ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დორიანგრეი
ჟანრი: პოეზია
28 თებერვალი, 2014


ქადაგება

ჩემი გონი გაჩახჩახდა, ხვალ მომნათლავთ ყაჩაღადაც,
სიცრუეში მე ნუ გამხვევთ, ჯობია რომ ბრბოს არ აყვეთ,
დაელოდეთ ყველამ  ფინალს,შედეგს ნახავთ ,ორიგინალს,
მერე რა, რომ გვიან მნახეთ,ჩემით  თქვენ სულ იამაყებთ.

ცრემლმა ავი გზა მონამა, ვემსგავსები მძლე ონავარს,
მზე აფეთქებს ქორფა კვირტებს,ბრბო შემუსრავს კოლორიტებს?!
ფრთა შემაჩვევს ცაში ნავარდს, პოეტი- ღვთის მე მონა ვარ,
ბულბულისებრ მგალობ გვრიტებს,მოდით ერთად დავაკვირდეთ.

მუზა ლაშქრით მომესია,ზნედ მაქვს ვწერო პოეზია,
მე -ბოდლერი,მე- გოია, ფესვს ღრმად ვიდგამ- სექვოია,
მსურდა ხელი მომემტვრია,ვინც ფარსი ხმის პოეტია,
ჩემთვის ნაღდი პოეტია,ვინც ბრძნულ ლექსთა კონვერტია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები