ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლეგატო
ჟანრი: საბავშვო
25 მარტი, 2014


ოქროსფერას ზღაპარი



    ზღვის ნაპირთან,სულ ახლოს ერთი ლამაზაივნიანი სახლი იდგა.სახლს მოვლილი და კოხტა ეზო ამშვენებდა.აივანზე სარწეველა სკამში  იჯდა დედა და ფერად ნიჟარებს კინძავდა,კიბის საფეხურებზე კი ქოთნის ყვავილები მზეს ეპრანჭებოდნენ.
      ამ სახლში ცხოვრობდა დაჩი, თავის დედიკოსთან ერთად.კედელის ერთი კუთხე დიდ ოთახში, მთელ ზღვის სამყაროს ხელისგულზე დაგიდებდათ და ცქერით დაგატყვევებდათ.რას არ ნახავდით აქ,ზღვის ვარსკვლავას ფიტულიდან დაწყებული, მარჯნის პოლიპების ხატულა ბუნებრივი ფიგურებითა  და აფრიკული ნიღბებით  დამთავრებული,რომელიც შორეული ნაოსნობიდან ჩამოეტანა მამას.იქვე  გემის კიჩოზე შემდგარი მეზღვაურის ჩარჩოიანი სურათი ეკიდა, დაჩის ეამაყებოდა რომ მისი მამიკო მეზღვაური იყო და შორეულ ნაოსნობაში ხშირად მიდიოდა სამოგზაუროდ.მთელი ამ სანახაობის ყველაზე სასწაულად კი ბიჭუნა ოქროსფერფარფლებიან პატარა თევზს თვლიდა,რომელიც მაგიდაზე შუშის მრგვალ პატარა,წყლით სავსე სახლში  ცხოვრობდა.უფროსები ამ უცნაურ სახლს  აკვარეუმს ეძახდნენ . ოქროსფერფარფლებიანი თევზი მამამ  საგანგებოდ ამ მრგვალი შუშის სახლისთვის ჩამოუყვანა ინდოეთის ოკეანიდან.თევზი ოქრისფერი ფარფლებით იყო დაფარული და თვალისმომჭრელად ბრჭყვიალებდა.ალაგ-ალაგ შავი წინწკლები  ალამაზებდა,ხოლო თავზე  წამოსკუპებული  ხორკლები კი სამეფო გვირგვინივით ადგა ზედ.. ბიჭუნას ძალიან უყვარდა ეს ლამაზი არსება.მოფერებით ოქროსფერაც კი შეარქვა  და თევზსაც არანაკლებ უყვარდა თავის განუყრელი მეგობარი - პატარა დაჩი. ზოგი გაიკვირვებს ალბათ,ნეტავ თევზებს სად შეუძლიათ სიყვარულიო,მაგრამ ძალიანაც კი შეცდება.
  დაჩი ყოველ დღე,ჯერ სკამს მიადგამდა მაგიდას,აბობღდებოდა ზედ,მოკალათდებოდა და საათობით შუშის კედელს ცხვირმიჭყლეტილი,ფართოდ გახელილი ზღვისფერი თვალებით, ცნობისმოყვარედ აყოლებდა მზერას აკვარეუმის ერთადერთ ბინადარს,რომელიც ხან წყალმცენარეებს ამოეფარებოდა,ხან ნიჟარებს და ხანაც ჟანგბადის ბუშტუკებს დასდევდა.თუ დაჩი რამეს უამბობდა,მინის კედელს აეკვრებოდა და გულმოდგინედ უსმენდა.ჰო,უსმენდა,ყველაფერი ესმოდა და ყველაფერს ხეგავდა,მხოლოდ ეს იყო რომ ლაპარაკი არ შეეძლო.ან კი ნეტავ როგორ შეძლებს ლაპარაკს,როცა პირი  მუდამ წყლით ააქვს სავსეო,თავისთვის ჩაიბუტბუტებდა ხოლმე ბიჭუნა და დედას მის ნათქვამზე ღიმილი რომ გადაურბენდა სახეზე იბუტებოდა,რატომ არ სჯერა რომ ოქროსფერას ყველაფერი ესმისო.
    კარგი მეგობრები იყვნენ დაჩი და ოქროსფერა,მაგრამ ბიჭუნას ძალიან,ძალიან უკვირდა,რომ თევზი სულ,სულ მარტო იყო ,თავისი დედიკოს გარეშე და არ ტიროდა.მის ადგილას თვად რომ ყოფილიყო,უეჭველად ბევრს იტირებდა და სულაც არ  შემრცხვებოდა ამისო,გულში დასძენდა ჩუმად.
    ჩაფიქრებული  შუშის მრგვალი სახლის პაწაწინა ბინადარს, ატას საოცარე ამბებს უამბობდა თავის დედიკოზე და მეზღვაურ მამიკოზე.
-ჩემ დედიკოს თბილი და ფაფუკი ხელები აქვს.ჩემს ხელებზე დიდი - ამ დროს უნებლიედ თავის პატარა ხელებზე დაიხედავდა და აგრძელებდა:-ჩემი დედიკო, ძალიან,ძალიან ლამაზი და კეთილია,
  აკვარეუმის მინის კედელს აკრული ოქროსფერა,ლაყუჩებს გაბერავდა,პირს გააღებდა რომ თავადაც მოეყოლა ბიჭუნასათვის თავის დედიკოზე,მის პატარა და-ძმებზე,ეშმაკუნა მედუზებზე და კეთილ დელფინებზე,რომლებთანაც მხიარულად 
ატარებდა დროს და უზომოდ ბედნიერი იყო, მაგრამ პირი გაღებისთანავე წყლით ევსებოდა და მხოლოდ ბუშტებად იბერებოდა თითოეული სიტყვა და სკდებოდა.   
          ერთ დღეს, როცა დაჩიმ  ისევ მოიკალათა თავის ჩვეულ ადგილას და აკვარეუმის კედელს ცხვირმიჭყლეტილი ჩააცქერდა თან იმ ზღაპარს მოსაყოლად მოემზადა, სწორედ იმ ზღაპრის,წუხელ რომ თავის დედიკომ წაუკითხა ,ოქროსფერამ უცებ ძალიან მოიწყინა და ნიჟარებში შეიმალა.დაჩიმ მაგიდას შემოუარა და ახლა მეორე მხრიდან მიადგა შუშის სახლს,მაგრემ თევზი კიდევ უფრო შეიმალა და მიხვდა დაჩი რომ ოქროსფერა  გაბუტული იყო და ტიროდა. ფიქრებში დაასკვნა: ალბათ თავის დედიკო მოენატრაო და დაღონებული მოშორდა აკვერიუმს.
      სარწეველა სკამზე იჯდა დედა  და კითხულობდა.დაჩი ხელით კალთაზე მოეხვია ,დედამ წიგნი გადადო და ბიჭუნა ორივე ხელით გულში ჩაიკრა
-დეეეე... ციდა ხელები მოხვია დედიკოს ყელზე 
-ჰო .-უპასუხა დედამ
-დე თევზებმა ტირილი იციან? ხელები დაბლა დასწია და კალთაში კარგად მოკალათდა,ზღვისფერი,  დიდრონი თვალები მიანათა დედას .
-ალბათ იციან... ცოტა არ იყოს დაიბნა დედა და თვალი აკვარეუმისკენ გააპარა.
- შენ  ხომ სთქვი ,რომ მაშინ ვტირით როცა რაიმე ძალიან გვტკივაო. ....
-ჰო  ჩემო პატარავ,როცა გვტკივა,როცა გვწყინს,როცა ვნანობთ და ზოგჯერ სიხარულითაც კი ვსტირით როცა ძალიან,ძალიან ბედნიერი ვართ.მოეფერა დედა  და ოქროსფერი კულულების ბულული აუჩეჩა.
-მაშ ტარომ ატირებენ ადამიანები თევზებს დე?
დედამ გაოცებით შეხედა მაგიდაზე მდარ მრგვალი შუშის სახლის მობინადრეს და მერე დაჩის მიუბრუნდა.
-ალბათ იმიტომ რომ ჩვენ ადამიანებს არ გვესმის მათი,ვერ ვხედავთ მათ ცრემლებს-არეულად უპასუხა დაბნეულმა.
