ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ენმესაგშარრი
ჟანრი: პოეზია
22 მარტი, 2014


სურვილის მიმართება

რა მინდოდა?
მინდოდა შემესუნთქე,
რომ ჯანსაღი ჰაერივით გაგევსო ჩემი ფილტვები
მინდოდა ჩემი თითების ჰამაკზე გექანავა
და არასდროს მოგწყენოდა
მინდოდა გადაბმული ფილტვები გვქონოდა,
რომ ერთი ჰაერით გვესუნთქა,
მინდოდა მოგეკალი
მე კიდევ ჩემი გული მეჩუქებინა,
მინდოდა გამქცეოდი,
მე კი გამოგკიდებოდი და დამეჭირე,
მერე კი დიდხანს გვეგორავა ცოცხალ ბალახში,
მინდოდა თავი მდებოდა შენს მუცელზე
და შენს ყოველ შესუნთქვა–ამოსუნთქვაზე რიტმულად ასულ–ჩასულიყო
შენ კი შენი თხელი და გრძელი თითები ჩემს თმაში გეცურებინა,
და არასდროს ჩასულიყო მზე...


მე ბრმა ვარ ყველასთვის შენ გარდა
და არასდროს ამოვა ჩემი მზე, თუ
შენი სხეულის სურნელს ძარღვებში არ გავიტარებ
და არასდროს დადგება ჩემთვის დღე,
თუ შენი პატარა ფეხისგულებით ჩემს ხელის მტევნებზე არ დადგები,
რომ აგწიო და უკეთესად დაინახო ღმერთი

მე ვიცი რომ აქ ხარ, აი აქ მე გგრძნობ
ჩემი მკერდის ცოტა მარცხნივ,
შენს ყოველ შესუნთქვასა და ამოსუნთქვაზე
ტკივილითა და ღმერთით ვივსები...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები