იასამნისფერ სილურჯეს მომწვანო ელფერი დაკრავდა... თითქოს უკრავდა, მაგრამ ხმა არსაიდან ისმოდა... არც ზუზუნებდა, არც გუგუნებდა, არც თრთოდა და არც ციმციმებდა... თითქოს ეღვიძა, მაგრამ მაინც ამთქნარებდა. არა, არ ეძინა, უბრალოდ სთვლემდა, თორემ ისე ყველაფერი მშვენივრად ესმოდა და ყველაფერსაც მშვენივრად ხედავდა. მას დღეს, დღეს ასე სჭირდებოდა. მაგრამ, რატომ? არ იცოდა. არც უნდოდა სცოდნოდა. რაში სჭირდებოდა? თითქოს იხსენებდა, თითქოს რაღაცას ხვდებოდა, თითქოს გრძნობდა... მაგრამ პასუხს მაინც ვერ უძებნიდა თუ საიდან, როგორ ან რატომ მოხვდა აქ. არადა, თითქოს უნდოდა... მაგრამ თან არ უნდოდა... ამ დროს ეგონა, რომ სულ მალე გავიდოდა ფონს და მერე უკვე სულ ერთი იქნებოდა, ან ორი, ან სამი და... მერე ამას არანაირი მნიშვნელობა აღარ ექნებოდა... თითქოს ახლოს იყო მიზანთან, თითქოს... მაგრამ... იასამნისფერ სილურჯეს მომწვანო ელფერი დაკრავდა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. "იასამნისფერ სილურჯეს მომწვანო ელფერი დაკრავდა..."
რა კარგი ფერია ეს :)
"იასამნისფერ სილურჯეს მომწვანო ელფერი დაკრავდა..."
რა კარგი ფერია ეს :)
2. კი, ბატონო. მაგაშია საქმე. მადლობა. გაიხარე! კი, ბატონო. მაგაშია საქმე. მადლობა. გაიხარე!
1. თითქოს საინტერესოა! ;) თითქოს საინტერესოა! ;)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|