-რატიომ ვერ ვხედავთ დე,ჩვენ ხომ ბრმები არ ვართ ჰა?
-ბრმები? კიდევ უფრო გაოცდა დედა.
-ჰო,.... ოღონდ რომ ვხედავთ ისეთი ბრმები.. თვალახელილი ბრმები..კალთიდან ჩამოხტა დაჩი,დედას ხელი ხელში ჩაავლო და აკვარეუმთან მიიყვანა.
-მთელი დღეა ტირის და აგარ მეთამაშება.. ისე ამოიოხრა ბიჭუნამ და დარდიანად გააგრძელა: მინდა რომ არასოდეს იტიროს დე,არასოდეს ტკიოდეს და თავის დედიკოსთან იყოს. 
    დედა ბიჭუნას ნათქვამმა  ძალიან ჩააფიქრა.მთელი დღე ფიქრობდა.ფიქრობდა დაჩიც და ყველაზე საოცარი კი ის იყო რომ ორივე ზუსტად ერთნაირად  ფიქრობდა.არა, ორივე კი არა,არამედ სამივე.განა ოქრესფერა იგივეს არ ფიქრობდა??
    ცხელი იყო ქვიშა.ზღვა ხმაურობდა,ტალღები მხიარულად ისროდნენ ნიჟარებს წყლის შხეფებთან ერთად.დედამ აკვარეუმი ნაპირზე დაგა.მუხლებზე ჩაჯდა და გაირინდა .დაჩი ქვიშაზე გაწოლილი და ცხვირით მინის კედელზე მიჭყლიტილი  დიდრონი თვალები უღიმოდა ოქროფერას.დედაც იღიმებოდა.ოქროსფერფარფლებიანი თევზი კი მთელი ტანით აკვროდა აკვარეუმის კედელს და ცდილობდა გაეღწია  გარეთ..დედამ თითები ერთმანეთს გადააჭდო და აკვარეუმში ჩაყო,პეშვით თევზი მცირეოდენ წყალთან ერთად შიგ მოიქცია , მერე დაჩის გადაჭდობილ თითებშუა ჩაუსრიალა. გლუვი  იყო და მოძრავი ოქროსფერა .ოჰ როგორ იგრძნო დაჩიმ ეს,სიხარულით სხმარტალებდა მის ხელებში თევზი და უწყლობა მგონი სულაც გადავიწყებოდა .დაჩიმ,დედას გაუღიმა და ოქროსფერა  პატარა ტალღებში შეაცურა. ოქროსფერამ იგრძნო თუ არა ტალღების შეხაბა ჰაერში შეხტა და ბზრიალით ჩახტა ზღვის ქაფქაფა წყალში.მერე რამოდენიმე წუთს ნაპირ-ნაპირ დაუყვა.ბიჭუნას ფეხისგულებზე გაეხახუნა.დედა გაოცებული უმზერდა ,თევზი ბიჭუნას ემშვიდობებოდა.წინ დიდი.ძალიან დიდი გზა ედო,მანამ ინდოეთის ოკეანეს მიაღწევდა,თავის დედიკოს ჩაეხუტებოდა. დაჩის შესახებ უამრავ რამეს  უამბობდა თავის და-ძმებს.მერე კიღამე კი დაჩის დაესიზმრებოდა და აუცილებლად გაიგებდა  რომ ოქროსფერა ბედნიერი იყო.
    - ჩვენ არ ვართ თვალახელილი ბრმები დეე,ხელები ყელზე მოჰხვია  დაჩიმ დედას.დედამ გულში ჩაიკრა და ჩაკოცნა ბიჭუნა. თვალები ცრემლებით ავსებოდა.მაგრამ იცოდა დაჩიმ რომ ეს არ იყო ტკივილის ცრემლები,იცოდა და თავადაც უსაზღვროდ ბედნიერი იყო,რომ ასეთი ლამაზი და კეთილი დედიკო ჰყავს, თბილი და ფუმფულა ხელებით.
      სადღაც შორს კი ოქროსფერა მიაპობდა ტალღებს,იქ ,ინდოეთის ოკეანისაკენ,სადღაც სიღრმეში, სადაც თავისი დედიკო ელოდა. 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები