ბებიკო ნაილი
ეს წიგნი ბავშვებისთვისაა დაწერილი, მხოლოდ და მხოლოდ ბავ-შვე-ბის-თვის. ამასთან, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, ბავშვი შვიდი წლისაა, ჩვიდმეტის თუ სამოცდაშვიდის.
თუკი ამგვარმა განცხადებამ შენში კამათის სურვილი აღძრა ან ოდნავ განსხვავებული მოსაზრება გაგაჩნია ბავშვობის ასაკთან დაკავშირებით, გირჩევ, კითხვა არ გააგრძელო - ჩემი გაცნობა მხოლოდ და მხოლოდ ნერვებს მოგიშლის, ამის გამო კი თავს ორივე უხერხულად ვიგრძნობთ.
ისევ აქ ხარ?.. აი, ეს მესმის!
მოხერხებულად მოეწყვე, რა. მეც ჩემს საწერ მაგიდასთან მოვკალათდები - დიდ, ძველებურთაღიან ფანჯარასთან, რომელიც ბევრმეზობლებიანი სახლის, სულ ბოლო, მესამე სართულზეა და საიდანაც, დაუჯერებლად მყუდრო და ლამაზი, ხელისგულისოდენა სკვერი მოჩანს. როცა არ უნდა გადაიხედო, სკვერში სულ ბავშვები თამაშობენ - თუ, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი ამინდი არაა და მშობლებს შინ არ ჰყავთ გამოკეტილები. ამ დროს, დაცარიელებულ საქანელებთან და სასრიალოებთან მხოლოდ შეყვარებულები რჩებიან ხოლმე. მათ არც ცუდი ამინდი ენაღვლებათ და არც ის, რომ ჩვენი დიდი სახლის თვალებადქცეულ ფანჯრებს არაფერი გამოეპარებათ და, უნდათ თუ არ უნდათ, მათი ყველა საიდუმლო ზეპირად იციან.
მზიან დღეებში ხის ფერად სკამებზე მოხუცებიც სხდებიან და მაშინ ისინიც ბავშვებს ჰგვანან, ოღონდ ისეთ ბავშვებს, ერთბაშად ყველა თამაში რომ დაავიწყდათ.
კიდევ აქ ხეები დგას: ნაძვები და აკაციები - სახლზე მაღალი, ბრძენკაცებივით სიტყვაძუნწი და სანდო ხეები.
ხეებს ჩიტები სტუმრობენ ხოლმე.
ცაც ერთი ხელის გაწვდენაზეა.
აი, ასეთ ზღაპრულ ადგილას ვხვდები, მოვხურავ თუ არა ჩემი ოთახის კარს, რომელსაც არავინ შემომიღებს იმიტომ, რომ ჰგონიათ ვმუშაობ. ჰო, არიან ქვეყნად უცნაური ადამიანები, წერა და მუშაობა ერთი და იგივე რომ ჰგონიათ. ეგონოთ, რა... მე და ჩემი განუყრელი ნოუთბუქი სულ არ ვფიქრობთ ასე. მგონი, ამიტომ - არასოდეს გვბეზრდება ერთმანეთი.
ყავის ფინჯანიც სულ გვერდით მიდგას.
იცი, რა საოცარი ფინჯანი მაქვს? დაბადების დღეზე მაჩუქეს – ახალი წლის წინა დღეს, იმ უბრალო მიზეზით, რომ მასზე ზუსტად ერთი დღით ადრე დავიბადე. თავიდან ჩვეულებრივი მეგონა და სხვა ფინჯნებთან ერთად მივუჩინე ადგილი თაროზე. მერე კი, თანდათან დავრწმუნდი, რომ ჯადოსნურია. საკმარისია, აქედან ერთი ყლუპი ყავა მოსვა, რომ წარმოუდგენელი ძალით ივსები, ყველაფერი უცნაურად მარტივი და გასაგები ხდება შენთვის. თუკი ოდესმე მესტუმრები, აუცილებლად შემოგთავაზებ ფინჯან ყავას და დარწმუნდები, რომ მართალს ვამბობ.
უ-უჰ... საით გავუტიე!
სიმართლე თუ გინდა, ჩემზე კი არა, ბებიკო ნაილზე უნდა მომეყოლა. ეს აუცილებლად და ყოველმიზეზგარეშე უნდა გავაკეთო, თორემ ზღაპარში მოხვედრის არაჩვეულებრივ შანსს დაკარგავ და თავს ვერასოდეს ვაპატიებ! ასეთი შანსი, ასეც ხდება ხოლმე, მხოლოდ ერთხელ, ერთადერთხელ, ეძლევა ადამიანს. ამიტომაც, მოდი, ასე ვქნათ – სხვა რამეებს სხვა დროს მოგიყვები, ახლა კი ჩემი ამბების სულ მთავარ გმირს წარმოგიდგენ.
ბებიკო ნაილი ჰქვია-მეთქი, ხომ გითხარი? თუმცა, კაცმა რომ თქვას, ვინმეს გასაცნობად, მხოლოდ სახელი ბევრს არაფერს, უფრო სწორად, სრულიადაც არაფერს, ნიშნავს, ამიტომ უფრო არსებითზე შევაჩერებ შენს ყურადღებას... მმმ... სულაც და სულაც, ასე დავიწყებ:
ბებიკო ნაილს ძალიან უყვარს სეირნობა, განსაკუთრებით, შეღამებისას. სწორედ მაშინ, ადამიანები საკუთარ სახლებს რომ უბრუნდებიან, სინათლეს ანთებენ, ვახშამს ამზადებენ, იცინიან, ხმაურობენ, ერთმანეთს თავს გადახდენილ ამბებს უყვებიან, კამათობენ, ტირიან... გარეთ მათი ხმები თავისებურ, მრავალხმიან ჰანგად ერთდება და ქუჩებს უცნაური ხიბლით ავსებს. შენი კი უცნობი მოგზაურივით შორიდან უყურებ განათებულ ფანჯრებსა და აივნებზე გამოფენილ სხვების ცხოვრებას, გული რატომღაც დანაშაულზე წასწრებულივით გიცემს და ხვდები, როგორი განუმეორებელი, საინტერესო და ამაღელვებელია თითოეული ადამიანის ყოფა, თუმცა მათ უმეტესობას, ძალიან ხშირად, წარმოდგენაც კი არა აქვს ამის შესახებ.
ასე, ან დაახლოებით ასე, ფიქრობდა ბებიკო ნაილი, რომელმაც იმ საღამოს იმდენი იხეტიალა, ფეხებს რომ ენა ჰქონოდათ, ხვეწნით აიკლებდნენ, ცოტა მაინც მოგვასვენეო. ფეხების გასაჭირი მათივე პატრონს ოდნავადაც არ ანაღვლებდა. თვითონ, როგორც ყოველთვის, თავს მშვენივრად გრძნობდა და იოტისოდენა ეჭვიც კი არ ეპარებოდა იმაში, რომ ასევე, მშვენივრად, გამოიყურებოდა. თავად განსაჯე: თეთრი, ღამის პერანგივით ანაოჭებული და საუცხოოდ დაუთოებული მოკლესახელოებიანი კაბა ეცვა, იქიდან ძაფივით წვრილი ხელ-ფეხი მოუჩანდა – ზუსტად ისე, ბავშვები რომ ხატავენ ხოლმე; კაბასავითვე თეთრი და ფუმფულა თმა ღრუბელივით ადგა თავზე, ხოლო უჩვეულოდ ლურჯი თვალები, ახლა განცდილი სიამოვნებისგან რომ უბრწყინავდა, ყვავილებივით გადაშლოდა ერთიანად ნაოჭებით დაფარულ, მეტისმეტად ფერმკრთალ სახეზე.
როდის-როდის გადაწყვიტა შინ დაბრუნება. აქეთ-იქით ყურებას შეეშვა. აუჩქარებლად მიუყვებოდა გზას შინისაკენ, თან საკუთარი ნაბიჯების ხმას უსმენდა მთელი გულისყურით. სახლთან მისულმა გასაღების ძებნას მიჰყო ხელი, მაგრამ ვერსად მიაკვლია – ვერც ჯიბეში ნახა, ვერც ხელჩანთაში. მიწაზეც ბევრი ეძება, ხომ არსად დამივარდაო. ბოლოს, შემთხვევით, კარის სახელური მოსინჯა და ძალიან გაიხარა, ჭიშკარი ღია რომ დაუხვდა, შინიდან გასვლისას დასაკეტი დარჩენოდა.
მეტად დაბნეული ვინმეა ბებიკო ნაილი.
თუმცა, უნდა ითქვას, ამის გამო სხვები უფრო წუხან, თორემ თვითონ ჩვეულებრივ ამბად მიაჩნია - ყველა წვრილმანს ხომ ვერ დავიმახსოვრებო. თუ სახლის კარი გამუდმებით ღია გრჩება, ეს ამბავი წვრილმანი კი არა, სხვა, ნებისმიერი ადამიანისთვის, სერიოზული შეშფოთების საბაბი იქნებოდა – ვინ იცის, ქვეყნად რამდენი ქურდბაცაცა დაეხეტება, მაგრამ ბებიკო ნაილს ეს რატომღაც სრულიად არ აღელვებს. სახლში მათთვის საინტერესო არაფერი ეგულება, ხოლო მოულოდნელი სტუმრობისთვის შეიძლება მადლობაც კი გადაუხადოს. დიდი ხანია, უნდა გაიგოს, რატომ ირჩევს ზოგიერთი ასეთ უიღბლო და ბრიყვულ პროფესიას. ჰოდა, მიიწვევს ფინჯან ყავაზე და დაწვრილებით გამოკითხავს. წარმოგიდგენია, რა გულითადი საუბარი გამოუვათ?!
ასეა თუ ისე, იმ დღეს ბებიკო ნაილს სახლში ქურდი არ დახვედრია. ამ უბრალო მიზეზით, არც ზემოაღნიშნული საუბარი შედგა და ყავის დალევამაც მარტოს მოუწია. გავრცელებული აზრის საწინააღმდეგოდ, ღამით ყავის სმა უძილობას იწვევსო, ჩვევად აქვს, ძილის წინ მაგარი ყავა მიირთვას. მერე რა, უძილობას მაინც არ უჩივის. ალბათ იმიტომ, რომ ერთი სული აქვს, თავი ბალიშზე დადოს და სიზმრების იდუმალ სამყაროში შეაბიჯოს.
სიზმრებს კი მართლა შესაშურს ხედავს. ყველას ზღაპრული შინაარსი აქვს და, როგორც წესი, იმ ზღაპრების მთავარი გმირიც თავად გახლავთ ხოლმე. რა აღარ გადახდენია თავს ბალიშს ჩახუტებულს! ზოგიერთი ამბავი იმდენად საინტერესოა, გაგრძელებას ინატრებს ხოლმე და, რა გგონია, მომდევნო ღამესვე ნახულობს კიდეც, როგორც საყვარელი ფილმის მორიგ სერიას. აი, ასეთი უცნაური ამბები ხდება მის თავს.
თუმცა იმ ღამეს დაძინება არც უფიქრია. თავის საყვარელ, ქათქათა თეთრ ფინჯანში, ქაფქაფა შავი ყავა ჩამოისხა, ოთახში სინათლე გამორთო და ფართოდ გამოღებულ ფანჯარას მიუჯდა. გარეთ ისე გაფაციცებით იყურებოდა, თითქოს ღამის სიბნელეში დაჟინებით ცდილობს რაღაცის დანახვასო. ყოველთვის ასე იქცევა ხოლმე, ახალი ზღაპარი რომ უნდა მოიგონოს. ჰო, სწორად მიხვდი... ბებიკო ნაილი მეზღაპრეა, ნამდვილი მეზღაპრე, თუმცა ამ სიტყვის არცთუ მთლად ჩვეულებრივი გაგებით. იგი ზღაპრებს არც წერს და არც მაინცდამაინც ხშირად ჰყვება – ზღაპრებს ქმნის და... მერე შიგ ცხოვრობს.
ფაფასუას ფაფა
მშვენიერი დღე გამოვიდა. ქუჩების მორთვაში გართული ზაფხული დღითიდღე მეტ ნიჭს და ხალისს ამჟღავნებდა. მზეც ფეხდაფეხ დაჰყვებოდა, რომ მისი ყველა მითითება შეესრულებინა: მინებს ელვარებას მატებდა, ბალახს, ფოთლებს და ყვავილებს – სიხასხასეს. ანანომ დედა სამსახურში გააცილა. მერე ფანქრები და ახლადნაყიდი გასაფერადებელი ნაკრები გაშალა მაგიდაზე. სურათების გაფერადება მისი საყვარელი საქმიანობა იყო, თუმცა ახლა ვერაფრით დაუდო გული. დეიდა ნაზი გამალებით ებრძოდა დილის სიმყუდროვეს: სააბაზანოში სარეცხის მანქანას აგრუხუნებდა, სამზარეულოში წყალს აჩხრიალებდა, ჭურჭელს ჭახაჭუხით რეცხავდა, ზრიალ-წკრიალით ამშრალებდა, რადიო უკანასკნელ ხმაზე ჩაერთო და მთელი ეს აურზაური რომ გადაეფარა, ანანოსაც თითქმის ყვირილით არიგებდა ჭკუას.
– ძალიან ცოტას ჭამ, იმიტომაც ხარ ასეთი სუსტი და გალეული. მაგ მადის პატრონი როგორ უნდა გაიზარდო, დედაშენს კიდევ შენზე ნერვიულობა ესაჭიროება? ისედაც ბევრი პრობლემა აქვს იმ საცოდავს, – გაჰკიოდა მთელი უბნის გასაგონად.
უეჭველია, იმედი ჰქონდა, ამგვარი შეგონებით ანანოს მგლის მადას გაუღვიძებდა. თავად არც მადის პრობლემა აწუხებდა და, შესაბამისად, არც წონის. თუმცა გააჩნია, საკითხს რომელი მხრიდან მიუდგები. "მაგალითად, ზოგს არ მოსწონს, როცა ქალი მოსიარულე მთას ჰგავს," – ნიშნისმოგებით გაიფიქრა გულში ანანომ. ხმამაღლა, რა თქმა უნდა, ამის თქმას ვერ გაბედავდა. ჯერ ერთი, იცოდა, დედა არ მოუწონებდა და, მეორეც, დეიდა ნაზის მაინც ვერაფრით დააჯერებდა, რომ არც თავად გახლდათ სრულყოფილების განსახიერება. თავი ყოველმხრივ სამაგალითო პიროვნებად მიაჩნდა და, რაც მთავარია, შემთხვევას ხელიდან არ გაუშვებდა, ეს სხვებისთვისაც დაემტკიცებინა.
დეიდა ნაზი დედას შინაურ საქმეებში ეხმარებოდა. აი, ამაში კი ნამდვილად არ ჰყავდა ტოლი და სწორი: შეეძლო ერთდროულად ერეცხა, ეუთოებინა, ელაგებინა, სადილი გაემზადებინა, დილიდან საღამომდე საკუთარ ბედსა და სხვების უმადურობაზე ეწუწუნა, ხმის ჩახლეჩამდე ტელეფონზე ექაქანა და იოტისოდენა დაღლაც არ ეგრძნო.
"ნაზი კი არა, ნამდვილი დინამომანქანაა", – თქვა ერთხელ მასზე მეზობელმა გამყიდველმა. ანანომ ზუსტად არ იცოდა, ეს რას ნიშნავდა, მაგრამ ეჭვი არ ეპარებოდა, რომ რაღაც ძალიან სწრაფი, ხმაურიანი, გამუდმებით ჩართული და ისეთივე შემაწუხებელი უნდა ყოფილიყო, როგორც დიდი ხნის წინ გამოხრული კბილის ტკივილი.
სანამ დედა, მამა და ანანო ერთად ცხოვრობდნენ, დედა არ მუშაობდა და არც დამხმარე ესაჭიროებოდა. ახლა კი სამსახურით ისე იყო დაკავებული, ანანოს გამუდმებით ენატრებოდა და უწინდელზე მეტად ახარებდა ყოველი უქმე, როცა დედა მხოლოდ მის საკუთრებას წარმოადგენდა.
დროს ისე სასიამოვნოდ ატარებდნენ... აუცილებელი არ იყო, რაიმე განსაკუთრებული ეკეთებინათ – ანანოს ყველაფერი სიხარულს ანიჭებდა: ყოველდღიურ ამბებზე საუბარი, დედასთან ერთად ჟურნალების თვალიერება, ზღაპრების კითხვა, ტელევიზორის ყურება, საყიდლებზე სიარული. ფინჯან ცხელ შოკოლადსაც კი, დედის ხელით მომზადებულს, სულ სხვა გემო ჰქონდა. როცა ამას ეუბნებოდა, დედა ღიმილით თვალებს ჭუტავდა, ეშმაკურ გამომეტყველებას იღებდა და მერამდენედ უხსნიდა გოგონას თავისი კულინარული წარმატების საიდუმლოს: "ცოტა შოკოლადის ფხვნილი, ცოტა რძე, ცოტაც შაქარი და ბევრი, ბევრი სიყვარული – აი, სულ ესაა". დეიდა ნაზი, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს აგდებულად შეხედავდა. სხვისი გაკეთებული არასოდეს არაფერი მოსწონდა. იმიტომ თუ იყო მასთან ყოფნა ასე მოსაწყენი.
ანანომ წუთით თვალები დახუჭა და შეეცადა, რაიმე სასიამოვნოზე ეფიქრა. აი, ის, დედა და მამა პლაჟზე სხედან. ირგვლივ სიცილი და მხიარული მუსიკა ისმის. სიო კისერში უძვრება და მზისგან გახურებულ კანზე ეტმასნება, ზღვა ტალღებით ეფერება ფეხისგულებზე. შორს, ჰორიზონტზე, გემი გამოჩნდა. "გავისეირნოთ?" – კითხულობს მამა და გემზე ანიშნებს. ეს ისე ცხადად წარმოიდგინა, მისი ოდეკოლონის სუნმაც კი შეუღიტინა ნესტოებში და გული მონატრებისგან შეეკუმშა.
მამა...
ანანომ თვალი გაახილა თუ არა, ოთახში დაბრუნდა. რა კარგად იყო ყველაფერი, სანამ ის უჟმური, ქარიანი დღე გათენდებოდა! "მე და დედამ გადავწყვიტეთ, ცალ-ცალკე ვიცხოვროთ. დამიჯერე, ყველასთვის ასე ჯობს", – რაღაცის ახსნას ცდილობდა მამა. დედა არაფერს ამბობდა, თვალები დაეხარა და საკუთარ ხელებს დასცქეროდა. მერე მამამ თავზე აკოცა, მალე გინახულებო, უთხრა და წავიდა.
მას მერე, ანანოს გამოთვლით, მთელმა საუკუნემ გაიარა. ნეტავ, მამასთვის რას ნიშნავს "მალე"? რატომ გადაწყვიტეს მან და დედამ ცალკე ცხოვრება? ანანოს რატომ არაფერი ჰკითხეს? რაზე ვერ რიგდებიან ხოლმე უფროსები?
ანანოს უამრავი რამ ჰქონდა გასარკვევი, მაგრამ არ იცოდა, ვისთვის დაესვა ეს შეკითხვები. ჯერ ძალიან პატარა იყო, მაგრამ აუხსნელადაც მშვენივრად ხვდებოდა, დედას ამ თემაზე ლაპარაკით გულს ატკენდა, თუმცა კითხვები თავს არ ანებებდა და ჯიუტად მოითხოვდა სწორ პასუხებს.
"ნატვრისთვალი რომ არსებობდეს, – ოცნება გააგრძელა ანანომ. – ვთხოვდი, საქმე ისე მოეწყო, ყველანი ბედნიერები ვყოფილიყავით. რა ცუდია, სასწაულები მხოლოდ პრიალაფურცლებიან და ნახატებიან წიგნებში რომ ხდება". თავიდან არაფრით უნდოდა ამის დაჯერება, მაგრამ უკვე იმდენჯერ უთხრეს, თითქმის დაიჯერა კიდეც.
რა უსამართლობაა!
რატომ წერენ არაჩვეულებრივ ამბებზე ამდენს, თუკი არ არსებობს. ვის სჭირდება არარსებულ რამეებზე ლაპარაკი?
გულმა გარეთ გაუწია. ეზოში გამოვიდა და ქუჩაში გასასვლელი კარი გამოაღო. სანამ დეიდა ნაზი მოიკითხავდა, იქნებ იქ რამე საინტერესო აღმოეჩინა. თუმცა მათ პატარა ქალაქში იშვიათად ხდებოდა რაიმე განსაკუთრებული. რამდენიმე მანქანამ ჩაიქროლა, ეგ იყო და ეგ. მერე მოსახვევში ერთი მოხუცი ქალი გამოჩნდა, ძალიან გამხდარი იყო და ისე მსუბუქად მოაბიჯებდა, თითქოს მოცეკვავსო. ქალმა შორიდანვე შენიშნა გოგონა და გაუღიმა. "ვიღაცაში შევეშალე", - გაიფიქრა ანანომ და თვალი მოარიდა, მაგრამ მოხუცმა, ქუჩა გადმოჭრა თუ არა, პირდაპირ მისკენ აიღო გეზი.
– ამ პატარა გოგოს ჯერ არ ვიცნობ, მეზობლები კი გვეთქმის. სასწრაფოდ უნდა გამოვასწოროთ აღნიშნული გაუგებრობა, – უთხრა მოახლოებისას, თან ღიმილით გამოუწოდა გრძელთითება, გაჩხინკული ხელი, – მე ყველა ბებიკო ნაილს მეძახის, შენ რაღა გქვია?
– ანანო, მაგრამ პატარა სულაც არ ვარ, შემოდგომაზე სკოლაში წავალ, – წყენა ჩაუდგა თვალებში ანანოს.
მოხუცმა გაოცება ვერ დაფარა:
– შენ რა, გინდა დიდი იყო? რა სისულელეა! დიდები ხომ საშინლად უინტერესო ხალხია, თავი ათასი აბდაუბდით აქვთ გამოტენილი და ყველაფერი გვესმისო, ჰგონიათ. ზღაპრებსაც აღარ კითხულობენ...
– კი, მაგ-გრამ, – რატომღაც ენა დაება ანანოს. – შენ ხომ ძალიან დიდი... ასი წლისა მაინც იქნები, – თქვა და წამსვე ინანა. მიხვდა, მთლად ზრდილობიანად არ იქცეოდა. კიდევ კარგი, მოხუცს არ სწყენია.
– ასე გგონია? მგონი, არც ისე ბებერი ვარ, ჩემთან თამაში არ მოგეწონოს, – უთხრა მან და თვალებში გამომწვევად შეაჩერდა. უცებ უცნაური რამ მოხდა: ანანოს მოეჩვენა, რომ მოხუცის თვალებიდან პატარა, ანცი გოგო იმზირებოდა და მხიარულად უცინოდა.
– აბა, რას იტყვი, მესტუმრები? აი, იმ სახლში ვცხოვრობ. – ანანომ ქალის გაფშეკილ თითს თვალი გააყოლა და ქუჩის ბოლოს მწვანედ შეღებილი ჭიშკარი დაინახა. ჭიშკრის ზემოთ ქუდივით მოჩანდა სახლის სახურავი.
– მარტო მოვიდე? – იკითხა ყოველი შემთხვევისთვის, რადგან, როგორც წესი, ხანშიშესულ დეიდებს და ბებიებს უფროსებთან ერთად სტუმრობდა ხოლმე.
– ჰო, ასე აჯობებს. პრესას და ტელევიზიას ტყუილუბრალოდ შევაწუხებთ, – სერიოზული სახით მიუგო ბებიკო ნაილმა, გამოსამშვიდობებლად ხელი დაუქნია და გზა გააგრძელა.
– ანანოოო, – დოინჯშემოყრილი გადმოდგა აივანზე დეიდა ნაზი, – ახლავე შინ შემოდი. რამდენჯერ უნდა გითხრა, ქუჩაში კარგად აღზრდილი გოგოების ადგილი არ არის-მეთქი.
– უჰ, დაიწყო, – ამოიხვნეშა გოგონამ და კარი მიხურა.
***
ბებიკო ნაილის მიპატიჟება ანანოს მხოლოდ მაშინ გაახსენდა, დეიდა ნაზის მოულოდნელად დედაქალაქში რომ მოუხდა გამგზავრება. დედას წინასწარ შეატყობინა, სასწრაფო საქმე გამომიჩნდა და ხვალ იქნებ უჩემოდ გახვიდეთ იოლადო. "მთელი დღე მარტო როგორ იქნები? – შეწუხდა დედა, – ჩემი სამსახურში წაუსვლელობაც არ გამოვა." დეიდა ნაზისთან ყოფნას მარტო ყოფნა მირჩევნიაო, კინაღამ წამოცდა ანანოს, მაგრამ დროზე შეიკავა თავი – მიხვდა, ზურგს უკან სხვისი ცუდად მოხსენიება მთლად პატიოსანი საქციელი არ უნდა ყოფილიყო. უცბად გონებაში ახლადგაცნობილი მოხუცის სახე ამოუტივტივდა და დედას დაწვრილებით მოუყვა მასთან შეხვედრის ამბავი. მხოლოდ ის ადგილი გამოტოვა, ბებიკო ნაილი უფროსების შესახებ საკუთარ შეხედულებას რომ უზიარებდა.
– ბებიკო ნაილს ვინ არ იცნობს?! – გაიხარა დედამ. – ისე კი, დიდი ხანი არაა, რაც ჩვენს უბანში გადმოვიდა საცხოვრებლად. ძალიან სასიამოვნო მოხუცია, თუმცა... ცოტა არ იყოს, უცნაური. შევუთანხმდები და, თუ მოიწყენ, შეგიძლია, ესტუმრო.
***
ანანო თითის წვერებზე შედგა და რკინის მწვანე ჭიშკარზე ზარის ღილაკს დაუწყო ძებნა. როცა მსგავსს ვერაფერს მიაგნო, ფრთხილად ჩამოწია სახელური. კარი უხმაუროდ გაიღო და გოგონა ნახატივით მშვენიერ ეზოში აღმოჩნდა. ეზო დაბალი ბალახით იყო დაფარული. შუაგულში უზარმაზარი, ფართოტოტებიანი ხე იდგა, რომლის ჩრდილში ლამაზად შეღებილი მაგიდა და სკამები გაეწყოთ. შორიახლოს, დეკორატიული კლდის ნატეხიდან ნამდვილი წყარო მოწანწკარებდა. ეზოს სიღრმეში კი მაღალფანჯრებიანი პატარა სახლი მოჩანდა, სულ რამდენიმე საფეხურიანი და კოპწიამოაჯირიანი კიბით. სახლის კედლებს ვარდის ბუჩქები ამშვენებდა.
გოგონამ საფეხურები აირბინა და შესასვლელთან გაუბედავად შედგა. არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო – დაეკაკუნებინა თუ დაეძახა. ამ ფიქრში იყო, რომ კარი მოულოდნელად თავისით გაიღო და ყურებამდე გაღიმებულმა ბებიკო ნაილმა გოგონა შინ შეიპატიჟა.
– არც "ბოდიში", არც "თუ შეიძლება", უბრალოდ, "დილა მშვიდობისა" თქვი და შემოდი.
ანანო რატომღაც გაწითლდა, დილა მშვიდობისაო, წაიბუტბუტა და გაუბედავად შეაბიჯა მყუდროდ მოწყობილ მისაღებ ოთახში.
– რა კარგია, რომ მოხვედი! ეს ესაა დავაპირე, შვრიის ფაფას მოვხარშავ-მეთქი, მარტო კაცი კი ჭამაშიაც ბრალიაო, ხომ გაგიგია?
– მე უკვე ვისაუზმე, – წინასწარ იუარა ანანომ. ფაფას დასანახად ვერ იტანდა, მით უმეტეს, შვრიის.
– კარგი ერთი, – გაეცინა მოხუცს. – განა არ სჯობს, პირდაპირ მითხრა, ფაფა არ მიყვარსო?!
ჩანდა, ბებიკო ნაილს აზრების კითხვა შეეძლო, თუმცა არაფრად ჩაუგდია, მისი შეთავაზება რომ არ მიიღეს.
– სიმართლე გითხრა, ფაფა არც მე მიყვარს, ყოველ შემთხვევაში, ჩვეულებრივი. აი, რაც შეეხება, ფაფასუას ფაფას, გთხოვ, შეფასებისას ნუ აჩქარდები!
– ფაფასუა ვინაა? – დაინტერესდა ანანო.
– წამოდი, გაჩვენებ.
ბებიკო ნაილმა გოგონას ხელი ჩაჰკიდა და პაწაწა, მზიან სამზარეულოში გაიყვანა.
– აი, ისიც, მთელი თავისი ბრწყინვალებით, – თქვა და ერთ-ერთი თაროდან მუყაოს ფერადი კოლოფი გადმოიღო. კოლოფზე კეთილად მომღიმარი და ღამესავით შავი კაცი ეხატა. კაცს თავზე მზარეულის ფუშფუშა, თეთრი ქუდი დაეხურა, ხელში კი ოხშივარადენილი ფაფით სავსე ჯამი ეჭირა.
– შენი ნაცნობია? – დაეჭვდა ანანო.
– არა, არ ვიცნობ იმიტომ, რომ არასდროს შევხვედრივარ. ისე კი, ნამდვილი მეგობრები ვართ.
ანანო აქამდე, თუ გინდა, დაიფიცებდა: ადამიანს რომ დაუმეგობრდე, ჯერ უნდა გაიცნოო. როგორც ჩანს, ბებიკო ნაილს ყველაფერზე საკუთარი მოსაზრება გააჩნია.
– გასაკვირი არაფერია, – ხელი ჩაიქნია მოხუცმა, – მეგობარი ის ადამიანია, ვისიც კარგად გესმის. დანარჩენი მხოლოდ უბრალო ფორმალობაა, სხვა არაფერი.
ფორმალობა რაღას ნიშნავსო, უნდოდა ეკითხა ანანოს, მაგრამ გადაიფიქრა – გაცნობისთანავე კითხვებით ხომ არ მოაბეზრებს თავს ადამიანს. ძალიან ბევრ კითხვას სვამო, – გამუდმებით საყვედურობდა დეიდა ნაზი.
– ფაფასუასი კი მშვენივრად მესმის, – განაგრძობდა ბებიკო ნაილი, – მხიარული კაცია, ბავშვები უყვარს და, მართალია, ზოგი ამბობს, ფაფის ჭამის მეტი მაგან არაფერი იცისო, დარწმუნებული ვარ – ამქვეყნად ყველაზე გემრიელი ფაფის მომზადებაც შეუძლია. თან იმდენად გულისხმიერია, ვისაც უნდა, ასწავლის კიდეც. ნახე, კოლოფზე ფაფის მომზადების წესი წერია.
ბებიკო ნაილმა რომელიღაც წარწერას ხელი გააყოლა და დამარცვლით წაიკითხა:
– თუ გინ-და, რომ გქონ-დეს ფა-ფა, რძე შე-მოდ-გი ცეც-ხლზე სწრა-ფად... რძე გვაქვს? – გვაქვს, – მაცივრის კარი გამოაღო და რძიანი პაკეტი მოიძია. მერე კარადიდან ლამაზად მოხატული ქვაბი გამოიღო, რძე შიგ ჩააჩხრიალა და ცეცხლზე შემოდგა. ცოტა ხანში სამზარეულო ახლადადუღებული რძის ნაზი და სასიამოვნო სუნით აივსო.
– რძემ დაიწყო ბურდღუნი? – ჩაამატე ბურღული.
მართლაც, თითქოს ბრაზიანად ბურდღუნებსო, რძე დუღდა და გადმოდიოდა. ბებიკო ნაილმაც არ დაახანა, ცეცხლს ცოტა დაუწია და ფაფასუას კოლოფიდან რამდენიმე კოვზი ბურღული ჩააყარა, მერე მოურია და კითხვა განაგრძო:
– თუ გსურს, ფაფა იყოს ტკბილი, არ დაზოგო შაქრის ფხვნილი. ოი, კინაღამ დამავიწყდა, – ლოყაზე ხელი შემოირტყა და ახლა საშაქრე მოაპირქვავა ქვაბში.
ანანო თვალმოუშორებლად უყურებდა, არაფერი გამომრჩესო. რა სასიამოვნო გასართობი ყოფილა ფაფის მომზადება. სახლში რომ მივა, აუცილებლად მოსინჯავს. ბებიკო ნაილმა, თითქოს განზრახვა მოუწონაო, ქურასთან მიიპატიჟა.
– მოდი, ცოტა შენც მოურიე, – უთხრა და ხელში ხის კოვზი მიაჩეჩა. რიგრიგობით მოურიეს და ფაფაც გამზადდა.
– ესეც ასე, – კმაყოფილებით გაიღიმა მოხუცმა, – მშვენიერი ფაფა მოვხარშეთ, მაგრამ უფრო გემრიელი რომ გეჩვენოს, კიდევ ერთი აუცილებელი წესი არ უნდა დაგავიწყდეს.
– რომელი წესი? – დაინტერესდა ანანო.
– შენი ნახელავით ვინმეს უნდა გაუმასპინძლდე, – თქვა ბებიკო ნაილმა და უცბად ძალიან უცნაური რამ ჩაიდინა: ეზოში გავიდა, თითები პირში ჩაიწყო და რამდენჯერმე ისე ოსტატურად დაუსტვინა, მხოლოდ ბიჭებს რომ გამოსდით ხოლმე.
ცოტა ხანში კარი ბრახუნით გაიღო და ოთახში ცხრა-ათი წლის აჩაჩულ-დაჩაჩული და თმაააბურძგნული ბიჭი შემოიჭრა.
– საშველად მიხმე, სადმე მივდივართ თუ სასუსნავზე მეპატიჟები? – სულმოუთქმელად მიაყარა კითხვები ბებიკო ნაილს, ანანო არცკი შეუნიშნავს.
– გამოცანა გერგება.
ბიჭმა დოინჯი შემოიყარა, ცხვირით ჰაერი ღრმად შეისუნთქა და დარწმუნებით გამოაცხადა:
– თუ ცხვირი არ მატყუებს, აქ ვიღაც-ვიღაცეებმა გემრიელი ფაფა მოხარშეს.
– და, შესაძლოა, მიირთვეს კიდეც. შენ კი იმიტომ გიხმე, რომ ერთი მშვენიერი გოგონა გაგაცნო, რომელსაც უჩინმაჩინის ქუდი არ ახურავს, მაგრამ ზოგიერთები მაინც ვერ ამჩნევენ.
ბიჭმა მოიხედა და ახლაღა დაინახა ანანო.
– ოჰ, უნდა მაპატიო. ზრდილობა თავზე ნამდვილად არ გადამდის, – მოუბოდიშა და ხელი დიდი კაცივით ჩამოართვა.
– ახლა ორივეს მოგიწევთ ხელების დაბანა, – გაიცინა ბებიკო ნაილმა და ბიჭის მოთხუპნულ ხელებს ყურადღებით დააკვირდა. – მგონი, განძის სათხრელად იყავი უჩემოდ.
– განძზე უკეთესი რამე ვიპოვე, – გამოტყდა ბიჭი, – გაფუჭებული მანქანის ნაწილები ჩამივარდა ხელში. მთელი საათია, ვუკირკიტებ. ფაფა მართლა არ დამიტოვეთ?
– ხელებს რომ დაიბანთ, მაგას მერე გეტყვი, – უპასუხა ბებიკო ნაილმა და ბავშვებს სააბაზანოში გაუძღვა.
ოთახში რომ შემობრუნდნენ, სუფრა გაწყობილი დახვდათ. მაგიდაზე ფაფით სავსე სამი თეფში იდგა და ორთქლი ზუსტად ისე ასდიოდა, როგორც სურათზე,
– ვაშააა, ფაფასუას ფაფა! – გაიხარა ბიჭმა.
ანანომ, თავისდა გასაკვირად, აღმოაჩინა, რომ ვეღარ ითმენდა, ისე ეჩქარებოდა, ყველასთვის ასე სასურველი ფაფისთვის გემო გაესინჯა. მოუთმენლობა მერე გენახა, როცა ბებიკო ნაილმა გამოაცხადა:
– ეს თეფშები უბრალო არ გეგონოთ – ზანზაბარელი ჯადოქრისგან ვიყიდე. მარწმუნებდა, ფაფის შეჭმის შემდეგ ფსკერზე თუ რაიმე ნახატი გაჩნდა, მის შესატყვის საჩუქრად იქცევაო. ეე... ცოტა ნელა, პირი არ დაიწვათ.
ეს გაფრთხილება კი ნამდვილად დროული იყო. ბავშვები ისე გამალებით ეცნენ ფაფას, თითქოს თავის დღეში არაფერი უჭამიათო. რამდენიმე ხანს მხოლოდ კოვზების რაკარუკი ისმოდა.
– ნახეთ, ჩემს თეფშზე უკვე გამოჩნდა რაღაც, – გახარებულმა იყვირა ბიჭმა და ფაფას უფრო გამეტებით მოუსვა კოვზი. ანანომაც მოუჩქარა ჭამას და მალე მანაც გამოუჩინა თეფშს ძირი. როცა ფაფა მთლიანად მოათავეს, ორივეს აღტაცებული შეძახილი აღმოხდა: გოგოს თეფშზე ლამაზკაბიანი თოჯინა ეხატა, ბიჭისაზე კი – ხმალი და ნიღაბი. მხოლოდ ბებიკო ნაილი იყო ჩუმად. თეფში მასაც საგულდაგულოდ მოეპრიალებინა, მაგრამ ზედ არანაირი ნახატი არ ჩანდა.
– დღეს ბედი არ გწყალობს, – გაეცინა ბიჭს, ბებიკო ნაილის ჩაფიქრებულ სახეს რომ შეხედა.
– ვითომ? – ეშმაკური გამომეტყველება მიიღო მოხუცმა. – მაშ, თქვენ გგონიათ ამ თეფშზე არაფერი ხატია?
ბავშვები თეფშს ყურადღებით დააჩერდნენ. ჩვეულებრივი, სადა, ცისფერი თეფში იყო.
– არაფერი გაგეგებათ. თქვენი აზრით, მშვიდი, უღრუბლო ცა და კარგი დარი როგორ იხატება?
– გინდა თქვა, რომ ამ თეფშზე უღრუბლო ცა ხატია და საჩუქრად კარგი დარი გერგო? – დაეჭვებით იკითხა ბიჭმა.
– განა ცხადზე უცხადესი არ არის? – გაიკვირვა ბებიკო ნაილმა და თვალები თავადაც მოსარკული ცასავით გაუნათდა. – გაიხედეთ, გარეთ როგორი ამინდია! მრცხვენია კიდეც, ყველაზე კარგი საჩუქარი მე რომ შემხვდა, თუმცა თქვენც არ უნდა იყოთ უკმაყოფილო.
ნამდვილად ძალიან კმაყოფილები ვიქნებით, თუ ჩვენი ნახატები მართლა საჩუქრებად გადაიქცევაო, თავის ქნევით დაუდასტურეს ბავშვებმა.
– რას ნიშნავს მართლა... საჩუქრები აქვე ახლოს იქნება სადმე, ცოტა მოძებნა უნდა ხოლმე, – აუხსნა ბებიკო ნაილმა, თეფშები ერთმანეთზე დააწყო და სამზარეულოსკენ გაემართა.
ბავშვები დაფაცურდნენ, ოთახი მოათვალიერეს. მერე შეთანხმდნენ და სხვადასხვა კუთხიდან დაიწყეს ძებნა. გულდასმით გაჩხრიკეს ყველა მეტ-ნაკლებად საეჭვო ადგილი. ჰოდა, რა გგონია, მართლა იპოვეს, რასაც დაეძებდნენ: თოჯინა კარადის უკან იყო დამალული, ნიღაბი და ხმალი კი გასაშლელი დივნის უჯრაში იდო. აღტაცებისგან ფრთაშესხმული ანანო საკუთარ თვალებს არ უჯერებდა. ბიჭმა ეშმაკურად ჩაიცინა:
– დავიჯერე, რა... ალბათ ჯერ სათამაშოები გადამალა, მერე თეფშებზე სურათები დაახატვინა, ბოლოს ფაფა გააკეთა და ისე მოაწყო, რომ ყველაფერი თეფშებისთვის დაებრალებინა... არ იცნობ შენ ბებიკო ნაილს. მაგნაირი ამბების დიდი ოსტატია. ისე კი, მაგრად მოუფიქრებია, რაც მართალია, მართალია.
ანანოს, ცოტა არ იყოს ეწყინა, ბიჭმა ჯადოსნური თეფშების ძალაში ეჭვი რომ შეიტანა. თუმცა კარგად რომ დაფიქრდა, გადაწყვიტა, საჩუქრის მიღება ყოველგვარი ჯადოქრობის გარეშეც ძალიან სასიამოვნოაო. სანამ გოგონა ახალი სათამაშოს თვალიერებით ტკბებოდა, ბიჭმა ნაჩქარევად მოირგო ნიღაბი და ხმლის ოსტატური ქნევით წარმოსახულ მოწინააღმდეგეს შეუტია.
– ცოცხალი ვერ გადამირჩები, – შესძახა მრისხანედ და სწორედ ამ დროს ოთახში შემობრუნებულ ბებიკო ნაილს დაეტაკა.
– რა დავაშავე? – გაიკვირვა მან. – მცოდნოდა ამ ქალაქში ფაფით გამასპინძლებისთვის სიკვდილით სჯიდნენ, ნამდვილად მეტ სიფრთხილეს გამოვიჩენდი.
– ქალებს ბრძოლის არაფერი გაეგებათ, ჯობია, წავიდე და ვინმე უფრო ღირსეულს შევება, – მედიდურად გამოაცხადა ბიჭმა და ანანოს მიუბრუნდა;
– ნახვამდის. დღეიდან მეგობრად მიგულე. თუ რამე გაგიჭირდეს, ჩემი სახელი ახსენე და იმავე წამს შენთან გავჩნდები.
– შენი სახელი რომ არ გითქვამს? – აღმოაჩინა უცებ ანანომ.
– მართლა? – გაეცინა ბიჭს. – საერთოდ, საბა მქვია, ბებიკო ნაილი კი მოხუცს მეძახის.
– რა ჩემი ბრალია, საბა თუ მოხუცს ნიშნავს?! – თავი იმართლა ბებიკო ნაილმა. – გასაკვირი ეგ კი არა, რა არის, იცი? – მე რატომ მეძახის მოხუცს ზოგიერთი ძველმოდურად მოაზროვნე ადამიანი.
– ჰო, ეგ მართლა გასაკვირია. ბებიკო ნაილი ყველაზე ყოჩაღი და მოხერხებულია მათ შორის, ვინც კი ამქვეყნად მინახავს, – განუმარტა საბამ ანანოს და ოთახიდან გავარდა. უკვე წასული ეგონათ, რომ კვლავ შემოყო თავი კარებში და დაამატა:
– თანაც მასთან არასოდეს მოიწყენ.
ამბავი ბიჭისა, მტრის მეგობრად გადაქცევა რომ შეეძლო
მოწყენა? ბებიკო ნაილმა, მგონი, არც იცის ამ სიტყვის მნიშვნელობა. როგორ შეიძლება მოწყენას უჩიოდე, როცა თითოეულ დღეს ამდენი სიხარული მოაქვს. ფანჯრიდან შემოჭრილი სინათლის სხივი გაღვიძებაში გეხმარება და უხმაუროდ, მაგრამ დაჟინებით და ალერსიანად გიწვევს ასადგომად. ლოგინიდან წამომდგარი დილის ცინცხალ ჰაერს ისუნთქავ და სიმხნევით ივსები. თითქოს დილა ძალას იკრებსო, შენს ყურთასმენას თანდათან იპყრობს ჩიტების ჭიკიჭიკი, ძაღლების ყეფა, კანტიკუნტი გადაძახილი, ადრიანად გამოსული მანქანების ხმაური და სურვილი გიჩნდება, საკუთარი ხმაც მიუერთო ახალი დღის შესახვედრად ატეხილ სამზადისს. რა სასიამოვნოა, რომ შეგიძლია თავი სამყაროს ნაწილად იგრძნო, სამყაროსი, რომელიც გამუდმებით და დაუყვედრებლად ზრუნავს შენზე და ამქვეყნად არსებობის კიდევ ერთი არაჩვეულებრივი დღე გაჩუქა.
ბებიკო ნაილს გამოუთქმელი ჟრუანტელი უვლის იმის წარმოდგენაზე, თუ რამდენი რამ შეიძლება მოხდეს ერთი, სრულიად ჩვეულებრივი, დღის მანძილზე. დილას, როგორც დიასახლისთა უმრავლესობა, ისიც სახლის დალაგებით იწყებს, თუმცა იმავე უმრავლესობისგან განსხვავებით, ეს პროცესი უზომოდ საინტერესო და მშვენიერი ეჩვენება. ყოველ დილით დიდი გულისყურითა და აღმაფრენით აკეთებს ერთიდაიმავეს: გულდაგულ ასუფთავებს თავისი პაწაწინა ბინის კუთხე-კუნჭულს, სიყვარულით სწმენდს მტვერს მეგობრებივით შეჩვეულ ნივთებს, აპრიალებს და პეწს მატებს დიდი ხნის წინ შეძენილ ავეჯს. შინაურ საქმეებს რომ მოითავებს, კიდევ ერთხელ, მადლიერებით შეავლებს თვალს საკუთარ ნახელავს. ნუთუ მე შევქმენი ეს სიმყუდროვე და სილამაზე, – გაიფიქრებს კმაყოფილი. მერე გარეთ გამოვა და, თუ საამისო ამინდია, ვარდებს წყალს დაალევინებს. ასე ეძახის ყვავილების მორწყვას. ვარდები მიჩვეულნი არიან მის მზრუნველობას და, მადლობის ნიშნად, იფურჩქნებიან – არომატს და მშვენიერებას ჩუქნიან ეზოს.
ბებიკო ნაილს ძალიან მოსწონს, როცა სახლი სიმყუდროვითაა სავსე, ეზო – ვარდების სურნელით, ხოლო ადამიანის გული – ბედნიერებით. განსაკუთრებით – ეს უკანასკნელი. ამიტომ გამუდმებით ცდილობს, გარშემო ყველამ ბედნიერად იგრძნოს თავი. ერთ მშვენიერ დღეს კი აღმოაჩინა: ადამიანები ყველაზე უკეთ თავს ზღაპარში გრძნობენ. ხომ გაგიგონია: ზღაპრულად ბედნიერიო, განსაკუთრებით ბედნიერზე რომ იტყვიან; ზღაპრულად ლამაზიო – განსაკუთრებით ლამაზზე; ისე, როგორც ზღაპარშიო – ყველაზე უჩვეულო და სასურველ მდგომარეობაზე?
ჰოდა, ამიტომაც გადაწყვიტა, კარგი იქნება თუ ადამიანებს ზღაპარში მოხვედრას გავუადვილებო. თქმა და ქმნა ერთი იყო: მას შემდეგ დაინახავს თუ არა ვინმეს, ვინც თავს უბედურად მიიჩნევს – შენც შენიშნავდი, ადამიანებს მიზეზი არ ელევათ, თავი უბედურად იგრძნონ – მყისვე დახმარებას სთავაზობს. მაგრამ... აი, ეს მაგრამაა, საქმეს რომ ურთულებს. განა ბევრი გეგულება გარშემო, ვინც დაიჯერებს, რომ ზღაპარში ცხოვრება შესაძლებელია? შეგიძლია, ახლავე გამოიკითხო და დარწმუნდები, რა ძნელია, ადამიანი გააბედნიერო.
ზოგს ზღაპრების არსებობაც კი აღარ სჯერა. ასეთებმა ყოვლად სულელური გამოთქმა – ზღაპარივით დაუჯერებელი – მოიფიქრეს. არადა, ისე ადვილია, თავი შუაგულ ზღაპარში ამოჰყო, გაგიჟება შეიძლება. ყური დამიგდე და შენც გაგიმხელ საიდუმლოს, ბებიკო ნაილმა ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად რომ აღმოაჩინა.
მაშ, ასე: კარგად დაფიქრდი და მიპასუხე – რა არის საჭირო ერბოკვერცხი რომ მოამზადო? ამას საქმესთან რა კავშირი აქვს? ძალიან დიდი. ამიტომ, გთხოვ, გაიხსენე და მიპასუხე. ესე იგი, რა? მართალი ხარ: ერბო, კვერცხი და მარილი. მერე? ცხელ ტაფაზე ერბოს გაადნობ, კვერცხს ათქვეფ, გემოვნებით მარილს დაუმატებ, ტაფაზე დაასხამ და შეწვავ. სწორია. ხედავ, ერბოკვერცხის მომზადების წესი გცოდნია და, დარწმუნებული ვარ, თუ დაგჭირდა, მოამზადებ კიდეც.
წესი თუ იცი, ყველაფერს გააკეთებ.
თოვლის პაპა აგიშენებია ზამთარში? სულ ადვილია: ჯერ პატარა გუნდა უნდა შეკრა, მერე თოვლში აგორავო და ერთ უზარმაზარ გუნდად აქციო, მერე ცოტა პატარა და კიდევ უფრო პატარა გუნდები გააკეთო. ეს ყველაფერი ერთმანეთზე დააშენო: ჯერ დიდი, მერე პატარა, მერე უფრო პატარა. ბოლო გუნდას სტაფილოსგან ცხვირი გაუკეთო, ნახშირისგან – პირი და თვალები, ქუდის მაგივრად თავზე სათამაშო ვედრო ჩამოამხო, ორი პატარა გუნდა ხელების ადგილზე მიაკრა და თოვლის პაპაც მზად არის. ასე არაა? სწორედაც რომ.
ჰოდა, როგორ ფიქრობ, თუ ზღაპარში ცხოვრება გინდა, როგორ უნდა მოიქცე? რაღაცას უკვე მიხვდი, არა? დღესავით ნათელია – ზღაპრის წესები უნდა იცოდე.
თუ წესების დაზეპირება არ გეხერხება, არც ესაა დიდი პრობლემა. ბებიკო ნაილი ირწმუნება, მხოლოდ სამი, ყველაზე მთავარი, წესი არ უნდა დაგავიწყდეს და მთელ სიცოცხლეს ზღაპარში გაატარებო. სამივე კარგად დავიმახსოვრე და, მგონი, არც შენ უნდა გაგიჭირდეს ამის გაკეთება. აბა, ყურადღებით მომისმინე:
პირველი: ზღაპარში ყველაფერი შესაძლებელია.
მეორე: ყველა ამბავი კარგად მთავრდება.
მესამე: ზღაპარში ცხოვრება თუ გინდა, ზღაპრის გმირს უნდა ჰგავდე.
აი, სულ ეს არის.
ბებიკო ნაილის სასახელოდ უნდა ითქვას, ზღაპრის წესებში მშვენივრად ერკვეოდა. შესანიშნავად ახსოვდა, რომელ ზღაპარში რა გზით ეწეოდა ხოლმე საწადელს მისი საყვარელი გმირი და, როცა დასჭირდებოდა, თავადაც იყენებდა მრავალგზის ნაცად ხერხს. არც ახლის გამოგონებაზე ამბობდა უარს. მთავარია, ზღაპარი ზღაპარს ჰგავდეს, თორემ გადაადგილების საშუალებად ჯადოსნურ ხალიჩას მოიხმარ თუ, გაცილებით უფრო მოსახერხებელ და კომფორტულ, თვითმფრინავს, დიდი განსხვავება არ უნდა იყოს. ასე არაა? ეგ კია, უკვე ნახსენები დაბნეულობის წყალობით, მსგავსი ჯადოსნური საგნების სახელები ხანდახან ერთმანეთში ერეოდა და ბევრ უხერხულობას უქმნიდა ხოლმე. იმ დღესაც ასე დაემართა, ამიტომაც ძალიან წუხდა, ნეტავი, სწორად გამიგეს თუ არა, რისი თქმაც მინდოდაო. საქმე დათას შეეხებოდა. აჰ, მაპატიე, მას ჯერ კიდევ არ იცნობ, არა? ჰოდა, მოდი, ახლა დათას შესახებ მოგიყვები.
გაგრძელება იქნება... თუ მოგეწონა, რა თქმა უნდა. ისე რა აზრი აქვს? :)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
36. კი, მეც ვნახე :) კი, მეც ვნახე :)
35. საბა-(ძველი ებრაული)"თავისუფლებას მოკლებული","ტყვე" მე ეს ვიცოდი.:) საბა-(ძველი ებრაული)"თავისუფლებას მოკლებული","ტყვე" მე ეს ვიცოდი.:)
34. ჰო, ზოგს პეპი გაახსენა, ზოგს - მერი პოპინსი... თუმცა მხოლოდ ერთი შეხედვით :).
საბა - (არამეული)"მოხუცი","პაპა". შეიძლება, სხვა მნიშვნელობაც ჰქონდეს სხვა ენაზე... ჰო, ზოგს პეპი გაახსენა, ზოგს - მერი პოპინსი... თუმცა მხოლოდ ერთი შეხედვით :).
საბა - (არამეული)"მოხუცი","პაპა". შეიძლება, სხვა მნიშვნელობაც ჰქონდეს სხვა ენაზე...
33. კარგად დაიწყო ზღაპარი. ეს ბებია თითქოს ძალიან ნაცნობს ჰგავს, ნაცნობ პერსონაჟს. პეპის ჰგავს აზრებით.:) საბა მოხუცს ნიშნავს? მე სხვანაირად ვიცოდი. კარგად დაიწყო ზღაპარი. ეს ბებია თითქოს ძალიან ნაცნობს ჰგავს, ნაცნობ პერსონაჟს. პეპის ჰგავს აზრებით.:) საბა მოხუცს ნიშნავს? მე სხვანაირად ვიცოდი.
32. ჰო, დეა, გეთანხმები. მაინც არ გავს ქართულ ამბავს( ცუდს არ ვგულისხმობ), თოლიასი არ იყოს, მეც პოპინსი გამახსენა და სულ იმ დაუვიწყარი მელოდიის ქვეშ წავიკითხე, ამიტომ როგორც უცხოური სახელი, იყოს მასე მაშინ. მე ეტყობა, გადმოქართულება მოვინდომე. წარმატებები! ჰო, დეა, გეთანხმები. მაინც არ გავს ქართულ ამბავს( ცუდს არ ვგულისხმობ), თოლიასი არ იყოს, მეც პოპინსი გამახსენა და სულ იმ დაუვიწყარი მელოდიის ქვეშ წავიკითხე, ამიტომ როგორც უცხოური სახელი, იყოს მასე მაშინ. მე ეტყობა, გადმოქართულება მოვინდომე. წარმატებები!
