 | ავტორი: თამუნია. ჟანრი: პოეზია 3 მარტი, 2014 |
მე მივდიოდი - ვტოვებდი, გულს ვტკენდი... ბროლივით ვუმსხვრევდი ოცნებებს, იმედებს... მერე სხვას ვხვდებოდი და - მასაც ვტოვებდი... რატომ გგონია, რომ სენ ვერ გაგიმეტებ? არ მინდა შეჩვევა! მე ჩვევა როდი ვარ! ჩვეული ვერასდროს ვერვის ვეყოლები! არ მინდა, რომ ძალა დაკარგოს სინაზემ, უფერო რუტინამ მომხვიოს ტორები... შენგანაც მივდივარ... ჰო, მართლა მივდივარ! მე ვიცი ჩემს სულში მცხუნვარე მზის ფასი. ხომ გითხარ, მე ყველას მანამდე ვტოვებდი, სანამდე ჯერ კიდევ ვიყავი ძვირფასი. სანამდე ჯერ კიდევ ათბობდათ ჩემი ხმა, თვალები, ღიმილი, სუნთქვა, თმის სურნელი... მე მუდამ ვტოვებდი მამაკაცს იქამდე, სანამდე ჯერ კიდევ ვიყავ სასურველი...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
|
|
|