ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბექზა
ჟანრი: პოეზია
3 მარტი, 2014


ც.წ. -ს

შინაგანად - ალბათ უფრო... უნაზესი არ ხარ, ჰოდა,
მოგიჟო ხარ უფრო, თითქოს, ააქროლა ქარი მარტმა.
შინაგანად - ალბათ უფრო... უნაზესი არ ხარ, ჰოდა,
ვერც შენიშნონ იქნებ შენში, ამოსული ჩუმად ია:
სიღრმეში რომ ხარობს - გულის, სადაც არ ქრის ქარი ოდნავ;
მუდამ ერთი მყუდრო კერა - პაწაწინას ნატრობ ნატვრას
(სიღრმეში რომ ხარობს - გულის, სადაც არ ქრის ქარი ოდნავ):
გსურს, რომ გქონდეს სიმყუდროვე, ყველასათვის თანაც ღია.

როგორიც ხარ ვიცი - ანცი! და ბავშვურად მოთამაშე.
გსურს, რაც ყველას - სამყაროში, ოღონდ მართლა შენებურად -
როგორიც ხარ ვიცი - ანცი! და ბავშვურად მოთამაშე
სულ ყველასთან, სულ ყველასთან! ხარ მარტივით გიჟმაჟური:
გულში სისხლად ჩაუდგები და იზრუნებ, რომ არ დაშრე,
ვინც პირიქით ჩაიგუბე და ვინც შენს გულს ეენგურა
(გულში სისხლად ჩაუდგები და იზრუნებ, რომ არ დაშრე),
ასეთი ხარ, ვიცი, ჩემო: გაზაფხულის ცის ნაჟური!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები