზი,
დღეები მაინც მიდიან და ქარავანივით
აწუხებთ რწევა.
თავდახრით მიყვარს სიარული, ყრმობიდან დამყვა,
ეს უცნაური ახირება, როგორც იესოს...
რადგან არსაით გამოჩნდება მოძმე ან დამყვა-
ვებელი ღმერთო, ერთად დავდგათ ჩემი პიესა!
უძილო პადრე მათამაშე ან კამელოტი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები