ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინკა
ჟანრი: პოეზია
26 მარტი, 2014


  ჩამოტვირთვა

სამიჯნურო (მთის ხმაზე)

ნაწნავ რომ უჩანს ქარვისფრად,
თეთრა შეკაზმა ქალშავამ,
ნამივით შესწყდა ქარაფებს,
ნისლები ჩორთით აჰშალა.
გულმა სთქო, მიდი მიეწივ,
(გონს გადაეკრა წყვდიადი),
მიდი და როგორც არწივმა,
მკლავებში გამოიმწყვდიე.
სხო ვინმე ვაჟი–მწყაზარი,
მინამ შენს სურვილს ათიბდეს,
მაჰხელე თავქვე წყაროზე,
შემოაცალე ქათიბი...
ჯერ დაუკოცნე ხელები,
მემრე, ყელს მისწვდი მელადა,
რისხვად თუ შემოგეხლება,
ტუჩნი დასწურე მწველადა.
გულმა სთქო... შავნამ დატორა
ფიქრი, მოვსწიე აღვირი,
დაუყვა ქალი არდოტს და
ღიმილი დაჰყვა ბალღივით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები