ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცალუღელა
ჟანრი: პოეზია
26 ნოემბერი, 2008


ბალღური ლექსი

ბნელში გამოკრთის შუქი,
ბაბო ჭრელ წინდებს მიქსოვს,
თოლებს ერევა რული,
ცეცხლიც ნავლდება თითქოს...
- უი, მამიკვდეს თავი,
თვალი წამსვლიაო, - ფიქრობს...
წინდაც ხუნდება, თმებიც,
დრო ხომ თავისას ითხოვს...
ყველაზე მეტად მშველის
მე შენი გულის სითბო..


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები