1959 წლის 17 მარტს, 18 საათზე, თბილისის მეოთხე საავადმყოფოს ეზოში, ამავე საავადმყოფოს ელექტრომექანიკოსმა ვლადიმერ მურადოვმა იქვე, ქვის კიბესთან, სადაც ბეტონის ფილები ეწყო, შემთხვევით შეამჩნია, რომ იწვა მამაკაცი. კარგად რომ დააკვირდა, იცნო ქვაფენილს დანარცხებული გალაკტიონ ტაბიძის ცხედარი. ასე დასრულდა მეოცე საუკუნის უდიდესი ქართველი ლირიკოსის ფიზიკური სიცოცხლე. მანამდე კი?! როგორ მივიდა იგი ამ ნაბიჯამდე? აი კითხვა, რომელ¬ზედაც არსებული ეპოქისა და პოეტის ცხოვრების სრული ანალიზის გარეშე პასუხი არ გაეცემა. როცა პოეტის ტრაგიკულ ბედზე ფიქრობ, უნებურად გახსენდება ჰაინეს სიტყვები: `თუკი სამყარო გაიბზარება, პოეტის გულზე გაივლის ბზარი~. მაინც როგორი იყო ის სამყარო, უფრო სწორად, ის ეპოქა, რომელშიც პოეტი ცხოვრობდა, შეეძლო თუ არა მას `პოეტის გულზე ბზარის დაჩნევა~. `'წიწამურთან რომ მოკლეს ილია, მაშინ ეპოქა გათავდა დიდი~. ერთი ეპოქა კი გათავდა, მაგრამ დაიწყო მეორე, უფრო `დიდი~ ეპოქა, ეპოქა ძველის ნგრევის, კატაკლიზმებისა და ახალი იდეოლოგიის დამკვიდრებისა. ყოველი ჭეშმარიტი პოეტის ფიქრის მაგისტრალური ხაზი სამშობლოზე გადის და 1917 წლით დათარიღებულ შედევრში `მზეო თიბათვისა~. გალაკტიონი ასე ლოცულობს: `ხანმა უნდობარმა, გზა რომ შეეღება, უხვად მოიტანა სისხლი და ცხედრები, მძაფრი ქარტეხილი მას ნუ შეეხება, მზეო თიბათვისა, ამას გევედრები~. ბედისწერა კი მის სამშობლოს სწორედ ქარტეხილს უქადის. დგება 1924 წელი და ქართული ინტელიგენციის გენოციდი. გზის¬პირებსა და ვაგონებში იხოცება ათასობით უდანაშაულო ადამიანი. ქვეყანაში ორი მთავარი მოქმედი გმირი დგას ავანსცენაზე: უსამართლობა და შიში. ლიტერატურული ატმოსფეროც აიმღვრა, ფრიდონ ნაროუშვილი, კალე ფედოსიშვილი და ძმანი მათნი პროლეტმწერლობის სახელით კლასიკურ მემკვიდრეობას არბევენ. იბეჭდება ილია ჭავჭავაძის განმაქიქებელი პოემები და ლექსები. 1926 წელს კონსტანტინე გამსახურდიას აპატიმრებენ და სალოვკის ბანაკში გზავნიან. გრიგოლ რობაქიძე ემიგრაციაში მიდის. აქანდა ზვავი, რომლის შეჩერება შეუძლებელია. ალიო მაშაშვილი ერთ-ერთ ლექსში გალაკტიონს კიცხავს _ რატომ ჩვენს რელსებზე არ დგახარო და თავის მოკვლას ურჩევს. კრიტიკოსი ბენიტო ბუაჩიძე უფრო `შემწყნარებელია~ და მაშაშვილს აკრიტიკებს, მაგ რჩევას ის სჯობდა, ტაბიძისათვის იდეურად გამართული კარგი ლექსების წერა გესწავლებინაო. პოეტი უკიდურეს მატერიალურ სივიწროვეს განიცდის. უკანასკნელ გროშებს ითვლის. პარადოქსია, ამ დროს გიგლა ბერბიჭაშვილი _ ილიას მკვლელი, ამ `დამსახურებისათვის~ პერსონალურ პენსიას იღებს და მუხრანის რევკომის თავმჯდომარეობიდან სახელმწიფო ღვინის ქარხნის გამგედ გადაჰყავთ. ახლოვდება ცნობილი ოცდაჩვიდმეტი წელი. მეუღლის ხალხის მტრად შერაცხვა, ჩრდილოეთში გადასახლება და მასთან განშორების ტკივილი. და-კარგვა ადამიანისა, ვინც პოეტის არეულ-აწეწილ ცხოვრებას აწესრიგებდა. ყოფითმა უბედურებამ უიმედო სევდაც ამოათქმევინა: `შენ ფოლადივით ცივი თვალებით, უცქერ განვლილ გზას და არ ემდური, რად გინდა იყო დიდი პოეტი, თუ სიცოცხლეში ხარ უბედური~. ფიზიკური განადგურებისაგან უკვე აღარა¬ვინ არის დაზღვეული. ოფიციალურად ხდება `დასახვრეტილი¬მიტებისა და ხალხის და¬პატიმრების გეგმების და¬ვალება რაიონებისა და სოფლებისადმი. (იხ. სკკპ პარტარქი ვი. ფ. 14, საქმე 37, გვ. 280). ლავრენტი ბერია მოსკოვში გზავნის თხოვნას ლიმიტების გაზრდის შესახებ. სახოტბო პოეზია აპოგეას აღწევს. ვისაც საამისოდ კალამი უჭრის, ამქვეყნიური დიდებით ჰქუხს. გალაკტიონს ერთხელაც არ ირჩევენ მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის წევრად, არ აძლევენ სტალინურ პრემიას, სტრიქონში უმცირეს ჰონორარს უხდიან. მისი წიგნი საგამომცემლო გეგმიდან გეგმაში გადადის. პოეტი ამ საშინელ ყოფას ასე გადმოგვცემს: `სწამებენ ობობას ლომობას, ორბობას, ეს კატის კნუტები... იძვრიან კუტებიც, სულ აქოთებული ქანაობს კრებული, ეგრეთ წოდებული ბერიას კუდები~. სწორედ ეს ბერიას კუდები მართავენ სამშობლოს ბედს. დრო გადის, მაგრამ პოეტის გამძაფრებული ნერვის ტკივილი არ ყუჩდება. უჭირს შეგუება იმ აზრისა, რომ წინ სულ სხვა სამშობლო ჩნდება: `რაა მასზე გულდამწყვეტი მეტეხო და დიღმის ველო, მიდიოდე და ფიქრობდე, ეს არ არის საქართველო. აი, იმ ეპოქის ზოგიერთი სურათი, რომელსაც პოეტის გულზე ბზარი უნდა დაეჩნია. სამედიცინო დასკვნაში ვკითხულობთ: `გადიდებულია გული და ღვიძლი, ქრონიკული ალკოჰოლიზმი~. ვის ახსოვდა თბილისის ქუჩებს `ცოცხალ ძეგლივით~ შეზრდილი პოეტი! 1959 წლის 17 მარტიც. წინასწარმეტყველურად ახდენილი სიტყვები: `და თუ ქრისტემ გალილეა აირჩია, მე თბილისი ავირჩიე ბებერი, თუ სამშობლო მაინც არ მომეფეროს, მე მოვკვდები როგორც პოეტს შეჰფერის~.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. ცოცხლების არსიყვარულში 5-იანი გვიწერია, გარდაცვლილების საუკეთესოდ გახსენება-შეფასებაში რა ენერგიასაც ვხარჯავდით, იმის მეასედი რომ ცოცხლებისთვის გაგვემეტებინა, არც გული გაუსკდებოდა მწერალს და არც "ფანჯრიდან გადახტებოდა"... კარგად დაწერილი წერილი მეტად მტკივნეულ თემაზე, მთელი ეპოქის სულის ასახვით! ცოცხლების არსიყვარულში 5-იანი გვიწერია, გარდაცვლილების საუკეთესოდ გახსენება-შეფასებაში რა ენერგიასაც ვხარჯავდით, იმის მეასედი რომ ცოცხლებისთვის გაგვემეტებინა, არც გული გაუსკდებოდა მწერალს და არც "ფანჯრიდან გადახტებოდა"... კარგად დაწერილი წერილი მეტად მტკივნეულ თემაზე, მთელი ეპოქის სულის ასახვით!
9. ვრცელი თემა - ლაკონურად და საინტერესოდ. მოკითხვა თქვენ!
ვრცელი თემა - ლაკონურად და საინტერესოდ. მოკითხვა თქვენ!
8. სხვა წევრების გასაგონად ვამბობ.... "ესეთი უნდა იყოს კრიტიკა–პუბლიცისტიკა"
წერენ რაღაც უაზრობებს ამ ჟანრში..
სხვა წევრების გასაგონად ვამბობ.... "ესეთი უნდა იყოს კრიტიკა–პუბლიცისტიკა"
წერენ რაღაც უაზრობებს ამ ჟანრში..
7. მომეწონა,კარგადაა მოტანილი ის ,,ბზარი" აქ... + + გალაკტიონი უკვდავების ბინადარია!
,,...საფიჩხია დაიტევდა გალაკტიონს, მის ფართო მხრებს მთაწმინდაც კი ევიწროვა, მისთვის თავად დედამიწაც ვიწრო იყო, ამიტომაც ,თურმე,უფალს ფრთები სთხოვა; კაცი იყო,მაგრამ ღმერთთან საუბრობდა, შუქი იყო,შავმა ნისლმა ვერ დაბინდა, განა მოკვდა?!_ფრთა გაშალა ანგელოსმა, უკვდავების სამეფოში გადაფრინდა". =ნემეზიდა= მომეწონა,კარგადაა მოტანილი ის ,,ბზარი" აქ... + + გალაკტიონი უკვდავების ბინადარია!
,,...საფიჩხია დაიტევდა გალაკტიონს, მის ფართო მხრებს მთაწმინდაც კი ევიწროვა, მისთვის თავად დედამიწაც ვიწრო იყო, ამიტომაც ,თურმე,უფალს ფრთები სთხოვა; კაცი იყო,მაგრამ ღმერთთან საუბრობდა, შუქი იყო,შავმა ნისლმა ვერ დაბინდა, განა მოკვდა?!_ფრთა გაშალა ანგელოსმა, უკვდავების სამეფოში გადაფრინდა". =ნემეზიდა=
5. გამახარე, რომ გაიხსენე, თუმცა, ვიცი, არც დაგვიწყებია.
იქ. საავდმყოფოში ბოლო წვეთის გადმოდინება მოხდა.
მცირე ფორმატია, მაგრამ ბევრის თქმა შესძელი.
გამახარე, რომ გაიხსენე, თუმცა, ვიცი, არც დაგვიწყებია.
იქ. საავდმყოფოში ბოლო წვეთის გადმოდინება მოხდა.
მცირე ფორმატია, მაგრამ ბევრის თქმა შესძელი.
4. 1959 წლის 17 მარტს გალაკტიონ ტაბიძე "ვეფხის ნახტომით გამოგვესალმა."
1959 წლის 17 მარტს გალაკტიონ ტაბიძე "ვეფხის ნახტომით გამოგვესალმა."
3. საინტერესოა. მომეწონა. ++ საინტერესოა. მომეწონა. ++
2. ძალიან საინტერესოა,მომეწონა,წარმატებები!2+ ძალიან საინტერესოა,მომეწონა,წარმატებები!2+
1. დღეს 17 მარტია, ამიტომაც გავიხსენე... დღეს 17 მარტია, ამიტომაც გავიხსენე...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|