31. საინტერესოა. ველოდები გაგრძელებას. :) საინტერესოა. ველოდები გაგრძელებას. :)
30. ჯონათან ლივინგსტონ, ეს კომენტარი კი არა, გაცილებით მეტია - მოკლე, მოქნილი და ტევადი, რეცენზიას არ ჩამოუვარდება. უჰ, რამხელა მადლობა, იცი? სიტყვები არ მყოფნის. ჯონათან ლივინგსტონ, ეს კომენტარი კი არა, გაცილებით მეტია - მოკლე, მოქნილი და ტევადი, რეცენზიას არ ჩამოუვარდება. უჰ, რამხელა მადლობა, იცი? სიტყვები არ მყოფნის.
29. მოვაღწიე მეც-ისეთი რეკლამა ჰქონდა... :)
თუმცა მე მაინც წავიკითხავდი ამას- აკი დასაწყისშივე წერია, რომ სწორედ ჩემთვის - სამოცდაშვიდი წლის ბავშვისთვის ყოფილა დაწერილი :)
ვერც კი ვიგრძენი, ოდნავ ვრცელი რომ იყო ეკრანზე საკითხავად- ჯადოსნური ზღაპარია, აშკარად.
რა კარგად ცოდნია ავტორს, რომ ბავშვებისთვის ზუსტად ისე უნდა წერო, როგორც დიდებისთვის, ოღონდ-უფრო კარგად! დეა მარადჩემიას სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ზღაპრის წესებში მშვენივრად ერკვევა:)
ჰოდა, აი, ხო საერთოდ არ ჰგავდა და მაინც სულ მერი პოპინსი მახსენდებოდა.
მოვაღწიე მეც-ისეთი რეკლამა ჰქონდა... :)
თუმცა მე მაინც წავიკითხავდი ამას- აკი დასაწყისშივე წერია, რომ სწორედ ჩემთვის - სამოცდაშვიდი წლის ბავშვისთვის ყოფილა დაწერილი :)
ვერც კი ვიგრძენი, ოდნავ ვრცელი რომ იყო ეკრანზე საკითხავად- ჯადოსნური ზღაპარია, აშკარად.
რა კარგად ცოდნია ავტორს, რომ ბავშვებისთვის ზუსტად ისე უნდა წერო, როგორც დიდებისთვის, ოღონდ-უფრო კარგად! დეა მარადჩემიას სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ზღაპრის წესებში მშვენივრად ერკვევა:)
ჰოდა, აი, ხო საერთოდ არ ჰგავდა და მაინც სულ მერი პოპინსი მახსენდებოდა.
28. მაგდალენა ბეი! კეთილი იყოს შენი ფეხი ამ გვერდზე :). ჰო, მართლა... ყველას გთხოვთ, მომეცით უფლება, შენობით მოგმართოთ და თქვენც "გამიშენობითდეთ" - აქ ხომ ყველანი ბავშვები ვართ ანუ ერთი ასაკის :).
რაც შეეხება შეფასებას, უზომოდ მადლობელი ვარ, არა მარტო ჩემი შრომის დაფასებისთვის, საქმიანი შენიშვნებისთვისაც. ახლა უკვე მეც გავიგე, მუხა რას "მერჩოდა" :). ეს იმ ოპერიდან ყოფილა, ქალს რომ ავტობუსში ადგილი არ უნდა დაუთმო და ა.შ. გასაგებია. ვიფიქრებ ამაზე.
კიდევ რა იყო? ჰო... ნაილი თანხმოვანფუძიანი სახელი გამოდგა, მაგდალენა (დასაწყისშივე შევამოწმე) და იმიტომ ვხმარობ მაგ ფორმით (ნაილ ჰორანი, მაგალითად და ა.შ.). მგონი, არ უნდა იყოს შეცდომა. სხვები რას იტყვიან?
ისე, რაღა ეს უცხო და უცნაური სახელი ავირჩიე, არა? :) საქმე ისაა, რომ მე სულაც არ ამირჩევია, "თავისით მოვიდა" :). ეჭვი არ მეპარება, იცით, რასაც ვამბობ. დიდხანს ვატრიალე წაღმა-უკუღმა, ვუსინჯე გემო, ჟღერადობა და შეცვლის "ნება რომ არ მომცა" მთავარმა გმირმა, მერეღა ჩავხედე სახელების განმარტებას და - ჰოი, საოცრებავ! - საჩუქარს ნიშნავს თურმე :). აბა, როგორ შემეცვალა? თანდათან ნახავთ (თუ მოვახერხე თქვენი დარწმუნება :)), რომ ბებიკო ნაილი ნამდვილი საჩუქარია ყველასთვის, ვინც კი ამ ამბავში "მონაწილეობა მიიღო". უფრო ზუსტს ვერაფერს მივაგნებდი და დავტოვე, რაღა მექნა :) მაგდალენა ბეი! კეთილი იყოს შენი ფეხი ამ გვერდზე :). ჰო, მართლა... ყველას გთხოვთ, მომეცით უფლება, შენობით მოგმართოთ და თქვენც "გამიშენობითდეთ" - აქ ხომ ყველანი ბავშვები ვართ ანუ ერთი ასაკის :).
რაც შეეხება შეფასებას, უზომოდ მადლობელი ვარ, არა მარტო ჩემი შრომის დაფასებისთვის, საქმიანი შენიშვნებისთვისაც. ახლა უკვე მეც გავიგე, მუხა რას "მერჩოდა" :). ეს იმ ოპერიდან ყოფილა, ქალს რომ ავტობუსში ადგილი არ უნდა დაუთმო და ა.შ. გასაგებია. ვიფიქრებ ამაზე.
კიდევ რა იყო? ჰო... ნაილი თანხმოვანფუძიანი სახელი გამოდგა, მაგდალენა (დასაწყისშივე შევამოწმე) და იმიტომ ვხმარობ მაგ ფორმით (ნაილ ჰორანი, მაგალითად და ა.შ.). მგონი, არ უნდა იყოს შეცდომა. სხვები რას იტყვიან?
ისე, რაღა ეს უცხო და უცნაური სახელი ავირჩიე, არა? :) საქმე ისაა, რომ მე სულაც არ ამირჩევია, "თავისით მოვიდა" :). ეჭვი არ მეპარება, იცით, რასაც ვამბობ. დიდხანს ვატრიალე წაღმა-უკუღმა, ვუსინჯე გემო, ჟღერადობა და შეცვლის "ნება რომ არ მომცა" მთავარმა გმირმა, მერეღა ჩავხედე სახელების განმარტებას და - ჰოი, საოცრებავ! - საჩუქარს ნიშნავს თურმე :). აბა, როგორ შემეცვალა? თანდათან ნახავთ (თუ მოვახერხე თქვენი დარწმუნება :)), რომ ბებიკო ნაილი ნამდვილი საჩუქარია ყველასთვის, ვინც კი ამ ამბავში "მონაწილეობა მიიღო". უფრო ზუსტს ვერაფერს მივაგნებდი და დავტოვე, რაღა მექნა :)
27. აქ რა ჯადოსნური სამყარო ყოფილა! იმ ღამით მინდოდა შემოსვლა, მაგრამ ფაფა ძალიან მიყვარს(ბავშვობაში არ მიყვარდა), ჰოდა, ვიფიქრე, აქ ფაფანაჭამზე უნდა მოვიდე- მეთქი. საინტერესოდ ბურდღუნებდა გაზქურაზე ქვაბი. მადლობა, ნეფერტარ, ასე ლამაზად რომ მომიწვიე აქ! მართლაც ზღაპრული სამყაროა! ვფიქრობ, ავტორს ფსიქოლოგიასთან აქვს შეხება. ასეთი "არა-ქართული" ხასიათის ნაილი ბებო, იშვიათია. ქართული ასოები ცეკვავენ აქ. "ქუსლი და წვერი და..." მუხასიც მესმის, რაც იგულისხმა. ბავშვებს ასწავლიან ევროპაში, რომ უცხოს არ უნდა დაელაპარაკონ და არც სახლში უნდა ესტუმრონ, მაგრამ საქართველოში ისე ვიზრდებოდი, ლამის ყველა მეზობელთან, სხვადსხვა კორპუსში სტუმრად დავდიოდი. კარგი თხრობაა ძალიან. ოღონდ," ნაილიმ,"" ნაილის" უნდა იყოს. კეთილი იყოს ავტორის ფეხი ამ პორტალზე! წარმატებები! აქ რა ჯადოსნური სამყარო ყოფილა! იმ ღამით მინდოდა შემოსვლა, მაგრამ ფაფა ძალიან მიყვარს(ბავშვობაში არ მიყვარდა), ჰოდა, ვიფიქრე, აქ ფაფანაჭამზე უნდა მოვიდე- მეთქი. საინტერესოდ ბურდღუნებდა გაზქურაზე ქვაბი. მადლობა, ნეფერტარ, ასე ლამაზად რომ მომიწვიე აქ! მართლაც ზღაპრული სამყაროა! ვფიქრობ, ავტორს ფსიქოლოგიასთან აქვს შეხება. ასეთი "არა-ქართული" ხასიათის ნაილი ბებო, იშვიათია. ქართული ასოები ცეკვავენ აქ. "ქუსლი და წვერი და..." მუხასიც მესმის, რაც იგულისხმა. ბავშვებს ასწავლიან ევროპაში, რომ უცხოს არ უნდა დაელაპარაკონ და არც სახლში უნდა ესტუმრონ, მაგრამ საქართველოში ისე ვიზრდებოდი, ლამის ყველა მეზობელთან, სხვადსხვა კორპუსში სტუმრად დავდიოდი. კარგი თხრობაა ძალიან. ოღონდ," ნაილიმ,"" ნაილის" უნდა იყოს. კეთილი იყოს ავტორის ფეხი ამ პორტალზე! წარმატებები!
26. ნემეზიდა, უღრმესი მადლობა თბილად დახვედრისთვის. იმისთვისაც, რომ, თავზესაყრელი საქმის მიუხედავად, დრო გამონახეთ და "წამიკითხეთ". ვიცი, ეს რას ნიშნავს და ძალიან ვაფასებ :) ნემეზიდა, უღრმესი მადლობა თბილად დახვედრისთვის. იმისთვისაც, რომ, თავზესაყრელი საქმის მიუხედავად, დრო გამონახეთ და "წამიკითხეთ". ვიცი, ეს რას ნიშნავს და ძალიან ვაფასებ :)
25. მუხა, რა საყვარელი ხარ... მეხუმრები ხომ? :) არა, მართლა... მთელი შეგნებული ცხოვრება ბავშვების უფლებებს ვიცავ, მაგრამ, ეტყობა, მართლა რაღაც ავურიე, რადგან ამ კომენტარის შემდეგაც კი ვერ მივხვდი, რა დავაშავე :). მიუტევეთ უხეშებს და "მოძალადეებს". მუხა, რა საყვარელი ხარ... მეხუმრები ხომ? :) არა, მართლა... მთელი შეგნებული ცხოვრება ბავშვების უფლებებს ვიცავ, მაგრამ, ეტყობა, მართლა რაღაც ავურიე, რადგან ამ კომენტარის შემდეგაც კი ვერ მივხვდი, რა დავაშავე :). მიუტევეთ უხეშებს და "მოძალადეებს".
24. გმადლობ, ლეგატო, მიხარია, რომ დაინტერესდი. გმადლობ, ლეგატო, მიხარია, რომ დაინტერესდი.
23. კომენტარებს შემოვყევი აქ-ნეტავ ასეთი რა ზღაპარია,ეს ამდენი ჭკვიანი და დარბაისელი მწერალ-პოეტები რომ გადარია,ალბათ ზალიან საინტერესო რამ იქნება მეთქი...-მოლოდინი ნამდვილად გამიმართლდა! ზალიან დამაინტერესა პატარა ანანომ,საბამ და რაც მთავარია, ბებია ნაილიმ.მართლაც რომ ყველა ასაკის ,,ბავშვი" იპოვის აქ სათავისოს...წარმატებებს გისურვებთ დეა და რა თქმა უნდა-უნდა გააგრძელოთ,მთელი ,,ურაკპარაკი" მოუთმენლად დაელოდება ამას....თუმცა,პ რ ო ზ ა ი კ ო ს ე ბ ო ,ერთ რამესაც გეტყვით,ნუ წერთ ასე საინტერესოდ,თორემ პროზის წაკითხვას მეტი დრო სჭირდება,საქმე კი თავზესაყრელად გვაქვს...,,ბედუინსა" და ჯიათელის ,,დამსხვრეულ კერპებს" ახლა ბებია ნაილიც შეემატა...თუმცა,ეს დრო დაკარგულად არ მიმაცნია,ძალიან ვისიამოვნე . წარმატებები დეა მარადჩემიას! სამწუხაროდ,მხოლოდ ორი ქულის დაწერა შემიძლია. + +
კომენტარებს შემოვყევი აქ-ნეტავ ასეთი რა ზღაპარია,ეს ამდენი ჭკვიანი და დარბაისელი მწერალ-პოეტები რომ გადარია,ალბათ ზალიან საინტერესო რამ იქნება მეთქი...-მოლოდინი ნამდვილად გამიმართლდა! ზალიან დამაინტერესა პატარა ანანომ,საბამ და რაც მთავარია, ბებია ნაილიმ.მართლაც რომ ყველა ასაკის ,,ბავშვი" იპოვის აქ სათავისოს...წარმატებებს გისურვებთ დეა და რა თქმა უნდა-უნდა გააგრძელოთ,მთელი ,,ურაკპარაკი" მოუთმენლად დაელოდება ამას....თუმცა,პ რ ო ზ ა ი კ ო ს ე ბ ო ,ერთ რამესაც გეტყვით,ნუ წერთ ასე საინტერესოდ,თორემ პროზის წაკითხვას მეტი დრო სჭირდება,საქმე კი თავზესაყრელად გვაქვს...,,ბედუინსა" და ჯიათელის ,,დამსხვრეულ კერპებს" ახლა ბებია ნაილიც შეემატა...თუმცა,ეს დრო დაკარგულად არ მიმაცნია,ძალიან ვისიამოვნე . წარმატებები დეა მარადჩემიას! სამწუხაროდ,მხოლოდ ორი ქულის დაწერა შემიძლია. + +
22. ძალიან ვეცადე მომწონებოდა, მაგრამ...
"ბებიკო ნაილი", ანანოსთვის ნამდვილი ბებიკო რომ ყოფილიყო და არა , შემთხვევით ქუჩაში გაცნობილი... მითუმეტეს ანანოს დედაც ამბობს: "დიდი ხანი არაა,რაც ჩვენს უბანში გადმოვიდა საცხოვრებლად, ძალიან სასიამოვნო მოხუცია, თუმცა.. ცოტა არ იყოს უცნაური"
-აბა, რას იტყვი, მესტუმრები? -მარტო მოვიდე? -ჰო, ასე სჯობს. ეს დიალოგი , ბავშვის უფლებების დარღვევაა. მიუხედავად ამ ნაკლისა მჯერა, რომ ავტორს კარგად წერა შეუძლია, რაც მთავარია, ნიჭიერია: აქვს სიტყვათა მდიდარი მარაგი, ფანტაზიისა და ბუნების მხატვრულად გადმოცემის უნარი. ეს არის ჩემი სუბიექტური აზრი და შენ ხელს არ შეგიშლის წარმატების მიღწევაში..
ძალიან ვეცადე მომწონებოდა, მაგრამ არ მომეწონა. მთავარი არ მოწონება არის ის, რომ "ბებიკო ნაილი"
ძალიან ვეცადე მომწონებოდა, მაგრამ...
"ბებიკო ნაილი", ანანოსთვის ნამდვილი ბებიკო რომ ყოფილიყო და არა , შემთხვევით ქუჩაში გაცნობილი... მითუმეტეს ანანოს დედაც ამბობს: "დიდი ხანი არაა,რაც ჩვენს უბანში გადმოვიდა საცხოვრებლად, ძალიან სასიამოვნო მოხუცია, თუმცა.. ცოტა არ იყოს უცნაური"
-აბა, რას იტყვი, მესტუმრები? -მარტო მოვიდე? -ჰო, ასე სჯობს. ეს დიალოგი , ბავშვის უფლებების დარღვევაა. მიუხედავად ამ ნაკლისა მჯერა, რომ ავტორს კარგად წერა შეუძლია, რაც მთავარია, ნიჭიერია: აქვს სიტყვათა მდიდარი მარაგი, ფანტაზიისა და ბუნების მხატვრულად გადმოცემის უნარი. ეს არის ჩემი სუბიექტური აზრი და შენ ხელს არ შეგიშლის წარმატების მიღწევაში..
ძალიან ვეცადე მომწონებოდა, მაგრამ არ მომეწონა. მთავარი არ მოწონება არის ის, რომ "ბებიკო ნაილი"
21. საინტერესო და კარგია.+++წარმატებები
საინტერესო და კარგია.+++წარმატებები
20. აი, ჭა უკვე "გავიცანი". ძალიან სასიამოვნოა :) დიდი მადლობა, რომ შემომიარე. აი, ჭა უკვე "გავიცანი". ძალიან სასიამოვნოა :) დიდი მადლობა, რომ შემომიარე.
19. ახლა ჩვენი თბილი თოლია, - ჯონათან ლივინგსტონიც მოფრინდება ვერცხლის ფრთებით და აქ შეისვენებს, . :))))
ახლა ჩვენი თბილი თოლია, - ჯონათან ლივინგსტონიც მოფრინდება ვერცხლის ფრთებით და აქ შეისვენებს, . :))))
18. უკვე ვხვდები, ნეფერტარი :). ვეცდები, თანდათან ყველა გავიცნო. უკვე ვხვდები, ნეფერტარი :). ვეცდები, თანდათან ყველა გავიცნო.
17. აჰა, ხომ ხედავ არ შევცდი. :)))) უკვე დაიწყო ვარსკვლავთცვენა შენს გვერდზე. :))))
აჰა, ხომ ხედავ არ შევცდი. :)))) უკვე დაიწყო ვარსკვლავთცვენა შენს გვერდზე. :))))
16. მეც ძალიან მიხარია, თეო, ამდენი ბავშვი რომ დამიხვდით აქ <3. ეს მცოდნოდა, არც აქამდე ავითრევდი ფეხს :)) მეც ძალიან მიხარია, თეო, ამდენი ბავშვი რომ დამიხვდით აქ <3. ეს მცოდნოდა, არც აქამდე ავითრევდი ფეხს :))
15. ავტორო, თქვენ ჯერ "ჭას", "ტენდის" ,"ია ჯიათელს" და "ნაია" - დაიას, "მანანა ქურდაძეს", "მაგდალენა ბეის" " სერენას" , "მწერალს" -(აქაურ მეზღაპრეს ), "ნემეზიდა ნემეს" და კიდევ ბევრ კარგ მწერალს, - ჯერ არ იცნობთ. ყველაზე მეტად ის მახარებს ისინი ძალიან კეთილშობილი ადამიანები არიან.
წერა რომ აღარ გინდოდეს - მაინც გაგაგრძელებინებენ, - ისეთ კომენტარს მოგწერენ :) ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი. :D
ავტორო, თქვენ ჯერ "ჭას", "ტენდის" ,"ია ჯიათელს" და "ნაია" - დაიას, "მანანა ქურდაძეს", "მაგდალენა ბეის" " სერენას" , "მწერალს" -(აქაურ მეზღაპრეს ), "ნემეზიდა ნემეს" და კიდევ ბევრ კარგ მწერალს, - ჯერ არ იცნობთ. ყველაზე მეტად ის მახარებს ისინი ძალიან კეთილშობილი ადამიანები არიან.
