 | ავტორი: ტენდი ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 26 თებერვალი, 2014 |
რა შემიძლია ვთქვა ნატა ვარადას შემოქმედებაზე და კერძოდ, ამ წიგნზე. ანუ ტავისი „სცენარი“ - როგორც „მიკრობლოგის“ ერთ-ერთ ჩანაწერში ვკითხულობთ:- „ცხოვრება თვითონ გთავაზობს სცენარს, გარშემო დიდი დოკუმენტური კინო მიდის, მისი სცენარის ავტორი უხილავია“ -და ამ სცენარს განსაკუთრებულად და თავისებურაგ გდამს „სცენაზე“, თქვენს წინაშე, თავისი ხალხურობით და თანამედროევეობით, ტავისი ზღაპრული პერსონაჟებითა და მითებით... და რა არის ძირითადი ნატას ცხოვრების „სცენარში“? - ეს არის ტკივილი, დიდი და ხმამაღალი ტკივილი. ნატა ვარადა ჩემი შვილების თაობაა. თაობა, რომელმაც ბავშვობაში ნახა სამოქალაქო ომი. რუსეთთან ომები, შიში... შიმშლი...“მე, 15 წელი ვიცხოვრე სოფელში, გაუსაძლის დროს, სრულ უშუქუბასა და შიმშილობისას, როცა კალენდარზე 1992 წელია და შენ ჩვენს წელთაღრიცხვამდე დროინდელ ტექნოლოგიებით არსებობ, ნავთის ლამპა, კერასინკა,“ - ვკითხულობთ ერთ-ერთ ჩანაწერში „მიკრობლოგიდან“ ჩემს შვილებს სოფელში არ უცხოვრიათ, მაგრამ ეს ყველაფერი გადაიტანეს - ყველაფერი ის, რაზედაც ჩემს თაობას ბავშვობაში წარმოდგენაც კი არ ჰქონდა. და როცა ნატას თაობას ჩემი თაობისა არ ესმის, ან პირიქით, ჩემს თაობას არ ესმის ნატას თაობისა და გვედავება, გული მტკივა, მაგრამ უნდა ვაღიარო, მართლები არიან. ჩვენ ვერ უზრუნველვყავით მათი ბავშვობა, მშვიდი ცხოვრება, ვერ დავიცავით. ჩვენი მეოცნებეობით და „პათეტიკით“ ამ თაობისთვის,თითქმის, უცხოები გავხდით. ძალიან დიდი სურვილი მაქვს შემორიგების. წიგნის სახელიდან დავიწყებ - „ამებური სიმღერებიდან“ - ასე ჰქვია ამ წიგნს და ეს შეგიძლიათ ამებასთაბნაც დააკავშიროთ და სიტყვასთანაც „ამნაირი“, - ანუ ჩემებური სიმღერებიდან. ლექსების ეს კრებული ზუსტად იმ ტკივილების ჩამონათვალია, რაც გადავატანინეთ,- ტკივილების კრიალოსანია. ტკივილებისა კი არა, თითქოს ნატა არადა რაღაც წარმართულ ცეკვას ასრულებდეს ცეცხლის პირას, ცეცხლის, რომელიც ყველაფერს ფერფლავს, გარდა ტკივილებისა. და ეს ტკივილები ჩხრიალა, გრძელი ყელსაბამივით ჰკიდია გულზე, რომელიც ცეკვის დროს ისეთ ხმას გამოსცემს, გინდა თუ არა, ყურადღება უნდა მიაქციო. მერე ამ „ყელსაბამს“ გჩუქნის, მაგრამ ისე კი არ გჩუქნის რომ თვითონ აღარ რჩება, პირიქით, შენც გაძლებს, თავისთვისაც იტოვებს და სხვებითვისაც აქვს „შენახული“ - თითქოს ის ერთი ყელსაბამი მრავლდება და რაც მეტს გააჩუქებს, მით უფრო მეტი აქვს. თითო მძივის მარცვალი ამ ყელსაბამიდან თითო ტკივილია, თითო ვერნათამაშები თამაში,თითო დამარხული ადამიანის საფლავის ქვა, მათი ტკივილიანი მონატრება,- ნატასთვის დაუნახავი, მაგრამ ნაგრძნობი სისხლის გუბეები...დაკარგული ბავშვობა, ან აუხდენელი ოცნება... და ეს თითოეული ტკივილი-მარცვალი თითო ლექსია.
დიახ, „ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ“, როგორც ეს ანტუან დე სენტ ეგზიუპერმა ბრძანა და ეს ჩემი საყვარელი ფრაზაა. ნატაც ბავშვობიდან მოდის მოაქვს ის „თამაშები“ რასაც ამ ბავშვებს ცხოვრება აძლევდათ. ჩემ ძმობილ ჭიანჭველსა „ბოლია, ბოლია“ - თითების ტრიალი, ხელისგულზე. აფრინდა, აფრინდა, ქარი აფრინდა. რის გაშეშობანა, რა დამალობანა, რაც ხდება ეს არის ნამდვილი თამაში. ამაზე მეტი აღარც სხვა გვენახოს, ამაზე მეტად აღარ დაგვენახო. იყო და არა იყო რა?! „
ან, ლექსში „ქართული ნანა“ „მოდი, ვითამაშოთ სულ სხვა თამაში, ნამდვილი სანადირო თოფით ჩასაფრებით, მეძებრებად გაწვრთნილი ბოროტი ვნებებით“
ან ლექსში „მეთამაშოს ვისაც უნდა“, ( გაამახვილეთ ყურადღება სათაურზე) - ნახეთ რა „თამაში“ აქვს. „ეს მერამდენე სულს მოვიცვლი. და ამოვძვრები სხეულიდან. თვალს ვეფარები, სანამ მოვძებნი ახალ ხეს და განმარტოებით ავაცოცდები, რომ გავეჩხირო ვინმეს სასულეს, ან გულს დავადგე, და ცა მახრჩობდეს, სანამ მიწა ხორცივით შემჭამს, ცეცხლი აინთოს რომ თამაში დაიწყოს და ცოტა გავერთოთ, საკუთარი სიცოცხლის ფასად.“ სიმართლე გითხათ, ამ „თამაშმა“ ნამდვილად შემძრა.
ყველა მკვდარი გამოტირებული ჰყავს, ყველას ტკივილი დანახული... ყველაფერი უყვარს ამ დროს, რასაც საქართველო ჰქვია - კენჭიდან დაწყებული, ცით დამთავრებული...საკუთარი ტკივილიც...და ეს ტკივილები ლოდებივით დააქვს...ამ კრებულის კითხვისას გრჩება გრძნობა, რომ ბავშვობიდან მოყოლებული, რუსთაველის პროსპექტითა და იუსტიციის სამინისტოროთი დამთავრებული, დადის და გზადაგზა ტკივილებს აგროვებს, თითქოს მის ცხოვრებას ის ერთადერთი მისია ჰქონდეს, რაც შეიძლება მეტი ტკივილი დაინახოს, იგრძნოს და შენც გაგრძნობინოს, ეს მაშინ, როცა ყველა „დიდად ვმეცადინეობთ“ ტკივილების დავიწყებაში. პირადად მე ნატას ლექსებმა დამიტოვეს თუშური მოთქმის განცდა. იცით თქვენ რას ნიშნავს-თუშური მოთქმა - როცა ერთი მოსთქვამს, ჩამოთვლის გარდაცვლილის ღირსებებს, ხასიათს, მისის ოჯახის წევრებს და მოსამძიმრეები ერთხმად - დალაი! დალაის!-ეუბნებიან. ამ გრძნობას ტობებენ ლექსები „სერაფიმა საბუკა“ და ყვავების წვიმა“ - ამ ლექსებში მოსთქვამს და შენგან „დალაის!“ ელოდება. „ქართული ნანა“ რა ჩამოგაყოლო, ბავშვობის მეგობარო, გზად მიმავალს, საიდანაც მომბრუნებელი არვინ გვინახავს. არჩევანი შენია. გული, რომელიც ტყვიით გასკდა, ჩემი გულით არ გამთელდება“.
