 | ავტორი: ნიგოზა ჟანრი: პოეზია 27 ნოემბერი, 2008 |
პირველი ღამე
ლაჟვარდ ზღვასავით ღელავდა, სავსე მკერდიდან გული ხტებოდა, ო! მოლოდინი იმ ჟამს თელავდა და ნატიფ სხეულს თავს ადგებოდა.
თითქოს ,,კურარეს” გესლით აღვსილი, ტბა კაეშანის ჩასცალა იმ წამს, უმანკოება იყო დასვრილი, სისხლი დააჩნდა სარეცელს მისას.
ნათლად დემონი შეიგრძნო მაშინ, რომელიც ადამს იმ ვაშლს აწვდიდა, უმანკოებით გაზრდილი ბავშვი, მოახტა რაშს და წარსულს გაფრინდა.
ამ ღამეს თითქოს შხამიც გატკბაო და მის სხეულში დაიდო ბინა, ყველა ოცნება თითქოს ახდაო! ცრემლთა ქვეშიდან მას გაეცინა!
საოცრად ლაღი, ერთბაშად მარდი, იყო რიჟრაჟი და გაზაფხული! გარეთ ქუჩაში ტკბებოდა მარტი, სარეცელზედ კი მისი სხეული.
რა უზადოა ეს ღამე გრძელი, რამდენ ალმურს და სითბოს გპირდება, მოეალერსა სარეცელს ხელით და ქალურ ჟინით რაგაც ინება!
ბათუმი 1988 წელი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. წავიკითხე და ვეთანხმები მეცხრე კომენტარს. 3 წავიკითხე და ვეთანხმები მეცხრე კომენტარს. 3
12. :( რა გიქნია მაგ გოგოსთვის :( ეგ რომ ვინმემ მაკადროს თავს მოვიკლავ :( :( რა გიქნია მაგ გოგოსთვის :( ეგ რომ ვინმემ მაკადროს თავს მოვიკლავ :(
9. ეეჰ გამიგია, პირველ ღამეზე ან კარგს ამბობენ, ან საერთოდ არ ლაპარაკობენო :) ხოდა გავჩუმდი ;) ეეჰ გამიგია, პირველ ღამეზე ან კარგს ამბობენ, ან საერთოდ არ ლაპარაკობენო :) ხოდა გავჩუმდი ;)
7. რა საინტერესოა, პირველი ღამე პირველ ლექსს რომ დაგაწერინებს და მერე აქ დაგადებინებს, ეჰ საით მივექანებით რა საინტერესოა, პირველი ღამე პირველ ლექსს რომ დაგაწერინებს და მერე აქ დაგადებინებს, ეჰ საით მივექანებით
5. ქალი ამას არ და წერდა....და მგონი კაცი ასე არ დაწერდა!!!!! 2 ქალი ამას არ და წერდა....და მგონი კაცი ასე არ დაწერდა!!!!! 2
2. ჯერ დღე დაგეწერა დალოცვილო, 5555555555555555555 ჯერ დღე დაგეწერა დალოცვილო, 5555555555555555555
1. უმანკოებით გაზრდილი ბავშვი, მოახტა რაშს და წარსულს გაფრინდა. :) უმანკოებით გაზრდილი ბავშვი, მოახტა რაშს და წარსულს გაფრინდა. :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|