ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბაჩო.
ჟანრი: პოეზია
18 მარტი, 2014


...

აი საყდარი, ძველი საყდარი,
აგერ ბავშვობა,
ჩემი ბავშვობა სწორედ აქ არი,
სისხლის გაშრობა...

აი ეს კიბე, დაინახე?
ჩემი ცხოვრება,
აი. აი აქ გავილახე,
მემახსოვრება.

აი ეს სახლი,აქ დავიბადე,
(მე ასე მითხრეს),
შემდეგ კი დიდხანს, დიდხანს ვიბრძოდი,
ვებრძოდი ვირთხებს.

მერე გავიდა ბევრი დღეები,
ახლაც მიდიან...
ძველი საყდარი, ძველი კიბე,
სახლსაც ყიდიან...

არ ვიცი მართალს ვინ მეუბნება,
(ვერ მივხვდი დღემდე)
და შემეცვალა ასე გუნება,
ვერავის ვენდე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები