ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ასლანიკაშვილი
ჟანრი: პოეზია
16 მარტი, 2014


შეჩვევა

როგორც ქუჩის ჩიტები – დენის ბოძის მავთულებს,
სწორედ ისე, კამათი, შეეჩვია ჩვენს ბინას.
განა რამე? – უბრალოდ, სულ რაღაცას ვართულებთ!
დღეს, მე – შენგან და შენ კი, გუშინ – ჩემგან გეწყინა...

ორის თანაცხოვრებას ახლავს, მესმის, ფაქტია –
მოულოდნელობები, დავა, წყენა, ეჭვები.
ამ, ყველაფრის აზრი კი – ორი ვარიანტია:
ან მუდმივად კონფლიქტს, ან პატიებას ვეჩვევით...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები