ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინკა
ჟანრი: საბავშვო
19 მარტი, 2014


ჭირვეული ჟუჟა :)

გარეთ ისევ ელავს,
ჟრიამულობს ყველა,
იწვიმებსო მურამ,
შემოსძახეს "ურა".
ზღვის გოჭუნა ჟუჟა,
ზის და ფურცლავს ჟურნალს,
შეისწორა ბაფთა,
არ ხტის ალთა–ბალთა.
მისდევს ბოლო მოდას,
არ ატარებს ბოტასს
და თუ წვიმა მოდის,
დასეირნობს ბოტით,
ზაფხულობით ქოშით,
ხელში დიდი ქოლგით...
საზღვარგარეთ დაქალს,
დააბარა ჩანთა,
ახლა ზის და ელის,
თუ მიუსწრებს „სეილს“?!...
არ დაიჭერს სანამ,
დოლჩე და გაბანას,
ჭირვეულობს, "მანამ
სადმე წავალ განა?"

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები