MON SIGNORE თითები კინძავენ სტრიქონებს, სანამ ცა მოიხსნის მხრებიდან სიშავეს, წერაა ამ სულის მკურნალი ქირონი, (იქნებ მანდ სხვა მუცლით მეზღაპრეც იშოვე), სანამდე ჯერ ისევ ფეთქავენ წვიმები, სხეულში ვნებებად დუღს მარტი–მაჭარი, ყოველ ღამ უშენო ფიქრები მიწვება გვერდით და დუმილი სათქმელსაც აჭარბებს. შენ ალბათ, სხვის მკერდზე ჩაცალე ეს ღამეც, ალმურად გედება სისხამზე კერტები, ჰო, გაზაფხულია ასეთი მღელვარე, ეჭვი რომ დამიდგა სხვადასხვა კერპებად. აქ, ჩემთან, ჩიტები კენკავენ თენებას, მანდ ალბათ, ვარსკვლავებს ახურავთ ჯერ ბინდი... ჯიუტად გიყვები, რომ ასეთ თავნება სიყვარულს ვერ მოკლავს ვერცერთი ჯებირი. MON SIGNORE, მე აქ ვარ, შენ ისევ ვინ იცის... რომელ ზვირთს გაჰყვები ერთგული გონდოლით და დანაპირები, რომ აღარ დავიცდი, ძვირფასო, ყოველთვის მოჰგავდა მოგონილს...
ძალიან კარგი ლექსია! მომეწონა! მუსიკაც მშვენივრად უხდება, ეს მუსიკა ავტორის განწყობას გამოხატავს და ამიტომაც უხდება ამ ლექსაც, მერე რომ ეჭვიანობს, ეჭვის ჭია გულს ხრავს, მაგრამ სიყვარულს ვერარას აკლებსო, ამბობს პოეტი.

ეს მელოდია იდიოკრატიამდე ფილმ "შოკოლადს ედო" :D და მე ძალიანაც ვახდენ, იმიტომ რომ ამ ციკლის ყველა ლექსი ამ მელოდიურობაზეა აწყობილი და შეესისხლხორცა :) თუმცა რათქმა უნდა მისაღებია თქვენი აზრი :)
პ.ს. მადლობა ყველას ვინც მოიწონა თუ არ მოიწონა, ხომ გამონახა დრო :)

აუ ეს მუსიკა ადევს იდიოტოკრატიას,ფილმი რომაა.ჰოდა რა უნდა მეთქვა,არ უხდება მუსიკალური გაფორმება.ჩემი მოკრძალებლი აზრით რა თქმა უნდა. ჰო,ეს ნაწილი მომეწონა

მე აქ ვარ, შენ ისევ ვინ იცის... რომელ ზვირთს გაჰყვები ერთგული გონდოლით და დანაპირები, რომ აღარ დავიცდი, ძვირფასო, ყოველთვის მოჰგავდა მოგონილს. ფინალი განსაკუთრებით მომეწონა +