„ყვავების წვიმა“ ჯერ ყვავილების ბაზრობაზე, ჰოლანდიური ვარდისფერი ჰორტეზიები გამოვისყიდო, გამოვტაცო ჩემი პრემია, ბანკის ბანკომატს, რომ ფულით და ყვავილებით, დავემშვიდობო ბავშვობის ბიჭს, გულ-გაგლეჯილი, გარეული ნადირივით გამეტებული, რომ გაწირეს სოფლის თებერვალში, და ახლა მიწა თავისას ელის...“
და ნახეთ, რას ამბობს ბოლოს: „სიყვარულიც ასეთია, ხეების ჩარგვა, მკვდრებისათვის ცოცხალთ გულ-გვამში.“
„გამორჩეულია : „ანგელოსი ესმა ონიანი“ „პლეხანოვზე, რამდენჯერ გვერდითაც კი ჩავუარე, ვინ იცის, და მან ჩემი თვალები საკუთარი ლექსებით იცნო.“ - ნებისმიერი დაწერდა მე ვიცანიო, აქ კი პირიქითაა, - მან ჩემი თვალები საკუთარი ლექსებით იცნო. საინტერესოა - „გულწითელას ბუდეში სიკვდილის შიშით ჩასახულები“, „ვარიაცია“ რომელიც ჰარუკი მურაკამის რომანის შთაგონებით აქვს დაწერილი. ეს რომანი მე სამჯერ წავიკითხე- პირველად ვერაფერს მივხვდი და მივხვდი იმას, რომ რაღაცს უნდა მივმხვდარიყავი, მეორედ -მივხვდი, რას უნდა მივმხვდარიყავი და მესამედ-უკვე ყველაფერი გასაგები გახდა. ნატამ კი ისე გაითავისა, მშვენიერი ლექსებიც მიუძღვნა.- ეს, დარწმუნებული ვარ, სულიერი ნათესაობით, მსგავსებით არის გამოწვეული, იმ ზებუნებრივი მოვლენების მიმართ, რაც რომანშია. ასევე ძალიან საინტერესოა „მიკრობლოგი“-წიგნის მესამე ნაწილი. მკითხველს ვურჩევდი, ნატას ლექსების კრებულის კითხვა ამ „მიკრობლოგიდან“ დაეწყო. ეს გახლავთ მოკლე ჩანაწერები, ნაფიქრებიც, ნაცხოვრებიც, ნაოცნებარიც, ცხოვრებისეული დასკვნებიც, პიროვნული ზრდა - ამის შემდეგ ლექსები უკვე აბსლუტურად გასაგები გახედა, მიხვდებით რას რატომ წერს, საიდან წერს და ასე რატომ წერს... ისევე როგორც ლექსებში, ამ ჩანაწერებშიც ბევრი რამ არის საყურადღებო. პირადად მე ბევრი რამ მომეწონა და განსაკუთრებით საკუთარ ბავშვობაზე როცა წერს: „ბავშვობის შავ-თეთრ ფოტოებს, მთლად შავ-თეთრსაც ვერ ვუწოდებ, უფრო ეს იყო ე.წ.სერპია. მე ვამბობ, რომ იქ ნათლად ჩანს ჩემი მომავალი ცხოვრება. სახეს ატყვია და თვალებისა და ხელების მოძრაობაზეც ვიშიფრები“. ნამდვილად გაშიფრულია მისი მომავალი ცხოვრება და ეს ამ წიგნად მოგართვათ. თქვენც გაიშიფრებით ამ წიგნით, იმის მიხედვით, რამდენად მიიღებთ. საერთოდ, მთლიანად დასამახსოვრებელია ჩანაწერი - „დავიწყოთ აქედან“.- „ფუტკარი რა მაგარია, გაჭმევს და მერე სანთელს გაწვდის სამოთხისკენ მიმავალ გზაზე რომ ემანდ, შემთხვევით იმ ქვას ფეხი არ წამოკრა, რომელიც გულზე გადევს.“ - ეს ფრაზა, არ ვიცი, როგორ შეიძლება მოგივიდეს აზრად. სანთელი თურმე, იმისათვის არის, სამოთხისაკენ მიმავალ გზაზე იმ ქვას რომ არ წამოკრა ფეხი, რომელიც გულზე გადევს! არასდროს დამავიწყდება. დიდი ჩამონათვალი გამომივა ყურადღებამისაქცევი ფრაზების, მაგალითად, ხის დანიშნულებაზე, მიწის დანიშნულებაზე, ჰაერის, რიცხვი ცხრიანის საკრალურ მნიშვნელობაზე, ადამიანი ადგილზე ცხოვრებაში, სულიერ პროცესებზე, სიკეთესა და ფანტაზიაზე... და ასე შემდეგ. რასაც მე მივხვდი და თქვენც აუცილლებლად დაინახავთ, - ავტორს თავის გარშემო არაფერი დარჩენია ისეთი, რისთვისაც ყურადღება არ მიექცია და ლექსად არ გადაექცია. საბოლოოდ იმის თქმა მინდა, ნატა ვარადა არის ძალიან საინტერესო ავტორი. მე, ალბათ, მომინდება ხოლმე ამ წიგნიეს კიდევ ერთხელ გადაკითხვა და დარწმუნებული ვარ, თქვენც.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
35. 34. 21 თებერვალს შედგება ნატა ვარადას და გიორგი ხატიაშვილის წიგნის რეპრეზენტაცია. მიყევით ამ ლინკს.
https://www.facebook.com/events/1406123216315110/?ref=notif¬if_t=plan_user_invited ტენდი. 2014-03-13 16:31:10 34. 21 თებერვალს შედგება ნატა ვარადას და გიორგი ხატიაშვილის წიგნის რეპრეზენტაცია. მიყევით ამ ლინკს.
https://www.facebook.com/events/1406123216315110/?ref=notif¬if_t=plan_user_invited ტენდი. 2014-03-13 16:31:10
34. 21 თებერვალს შედგება ნატა ვარადას და გიორგი ხატიაშვილის წიგნის რეპრეზენტაცია. მიყევით ამ ლინკს.
https://www.facebook.com/events/1406123216315110/?ref=notif¬if_t=plan_user_invited 21 თებერვალს შედგება ნატა ვარადას და გიორგი ხატიაშვილის წიგნის რეპრეზენტაცია. მიყევით ამ ლინკს.
https://www.facebook.com/events/1406123216315110/?ref=notif¬if_t=plan_user_invited
33. სწრაფი კითხვისას ყველა დეტალს ვერ ამჩნევ. გმადლობ სწრაფი კითხვისას ყველა დეტალს ვერ ამჩნევ. გმადლობ
32. ამ წიგნს რა ჰქვია და ჰომ წერია ჩემს წერილში? "ამებური სიმღერები" :))) ამ წიგნს რა ჰქვია და ჰომ წერია ჩემს წერილში? "ამებური სიმღერები" :)))
31. ვნახე სათაური. ვნახე სათაური.
30. ახალ წიგნს რა ჰქვია? ვიცი ეს ავტორი :-) ჯერ კიდევ ლიტ.გე-ზე რომ იდებოდა მაშინ ვკითხულობდი ახალ წიგნს რა ჰქვია? ვიცი ეს ავტორი :-) ჯერ კიდევ ლიტ.გე-ზე რომ იდებოდა მაშინ ვკითხულობდი
29. კიი. ეგ არის, მაგრამ ეგ პროზაა. მე პოეტურ კრებულზე ვწერ. კარგი ავტორია,ძალიან :) კიი. ეგ არის, მაგრამ ეგ პროზაა. მე პოეტურ კრებულზე ვწერ. კარგი ავტორია,ძალიან :)
28. საიტზე მხოლოდ "დედის კერძი" დევს http://www.biblusi.ge/item/proza/12863-dedis-kerZi---nata-varada.html?lang=ka-GE ეს არის? საიტზე მხოლოდ "დედის კერძი" დევს http://www.biblusi.ge/item/proza/12863-dedis-kerZi---nata-varada.html?lang=ka-GE ეს არის?
27. :საუნჯეა" და იყიდება ბიბლუსის ქსელში :) :საუნჯეა" და იყიდება ბიბლუსის ქსელში :)
26. რომელი გამომცემლობაა, სად იყიდება წიგნი? რომელი გამომცემლობაა, სად იყიდება წიგნი?
25. საინტერესოა და ამ ნაწერმა დამაინტერესა გავიცნო ეს ავტორი. საინტერესოა და ამ ნაწერმა დამაინტერესა გავიცნო ეს ავტორი.
24. კარგი საღამო იყო ნამდვილად, მაგდალენა. ფოტოები ფორუმზე დევს :) კარგი საღამო იყო ნამდვილად, მაგდალენა. ფოტოები ფორუმზე დევს :)
23. ყველაზე მეტად, ასეთი საინტერესო საღამოების გამო მწყდება გული, რომ იქ არა ვარ, სადაც მინდა, ვიყო! ამიტომ ამ წერილის გამო ავტორს, ორმაგი მადლობა! ყველაზე მეტად, ასეთი საინტერესო საღამოების გამო მწყდება გული, რომ იქ არა ვარ, სადაც მინდა, ვიყო! ამიტომ ამ წერილის გამო ავტორს, ორმაგი მადლობა!
22. ნეფერტარო, რა კარგია, გუგამ რომ არ იცის, რა არის მაღალი წნევა. :)
ნეფერტარო, რა კარგია, გუგამ რომ არ იცის, რა არის მაღალი წნევა. :)
21. ტენდი, მეც ველოდები რა "ჭიმიას" გაგრძელებას. როცა თავს კარგად იგრძნობთ, მაშინ დაგვიდეთ. გუგამ ჯერ არ იცის რა არის მაღალი წნევა :D
ტენდი, მეც ველოდები რა "ჭიმიას" გაგრძელებას. როცა თავს კარგად იგრძნობთ, მაშინ დაგვიდეთ. გუგამ ჯერ არ იცის რა არის მაღალი წნევა :D
20. გუგა. :))))) ამ წერილს და მაღალ წნევას გადავყევი :)))) გუგა. :))))) ამ წერილს და მაღალ წნევას გადავყევი :))))
19. გუგა. :))))) ამ წერილს და მაღალ წნევას გადავყევი :)))) გუგა. :))))) ამ წერილს და მაღალ წნევას გადავყევი :))))
18. ძვირფასო ტენდი! ეს კია ბატონო ჩემო კარგი, მაგრამ..............ველოდები გაგრძელებას ...................
ნუ ზარმაცობთ........თორემ................უტუტუუტუ!!!!
ფრიადი ძვირფასო ტენდი! ეს კია ბატონო ჩემო კარგი, მაგრამ..............ველოდები გაგრძელებას ...................
ნუ ზარმაცობთ........თორემ................უტუტუუტუ!!!!
ფრიადი
17. მინდა გიცნობდე ტენდი. მარიკელა. 2014-03-01 19:19:20
მაგაზე ადვილი რა არის?! :) მეც მომინდა შენი გაცნობა. :) მინდა გიცნობდე ტენდი. მარიკელა. 2014-03-01 19:19:20
მაგაზე ადვილი რა არის?! :) მეც მომინდა შენი გაცნობა. :)
16. მინდა გიცნობდე ტენდი. მინდა გიცნობდე ტენდი.
15. ლელი, ჟადენ, მადლობა! :) ნატას მაგივრადაც. :) ლელი, ჟადენ, მადლობა! :) ნატას მაგივრადაც. :)
14. ძალიან საინტერესო განხილვაა, ტენდი :) კარგი, საინტერესო ავტორი, კიდევ უფრო საინტერესოდ დანახული. ძალიან საინტერესო განხილვაა, ტენდი :) კარგი, საინტერესო ავტორი, კიდევ უფრო საინტერესოდ დანახული.
13. მშვენიერი პუბლიცისტიკა, კარგ ავტორზე! მშვენიერი პუბლიცისტიკა, კარგ ავტორზე!
12. მადლობა ყველას! პუბლიცისტიკის მოწონებსთვისაც და ნატა ვარადას პოეზიის შეფასებისთვისააც :) :)
ლიტ-მოვლენებში დევს ინფორმაცია, თუკი პრეზენტაციით დაინტერესედებით და მოხვალთ. :) მადლობა ყველას! პუბლიცისტიკის მოწონებსთვისაც და ნატა ვარადას პოეზიის შეფასებისთვისააც :) :)
ლიტ-მოვლენებში დევს ინფორმაცია, თუკი პრეზენტაციით დაინტერესედებით და მოხვალთ. :)
11. ავტორი: ტენდი ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა ჩემი შეფასება: 5 ავტორი: ტენდი ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა ჩემი შეფასება: 5
10. ოო, ეს პრეზენტაციები ისეთ დროს ინიშნება რომ სამსახურიდან ვერ გავდივარ და ავცდი ყველაფერს.
მესიამოვნა წაკითხვა, ზუსტად მჭირდებოდა. 5... ოო, ეს პრეზენტაციები ისეთ დროს ინიშნება რომ სამსახურიდან ვერ გავდივარ და ავცდი ყველაფერს.
მესიამოვნა წაკითხვა, ზუსტად მჭირდებოდა. 5...
9. ტენდი ძალიან კარგი, საინტერესო პუბლიკაცია მოგითავსებია, ნატა ვარადას შემოქმედებას ამ ნაწერის შემდეგ გავეცანი და შენი შეფასება ავტორის შესახებ ძალიან კარგია და ზუსტია.
ძალიან საინტერესო , განცდებითა და შეგრძნებებით დატვირთული ლექსები აქვს ნატა ვარადა რიგი პოეტი კი არა ფილოსოფური აზროვნების პოეტია.
ცვიცი შენ არაფერი შეგეშლება და გისურვებ ,როგორც ყოველთვის ახლაც ყინვალედ წარდგინებას. თუ შეძლო დამიდე ვიდეო. ტენდი ძალიან კარგი, საინტერესო პუბლიკაცია მოგითავსებია, ნატა ვარადას შემოქმედებას ამ ნაწერის შემდეგ გავეცანი და შენი შეფასება ავტორის შესახებ ძალიან კარგია და ზუსტია.
ძალიან საინტერესო , განცდებითა და შეგრძნებებით დატვირთული ლექსები აქვს ნატა ვარადა რიგი პოეტი კი არა ფილოსოფური აზროვნების პოეტია.
ცვიცი შენ არაფერი შეგეშლება და გისურვებ ,როგორც ყოველთვის ახლაც ყინვალედ წარდგინებას. თუ შეძლო დამიდე ვიდეო.
8. მე არ ვიცნობ მის შემოქმედებას...წერილიდან ჩანს, რომ კარგი პოეტია...:-* მე არ ვიცნობ მის შემოქმედებას...წერილიდან ჩანს, რომ კარგი პოეტია...:-*
7. ნატა არაჩვეულებრივი პოეტია, თქვენი წერილიც ძალიან კარგად აჩვენებს ნატას შემოქმედების შტრიხებს. ვგეგმავ მოსვლას, იმედია არაფერი ,,გამომიხტება,, თორე წინა საღამოზეც არ ვიყავი და გული დამწყდა. ნატა არაჩვეულებრივი პოეტია, თქვენი წერილიც ძალიან კარგად აჩვენებს ნატას შემოქმედების შტრიხებს. ვგეგმავ მოსვლას, იმედია არაფერი ,,გამომიხტება,, თორე წინა საღამოზეც არ ვიყავი და გული დამწყდა.
5. საინტერესოა საინტერესოა
4. ძალიან კარგი, თუ მოხვალ, გაგიცნობ :) ძალიან კარგი, თუ მოხვალ, გაგიცნობ :)
3. რა საინტერესოააააააააააა.
მე მინდა მოსვლაააააააა. რა კარგიააააააააააა რა საინტერესოააააააააააა.
მე მინდა მოსვლაააააააა. რა კარგიააააააააააა
2. ეს წერილი ცოტა შესასწორებელია, მგონი, მაგრამ ახლა, პარასკევს, 28-ში, ზამთრის ბოლო დღეს, ამ წიგნის პრეზენტაციაა და მინდა წაკითხვა მოასწოთ. ეგება, დაგებადოთ პრეზენტაციაზე მოსვლის სურვილი. :) :)
მისამართი: ტაბიძის 3/5, რესტორაცია დივანი, 28 თებერვალს, 19 საათზე
ეს წერილი ცოტა შესასწორებელია, მგონი, მაგრამ ახლა, პარასკევს, 28-ში, ზამთრის ბოლო დღეს, ამ წიგნის პრეზენტაციაა და მინდა წაკითხვა მოასწოთ. ეგება, დაგებადოთ პრეზენტაციაზე მოსვლის სურვილი. :) :)
მისამართი: ტაბიძის 3/5, რესტორაცია დივანი, 28 თებერვალს, 19 საათზე
1. დაიბეჭდა ნატა ვარადას წიგნი "ამებური სიმღერებიდან" დაიბეჭდა ნატა ვარადას წიგნი "ამებური სიმღერებიდან"
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|