წერა რომ აღარ გინდოდეს - მაინც გაგაგრძელებინებენ, - ისეთ კომენტარს მოგწერენ :) ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი. :D
14. ძალიან საინტერესო ავტორია ...:-* სიამოვნებით წავიკითხავ გაგრძელებასაც... მართლა ყველა ასაკის ბავშვებისთვისაა ეს ზღაპარი...:-* 555 ძალიან საინტერესო ავტორია ...:-* სიამოვნებით წავიკითხავ გაგრძელებასაც... მართლა ყველა ასაკის ბავშვებისთვისაა ეს ზღაპარი...:-* 555
13. იცი, რა საოცარი ფინჯანი მაქვს? დაბადების დღეზე მაჩუქეს – ახალი წლის წინა დღეს, იმ უბრალო მიზეზით, რომ მასზე ზუსტად ერთი დღით ადრე დავიბადე. თავიდან ჩვეულებრივი მეგონა და სხვა ფინჯნებთან ერთად მივუჩინე ადგილი თაროზე. მერე კი, თანდათან დავრწმუნდი, რომ ჯადოსნურია. საკმარისია, აქედან ერთი ყლუპი ყავა მოსვა, რომ წარმოუდგენელი ძალით ივსები, ყველაფერი უცნაურად მარტივი და გასაგები ხდება შენთვის. თუკი ოდესმე მესტუმრები, აუცილებლად შემოგთავაზებ ფინჯან ყავას და დარწმუნდები, რომ მართალს ვამბობ. აუ დეა რა მაგარია. მე გესტუმრები და მაგ ფინჯნიდან გამიმასპინძლდიიიიი. რა კარგია რომ შემოემატე ურაკს, ასეთი კარგი პროზით გაგვახარე და გვასიამოვნე. 555მიხარია გულწფელად... აქვდე გილოცავთ ყველა დედიკოს და მომავალ დედიკოებს 3მარტს დიდი სიყვარულითთთთთთთთთთთთთთთთ :* :* :* იცი, რა საოცარი ფინჯანი მაქვს? დაბადების დღეზე მაჩუქეს – ახალი წლის წინა დღეს, იმ უბრალო მიზეზით, რომ მასზე ზუსტად ერთი დღით ადრე დავიბადე. თავიდან ჩვეულებრივი მეგონა და სხვა ფინჯნებთან ერთად მივუჩინე ადგილი თაროზე. მერე კი, თანდათან დავრწმუნდი, რომ ჯადოსნურია. საკმარისია, აქედან ერთი ყლუპი ყავა მოსვა, რომ წარმოუდგენელი ძალით ივსები, ყველაფერი უცნაურად მარტივი და გასაგები ხდება შენთვის. თუკი ოდესმე მესტუმრები, აუცილებლად შემოგთავაზებ ფინჯან ყავას და დარწმუნდები, რომ მართალს ვამბობ. აუ დეა რა მაგარია. მე გესტუმრები და მაგ ფინჯნიდან გამიმასპინძლდიიიიი. რა კარგია რომ შემოემატე ურაკს, ასეთი კარგი პროზით გაგვახარე და გვასიამოვნე. 555მიხარია გულწფელად... აქვდე გილოცავთ ყველა დედიკოს და მომავალ დედიკოებს 3მარტს დიდი სიყვარულითთთთთთთთთთთთთთთთ :* :* :*
12. მედეა, ავტორს ძალიან უხარია, მის გვერდზე რომ სასაუბროდ შემორჩით :). ასე რომ, ბოდიში და პატიება დავივიწყეთ :) მედეა, ავტორს ძალიან უხარია, მის გვერდზე რომ სასაუბროდ შემორჩით :). ასე რომ, ბოდიში და პატიება დავივიწყეთ :)
11. ნეფერტარი, ყველაფრის დამტევი მადლობა! რა კეთილი ადამიანები ხართ ამ საიტზე :) ნეფერტარი, ყველაფრის დამტევი მადლობა! რა კეთილი ადამიანები ხართ ამ საიტზე :)
10. ჩემი ყველაფერისმთქმელი და ძალიან გულიანი ხუთიანი.
P.S. მედეა, ვიხუმრე და არ გეწყინოთ კარგით ? მოგიკითხეთ დიდი პატივისცემით. :) ნეფერტარი. 2014-03-03 00:56:23
ოო,თქვენო უდიდებულესობავ-დედოფალო.. დღეს ძალიან კეთილი ვარ და ვიღებ ხუმრობას.:) ასევე პატივისცემით.. (ავტორმა მომიტევოს,მისი გვერდი რომ გამოვიყენე პასუხისთვის,მითუმეტეს-მიტევების კვირა დაიწყო: ) ჩემი ყველაფერისმთქმელი და ძალიან გულიანი ხუთიანი.
P.S. მედეა, ვიხუმრე და არ გეწყინოთ კარგით ? მოგიკითხეთ დიდი პატივისცემით. :) ნეფერტარი. 2014-03-03 00:56:23
ოო,თქვენო უდიდებულესობავ-დედოფალო.. დღეს ძალიან კეთილი ვარ და ვიღებ ხუმრობას.:) ასევე პატივისცემით.. (ავტორმა მომიტევოს,მისი გვერდი რომ გამოვიყენე პასუხისთვის,მითუმეტეს-მიტევების კვირა დაიწყო: )
9. თუთიიი... ახლა ჩემი აღფრთოვანება იკითხე ამ კომენტარის წაკითხვის შემდეგ :). ოღონდ არ იფიქრო, რომ ქებას ვეხარბები - ძალიან მინდა, ბებიკო ნაილი შეგიყვარდეთ :)) გმადლობ <3 თუთიიი... ახლა ჩემი აღფრთოვანება იკითხე ამ კომენტარის წაკითხვის შემდეგ :). ოღონდ არ იფიქრო, რომ ქებას ვეხარბები - ძალიან მინდა, ბებიკო ნაილი შეგიყვარდეთ :)) გმადლობ <3
8. "ცოტა შოკოლადის ფხვნილი, ცოტა რძე, ცოტაც შაქარი და ბევრი, ბევრი სიყვარული – აი, სულ ესაა".
ძალიან მომეწონა ფაფასუას ფაფა :) ძალიან მეჯავრება ყველა სახის და ჯიშის ფაფა, - მაგრამ მეც სიამოვნებით გეახლებოდით. :)
ძალიან კარგი, უფრო სწორად შესანიშნავი და კიდევ უფრო სწორად ბრწყინვალე ავტორი ხართ.
ჩემი ყველაფერისმთქმელი და ძალიან გულიანი ხუთიანი.
P.S. მედეა, ვიხუმრე და არ გეწყინოთ კარგით ? მოგიკითხეთ დიდი პატივისცემით. :) "ცოტა შოკოლადის ფხვნილი, ცოტა რძე, ცოტაც შაქარი და ბევრი, ბევრი სიყვარული – აი, სულ ესაა".
ძალიან მომეწონა ფაფასუას ფაფა :) ძალიან მეჯავრება ყველა სახის და ჯიშის ფაფა, - მაგრამ მეც სიამოვნებით გეახლებოდით. :)
ძალიან კარგი, უფრო სწორად შესანიშნავი და კიდევ უფრო სწორად ბრწყინვალე ავტორი ხართ.
ჩემი ყველაფერისმთქმელი და ძალიან გულიანი ხუთიანი.
P.S. მედეა, ვიხუმრე და არ გეწყინოთ კარგით ? მოგიკითხეთ დიდი პატივისცემით. :)
7. პირველ კომენტარს შემოვყევი აქ. . უნდა ვაღიარო, რომ საშინლად მეზარება ამხელა პროზის კითხვა, მაგრამ დავიწყე და ვერ შევეშვი. .
მე უბრალოდ აღფრთოვანებული ვარ ! დიდი ხანია ასე არაფერი მომწონებია! საოცარი ადგილებია, მიგნებებია, შენგრძნებებია! ! !
<3
+++++++++++++++++++++++++++++++++ პირველ კომენტარს შემოვყევი აქ. . უნდა ვაღიარო, რომ საშინლად მეზარება ამხელა პროზის კითხვა, მაგრამ დავიწყე და ვერ შევეშვი. .
მე უბრალოდ აღფრთოვანებული ვარ ! დიდი ხანია ასე არაფერი მომწონებია! საოცარი ადგილებია, მიგნებებია, შენგრძნებებია! ! !
<3
+++++++++++++++++++++++++++++++++
6. სერგეი, დიდი მადლობა, შეფასებისთვის და, განსაკუთრებით, ორჯერ წაკითხვისთვის :). ალბათ ნებისმიერი ავტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ყურადღება. სერგეი, დიდი მადლობა, შეფასებისთვის და, განსაკუთრებით, ორჯერ წაკითხვისთვის :). ალბათ ნებისმიერი ავტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ყურადღება.
4. გაიხარე, მედეა, თავი უცხოდ არ მაგრძნობინე :)
კეთილ რჩევას აუცილებლად გავითვალისწინებ... ანუ თითო თავს "ჩამოვასხამ" ხოლმე :). გაიხარე, მედეა, თავი უცხოდ არ მაგრძნობინე :)
კეთილ რჩევას აუცილებლად გავითვალისწინებ... ანუ თითო თავს "ჩამოვასხამ" ხოლმე :).
3. გაიხარე, მედეა, თავი უცხოდ არ მაგრძნობინე :)
კეთილ რჩევას აუცილებლად გავითვალისწინებ... ანუ თითო თავს "ჩამოვასხამ" ხოლმე :). გაიხარე, მედეა, თავი უცხოდ არ მაგრძნობინე :)
კეთილ რჩევას აუცილებლად გავითვალისწინებ... ანუ თითო თავს "ჩამოვასხამ" ხოლმე :).
2. მშვენიერი აზრები და მიგნებებია. მე მომწონს. ორჯერ წავიკითხე ყურადღებით და აღმოვაჩინე რომ ცოცხალი პროზაა , როგორც ფილმი და არა მხოლოდ "ჟანრი პროზა":)
ახლა გამოვყოფ ზოგ მომენტს.
(1)"ნაზი კი არა, ნამდვილი დინამომანქანაა", – თქვა ერთხელ მასზე მეზობელმა გამყიდველმა. ანანომ ზუსტად არ იცოდა, ეს რას ნიშნავდა, მაგრამ ეჭვი არ ეპარებოდა, რომ რაღაც ძალიან სწრაფი, ხმაურიანი, გამუდმებით ჩართული და ისეთივე შემაწუხებელი უნდა ყოფილიყო, როგორც დიდი ხნის წინ გამოხრული კბილის ტკივილი."" (2)ბებიკო ნაილს ძალიან მოსწონს, როცა სახლი სიმყუდროვითაა სავსე, ეზო – ვარდების სურნელით, ხოლო ადამიანის გული – ბედნიერებით. განსაკუთრებით – ეს უკანასკნელი.""
ბევრია ასეთი რამეები, რასაც კლასიკური , ცოცხალი პროზა ქვია. მშვენიერი აზრები და მიგნებებია. მე მომწონს. ორჯერ წავიკითხე ყურადღებით და აღმოვაჩინე რომ ცოცხალი პროზაა , როგორც ფილმი და არა მხოლოდ "ჟანრი პროზა":)
ახლა გამოვყოფ ზოგ მომენტს.
(1)"ნაზი კი არა, ნამდვილი დინამომანქანაა", – თქვა ერთხელ მასზე მეზობელმა გამყიდველმა. ანანომ ზუსტად არ იცოდა, ეს რას ნიშნავდა, მაგრამ ეჭვი არ ეპარებოდა, რომ რაღაც ძალიან სწრაფი, ხმაურიანი, გამუდმებით ჩართული და ისეთივე შემაწუხებელი უნდა ყოფილიყო, როგორც დიდი ხნის წინ გამოხრული კბილის ტკივილი."" (2)ბებიკო ნაილს ძალიან მოსწონს, როცა სახლი სიმყუდროვითაა სავსე, ეზო – ვარდების სურნელით, ხოლო ადამიანის გული – ბედნიერებით. განსაკუთრებით – ეს უკანასკნელი.""
ბევრია ასეთი რამეები, რასაც კლასიკური , ცოცხალი პროზა ქვია.
1. კეთილი იყოს ავტორის ფეხი ურაკზე:) ფაფასუას ფაფა არც მე მიყვარს:)
კეთილი რჩევა: ამხელა ტექსტს ცოტა მკითხველი ეყოლება,ამიტომ ცოტა"დაგვისხი"-ხოლმე.. სიამოვნებით მივირთმევ..
არაფრისმთქმელი--5 კეთილი იყოს ავტორის ფეხი ურაკზე:) ფაფასუას ფაფა არც მე მიყვარს:)
კეთილი რჩევა: ამხელა ტექსტს ცოტა მკითხველი ეყოლება,ამიტომ ცოტა"დაგვისხი"-ხოლმე.. სიამოვნებით მივირთმევ..
არაფრისმთქმელი--5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|