 | ავტორი: ლიპო ჟანრი: პოეზია 14 მარტი, 2014 |
არ გქვია პოეტი–თუ ზეცის სიშორე გაშინებს, არ გქვია პოეტი–თუ მთვარეს თქვენობით მიმართავ, მთავარი ჯილდო ხომ ,მკითხველის გულწრფელი ტაშია, მართლაც გმირობაა–ფურცელთან თავს რომ არ იმართლებ,
ნუ დარდობ იმაზე თუ გვერდით არ მისდევ თაობას, ჩაგთვლიან გიჟად თუმც ვერავინ ვერ შეძლებს გამხელას, ოცნებებს,გრიგალებს ეცადე რომ მხარი აუბა, და შენი ლექსებით სამყაროს სიყალბე ამხილო,
ეცადე ღრუბლებში იპოვო შენ შენი კარავი, შენიდან –მიწამდე მანძილი არც ისე ახლოა, აქ ,დედაიწაზე საკუთარ აზრებსაც გპარავენ, მთელი ეს პლანეტა,უსულო მძორების სახლია.
მოძღვართან ნუ მიხვალ,თუ ღმერთთან საუბარს ისურვებ, დაწერე,ფურცლებზე,კედლებზე,ზეცაზე დაწერე, უფალთან ლექსებით,შენამდეც,ჩვენამდეც, მისულან, მარტივი რამეა ნათლისგან–სიბნელის გარჩევა...
შენ გქვია პოეტი–ჩათვალე რომ შენ ხარ მესია, აქ „სხვების“ მოსმენას,გერჩივნოს უსმინო არაფერს, ქვასაც და ტალახსაც, ტყვიასაც ისინი გესვრიან, ვისთვისაც მზე მხოლოდ უღრუბლო ამინდში ანათებს.. მაშინ ხარ პოეტი–ღრუბელზე მაღლა თუ დაფრინავ!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. შენ გქვია პოეტი–ჩათვალე რომ შენ ხარ მესია, აქ „სხვების“ მოსმენას,გერჩივნოს უსმინო არაფერს, ქვასაც და ტალახსაც, ტყვიასაც ისინი გესვრიან, ვისთვისაც მზე მხოლოდ უღრუბლო ამინდში ანათებს.. მაშინ ხარ პოეტი–ღრუბელზე მაღლა თუ დაფრინავ!
მაშინ ხარ პოეტი ღრუბლებზე მაღლა თუ დაფრინავ _აი განსაკუთრებულად მომეწონა...მაგრამ ბევრი ისეთიც დაფრინავს,აზზე რომ არაა პოეზიის:დ მომწონს მე შენი შემოქმედება.... შენ გქვია პოეტი–ჩათვალე რომ შენ ხარ მესია, აქ „სხვების“ მოსმენას,გერჩივნოს უსმინო არაფერს, ქვასაც და ტალახსაც, ტყვიასაც ისინი გესვრიან, ვისთვისაც მზე მხოლოდ უღრუბლო ამინდში ანათებს.. მაშინ ხარ პოეტი–ღრუბელზე მაღლა თუ დაფრინავ!
მაშინ ხარ პოეტი ღრუბლებზე მაღლა თუ დაფრინავ _აი განსაკუთრებულად მომეწონა...მაგრამ ბევრი ისეთიც დაფრინავს,აზზე რომ არაა პოეზიის:დ მომწონს მე შენი შემოქმედება....
14. ყველა პოეტმა უნდა დაწეროს ალბათ თავისი საკუთარი "პოეტი".
კარგია ეს.
ყველა პოეტმა უნდა დაწეროს ალბათ თავისი საკუთარი "პოეტი".
კარგია ეს.
13. უფ რა კარგი ლექსია. მესიამოვნა. 5+
სხვებსაც წავიკითხავ აუცილებლად.
შენ გქვია პოეტი–ჩათვალე რომ შენ ხარ მესია, აქ „სხვების“ მოსმენას,გერჩივნოს უსმინო არაფერს, ქვასაც და ტალახსაც, ტყვიასაც ისინი გესვრიან, ვისთვისაც მზე მხოლოდ უღრუბლო ამინდში ანათებს.. მაშინ ხარ პოეტი–ღრუბელზე მაღლა თუ დაფრინავ! ამ კუპლეტში იმხელა აზრი, სათქმელი და მთელი ფილოსოფიაა. ძალიან მომეწონა. ძალიან. უფ რა კარგი ლექსია. მესიამოვნა. 5+
სხვებსაც წავიკითხავ აუცილებლად.
შენ გქვია პოეტი–ჩათვალე რომ შენ ხარ მესია, აქ „სხვების“ მოსმენას,გერჩივნოს უსმინო არაფერს, ქვასაც და ტალახსაც, ტყვიასაც ისინი გესვრიან, ვისთვისაც მზე მხოლოდ უღრუბლო ამინდში ანათებს.. მაშინ ხარ პოეტი–ღრუბელზე მაღლა თუ დაფრინავ! ამ კუპლეტში იმხელა აზრი, სათქმელი და მთელი ფილოსოფიაა. ძალიან მომეწონა. ძალიან.
12. საინტერესოა + საინტერესოა +
9. ქვასაც და ტალახსაც, ტყვიასაც ისინი გესვრიან, ვისთვისაც მზე მხოლოდ უღრუბლო ამინდში ანათებს.. - მაგარია ქვასაც და ტალახსაც, ტყვიასაც ისინი გესვრიან, ვისთვისაც მზე მხოლოდ უღრუბლო ამინდში ანათებს.. - მაგარია
8. კომენტარს შემოვყევი აქ, მართლა კარგი ლექსია. კომენტარს შემოვყევი აქ, მართლა კარგი ლექსია.
7. მიყვარს მე ეს ავტორი ++++++++++++++++++++++ მიყვარს მე ეს ავტორი ++++++++++++++++++++++
6. მე მომწონს ამ ავტორის ლექსები,ყოველთვის დიდი სიმოვნებით ვკითხულობ წარმატებები ლიპო + + მე მომწონს ამ ავტორის ლექსები,ყოველთვის დიდი სიმოვნებით ვკითხულობ წარმატებები ლიპო + +
5. საინტერესოა... საინტერესოა...
4. მომწონს ამ ავტორის ლექსები:)უბრალოდ რითმები ჩემთვის საკმაოდ სუსტია++ მომწონს ამ ავტორის ლექსები:)უბრალოდ რითმები ჩემთვის საკმაოდ სუსტია++
3. გარჩევა-დაწერე,ეს რითმა გაასწორე.და სხვა ბევრიც არის ცუდი რითმა.აზრი ლექსის გასაგებია და მომეწონა. გარჩევა-დაწერე,ეს რითმა გაასწორე.და სხვა ბევრიც არის ცუდი რითმა.აზრი ლექსის გასაგებია და მომეწონა.
2. დიდი ხანია ეს ავტორი წყალივით იკითხება. არ ბრკოლდები კითხვისას. მხატვრულობაც ახლავს და აზროვნებს ისე, როგორც საჭიროა.
სასვენ ნიშნებზე მაინც ვიტყვი. :პ დიდი ხანია ეს ავტორი წყალივით იკითხება. არ ბრკოლდები კითხვისას. მხატვრულობაც ახლავს და აზროვნებს ისე, როგორც საჭიროა.
სასვენ ნიშნებზე მაინც ვიტყვი. :პ
1. ,,უფალთან ლექსებით,შენამდეც,ჩვენამდეც, მისულან". გეთახმებით. ძალიან კარგია. ++ ,,უფალთან ლექსებით,შენამდეც,ჩვენამდეც, მისულან". გეთახმებით. ძალიან კარგია. ++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|