ჩემს სამშობლოში რახანია სამშობლო მოჰკალ! მშობლების მკვლელო! ჩემს სამშობლოში რახანია სინდისი მოჰკალ! სხვას ატანინებ ჩვენს კარში ლელოს... ჩვენი ხელებით გვაწვნევინე სახრჩობი თოკი, სახრჩობი თოკი-ჩხრიალა გველი.
იყო დრო, როცა ვამაყობდით სხვათა წინაშე, არ ვხრიდით თავებს.. იყო დრო, როცა ვამაყობდით ყველას წინაშე, მერე დაგვატყდა სატკივარი:-ჭირიც და ავიც, ჭკუა გვიჭრიდა,სული გვქონდა აბჯარ -რკინაში და სისხლძარღვებში გვიდუღდა ლავა..
ჩვენ ვზარდეთ ცოტნე,რუსთაველი,ვაჟა,ილია, ბაღვაშიც ვზარდეთ... ვზარდეთ თამარი,რუსთაველი,ვაჟა,ილია, სხვაც ბევრი ვზარდეთ მარგალიტთ გარდა, ქართველ დედათა ვარსკვლავები-თვალნი ტირიან, ტუჩს დასჭკნობიათ ღიმილის ვარდი...
გზაგასაყარზე დაგვასახლე უფალო ღმერთო! ეს გვერგო ბედად.. რჩეულ მიწაზე დაგვასახლე უფალო ღმერთო! და ჩაგვაბარე საკუთარ დედას, ჩვენ კი მოვკალით დედები და სხვა არაერთი, დედის ცრემლებით დაგვტირის გედი...
დამწვარ აკვნების ფერფლში დავალ,ძვლებამდე მტკივა ჩვენი წარსული,სხვა რაღა დაგვრჩა? აწმყოც გამოვწვით,ფერფლში დავალ,სულამდე მტკივა და ზეცას უფლის ლაჯებში გაჩრილს, თავზე დავიმხობთ,მერე თვალით დავიწყებ კივილს, სხეულს მივაგდებ კუთხეში ფარჩაკს...
როგორ წარსდგები ღვთის წინაშე ბავშვების მკვლელო! ატმანში გახვალ... როგორ წარსდგები შე პირშავო,დედების მკვლელო! ბედკრულ სამშობლოს დაუგე მახე, შენამდეც მოვა უცილობლად სიკვდილის გველი, არ ხარ უკვდავი და მერე ნახავ...
შემოგვეპარა ჩვენ სიბეცე და ვეღარ ვარჩევთ ავსა და მართალს... შემოგვეპარა ნაბიჯნაბიჯ და ვეღარ ვარჩევთ სულით გამყიდველს და სულით ქართველს, ყველამ წარგვტაცა წარსატაცი,აღარა დაგვრჩა, ვეღარ გავზარდეთ არწივთა მართვე.
ვხედავ დავკარგეთ ბრძოლის ჟინი,დაჩლუნგდა გორდა, შესაბამისად დაჩლუნგდა აზრიც, როცა დავკარგეთ ბრძოლის ჟინი,დაჩლუნგდა გორდა, მამაპაპანი საფლავში დაზრნენ, მოვა სიკვდილი ბინდისფერი, სმენა და სწორდი! -გეტყვის და ამტვრევ სიცოცხლის რაზას..
დმ.28.02.2014წ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
17. მაგარია. +++++ მაგარია. +++++
16. მშვენიერია ! +++ მშვენიერია ! +++
15. ძაან მაგარია ძაან მაგარია
14. ტკივილიანი ლექსი! ტკივილიანი ლექსი!
13. დაწყნარდი ბერო! შენ არ გაქვს უფლება მკრეხელობაში დაადანაშაულო სხვა,ვინაიდან ერთი ჩვეულებრივი მოკვდავი ხარ.. შენ და მე ერთიდაიგივე ხეს ვუყურებთ სხვადასხვანაირად... :) დაწყნარდი ბერო! შენ არ გაქვს უფლება მკრეხელობაში დაადანაშაულო სხვა,ვინაიდან ერთი ჩვეულებრივი მოკვდავი ხარ.. შენ და მე ერთიდაიგივე ხეს ვუყურებთ სხვადასხვანაირად... :)
12. ზოგადად მომეწონა, გაცილებით მომეწონებოდა ერთი ადგილი რომ არ აფუჭებდეს ძალიან
"აწმყოც გამოვწვით,ფერფლში დავალ,სულამდე მტკივა და ზეცას უფლის ლაჯებში გაჩრილს,"
ზეცას უფლის ლაჯებში გაჩრილს - საშინელებაა, მკრეხელობა, უფლის შეურაცხყოფაა. ზოგადად მომეწონა, გაცილებით მომეწონებოდა ერთი ადგილი რომ არ აფუჭებდეს ძალიან
"აწმყოც გამოვწვით,ფერფლში დავალ,სულამდე მტკივა და ზეცას უფლის ლაჯებში გაჩრილს,"
ზეცას უფლის ლაჯებში გაჩრილს - საშინელებაა, მკრეხელობა, უფლის შეურაცხყოფაა.
11. მიხარია, დათო, რომ ასეთ სატკივარს შეეხო შენი პოეზია,სატრფიალოებში ვიყავით განებივრებულნი, გაიხარე, ჭეშმარიტად ქართული სულის მატარებელი კაცი რომ ხარ. მიხარია, დათო, რომ ასეთ სატკივარს შეეხო შენი პოეზია,სატრფიალოებში ვიყავით განებივრებულნი, გაიხარე, ჭეშმარიტად ქართული სულის მატარებელი კაცი რომ ხარ.
10. უფალს შატილიონო! :) უფალს შატილიონო! :)
9. დავით, ლექსი, რა თქმა უნდა, კარგია და გასაგებია, მაგრამ სათაურმა დამაბნია, თავსაც აღარ ვატან ძალს, ვიფიქრო, რას გულისხმობ!
++++++++++++555555555555 დავით, ლექსი, რა თქმა უნდა, კარგია და გასაგებია, მაგრამ სათაურმა დამაბნია, თავსაც აღარ ვატან ძალს, ვიფიქრო, რას გულისხმობ!
++++++++++++555555555555
8. ძალიან კარგი ლექსია და ძალიან ცუდია , რომ ასეთი ცოტა კომენტარი და მოწონებაა აქ ! უამრავი კარგი ფრაზა დავიჭირე და ძალიან კარგი იყო მთლიანობაშიც...
ოღონდ ეს ერთი ფრაზა ვერ გავიგე და არ ვიცი, არც მომეწონა ( მინდა ყოველთვის გულწრფელი ვიყო) ასეთი ფრაზებისგან თავი უნდა შევიკავოთ ყველამ, ნუ ეს ჩემი აზრია ყველასთან ბოდიში...ქრისტიანობიდან გამომდინარე დიდი სიფრთხილეა საჭირო, როდესაც უფლის სახელს ვახსენებთ... ,,და ზეცას უფლის ლაჯებში გაჩრილს,'' ...
რაც შეეხება გავლენას და რავი... მუსიკას, რაც პირველივე სტრიქონებიდანვე უცებ ვიგრძენი- მერე რა, მოუხდა ძალიან :)) მამა-პაპანი ტირე უნდა :)
ძალიან კარგი ლექსია და ძალიან ცუდია , რომ ასეთი ცოტა კომენტარი და მოწონებაა აქ ! უამრავი კარგი ფრაზა დავიჭირე და ძალიან კარგი იყო მთლიანობაშიც...
ოღონდ ეს ერთი ფრაზა ვერ გავიგე და არ ვიცი, არც მომეწონა ( მინდა ყოველთვის გულწრფელი ვიყო) ასეთი ფრაზებისგან თავი უნდა შევიკავოთ ყველამ, ნუ ეს ჩემი აზრია ყველასთან ბოდიში...ქრისტიანობიდან გამომდინარე დიდი სიფრთხილეა საჭირო, როდესაც უფლის სახელს ვახსენებთ... ,,და ზეცას უფლის ლაჯებში გაჩრილს,`` ...
რაც შეეხება გავლენას და რავი... მუსიკას, რაც პირველივე სტრიქონებიდანვე უცებ ვიგრძენი- მერე რა, მოუხდა ძალიან :)) მამა-პაპანი ტირე უნდა :)
7. დიახ დიახ ანი :)))) ის ერთი ვინმე შენი ქმარია ;) ჩემგანაც მოკითხვა ორივეს:))) დიახ დიახ ანი :)))) ის ერთი ვინმე შენი ქმარია ;) ჩემგანაც მოკითხვა ორივეს:)))
6. სათაური ...ვერ მივხვდი რას ნიშნავს... მო ეწონა ძალიან...კარგი ლექსია, ოღონდ მეხუთე კომენტარს რომ არ დავეთანხმო არ შემიძლია...კითხვისას მეც ზუსტად იმ ერთი ვინმის პოეზია გამახსენდა...:) ასეიძლება სულაც დამთხვევაა არ ვიცი, თუნდაც მიბაძვა...კარგი ლექსი კია... სათაური ...ვერ მივხვდი რას ნიშნავს... მო ეწონა ძალიან...კარგი ლექსია, ოღონდ მეხუთე კომენტარს რომ არ დავეთანხმო არ შემიძლია...კითხვისას მეც ზუსტად იმ ერთი ვინმის პოეზია გამახსენდა...:) ასეიძლება სულაც დამთხვევაა არ ვიცი, თუნდაც მიბაძვა...კარგი ლექსი კია...
5. დავით, კარგი ლექსია, მაგრამ ერთი ვინმეს პოეზიას მაგონებს ნამეტანი. ფორმით, მელოდიით, რეფრენის სპეციფიკით და ა. შ..
მოკითხვა. დავით, კარგი ლექსია, მაგრამ ერთი ვინმეს პოეზიას მაგონებს ნამეტანი. ფორმით, მელოდიით, რეფრენის სპეციფიკით და ა. შ..
მოკითხვა.
4. ,,ახალაიას გავლენა აქ ამ ლექსს !'' ალბათ გინდოდათ გეთქვათ- გავლენა აქვსო.
არ იცნობთ ავტორს, ამიტომ წერთ ასე. :) ,,ახალაიას გავლენა აქ ამ ლექსს !`` ალბათ გინდოდათ გეთქვათ- გავლენა აქვსო.
არ იცნობთ ავტორს, ამიტომ წერთ ასე. :)
3. +2 ახალაიას გავლენა აქ ამ ლექსს ! +2 ახალაიას გავლენა აქ ამ ლექსს !
1. პუბლიცისტურ ნაშრომს გავს, მე კი თქვენი ლექსები მომწონს :)
სათაური რას ნიშნავს?
პუბლიცისტურ ნაშრომს გავს, მე კი თქვენი ლექსები მომწონს :)
სათაური რას ნიშნავს?
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|